„ზეგის“ პროგრამირების მენეჯერმა, ნიკოლოზ გეჯაძემ თამარ ბაჩალიაშვილთან ბოლო მიმოწერა გაასაჯაროვა. მიმოწერას „აჭარის მაუწყებელი“ ავრცელებს. თამარი: შეიძლება რაღაც გთხოვო? წასვლა გადავწყვიტე. შეიძლება, თამუნას გააგებინო, თუ რაღაცაზე ხელია მოსაწერი ან განცხადების დაწერა საჭირო. მე არ შემიძლია… ორ კვირაში შემიძლია წასვლა, როგორც ვიცი. ნიკოლოზი: გასაგებია. როგორც ვიცი, უბრალოდ ხელი გექნება მოსაწერი და ,,ვსიო”. დაველაპარაკები და გეტყვი. თამარი: მადლობა […]
კატეგორია: სამართალი
მურთაზ ზოდელავა: ,,თამარმა საკუთარი თავი თვითონ შექმნა, ამდენი შრომა ჩადო… თქვენ ძალიან ხომ არ გეშლებათ?!”
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ყოფილმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ თეა ადეიშვილის გადაცემაში ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში ნაპოვნია გარკვეული ტიპის მედიკამენტები და ხომ არ შეიძლება, რომ საქმის გაყალბებაზე წავიდეს ლაპარაკი და კვალის არევა, ყოფილმა პროკურორმა უპასუხა: -ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი შექმნა და ამდენი შრომა, ყველაფერი ჩადო… თამარი არ იყო ელიტური ოჯახიდან, ჩვეულებრივი, უბრალო ოჯახის […]
მიშა რამიშვილი: ,,მანქანა ჩაკეტილი იყო, ცხედარი უკანა სავარძელზე… მიწიდან ამოვთხრი, ვისაც ამ ანგელოზის საქმეში ხელ აქვს!”
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ისაუბრა. _ ჩათვალეთ, რომ ტრიალ მინდორშია, მინი ხეებია და მისი მოძებნა ძალიან მარტივი იყო. ცხედარი უკანა სავარძელზე იყო და მანქანა ჩაკეტილი იყო. ცხედარი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ახალი გარდაცვლილი არ არის. დაკარგვიდან მალევეა გარდაცვლილი. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია… . რატომ იყო უკანა სავარძელზე და ა.შ. გამოძიების წინაშე დავსვამ […]
“აწამეს და მოკლეს ბავშვი, ასპროცენტიანია” – თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
ცოტა ხნის წინ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ცნობილი არ არის. აწამეს და მოკლეს ბავშვი, ასპროცენტიანია, აქედან მოტყუებით გაიყვანეს, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ის შვილის გარდაცვალების საქმეს თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურსაც უკავშირებს. „ხუთი დღეა ვეხვეწები, ბავშვი დავკარგე ხალხო, ვითომ ეძებენ, გაძღებიან, სვამენ […]
“ელისო ჩეჩელაშვილი ჩემი ქმრის სიყვარულში გამომიტყდა, მე დანა მოვუქნიე, ელისო ყვიროდა და შველას ითხოვდა” – რას ამბობს 45 წლის ბრალდებული
ცნობილი ხდება დაკავებული ქალის ჩვენება, რომელმაც ქუთაისში საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა ქალს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩვენებას „მთავარი არხი“ აქვეყნებს. „მე დანა რამდენჯერმე მოვუქნიე, ელისო ყვიროდა და ითხოვდა შველას, შემდეგ იგი წაიქცა იატაკზე, მაგრამ კვლავ ყვიროდა და გონება არ დაუკარგავს. მე გავიგონე ბინის კარებზე ბრახუნის ხმა, გავაღე ბინის კარები […]
საფრანგეთში ნასწავლი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის, იდუმალი გაუჩინარება მის საქმიანობას უკავშირდება?
ახალგაზრდა ქალის, თამარ ბაჩალიაშვილის, ოთხდღიანი ძებნა ჯერჯერობით უშედეგოდ გრძელდება. ასამდე პოლიციის თანამშრომელი ამ დრომდე სოფელ ხიხანის გარშემო მდებარე ტერიტორიას ათვალიერებს, თუმცა ოჯახი გამოძიებას სულ უფრო და უფრო ნაკლებად ენდობა. გაჩნდა ვერსია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ კონკრეტულად დღემდე არ იციან, თუ სად მუშაობდა მათი შვილი და რა მოვალეობას ასრულებდა. სრულიად […]
,,ჩემი შვილი მონად ჰყავდათ, ის მოკლულია!” – სიძის ოჯახი მშობლებს შვილის ცხედარს არ ატანს
მარტვილში სამი დღის წინ გარდაცვლილი ქალის ახლობლები ცხედრის ხობში გადასვენებას ითხოვენ, თუმცა ქმრის ოჯახი მათ ამის საშუალებას არ აძლევს. ამის გამო ოჯახმა გუშინ სოფელ ნოჯიხევთან სენაკი-თბილისის გზის ცენტრალური მონაკვეთი გადაკეტა და ცხედრის გადასვენებაში პოლიციის დახმარება მოითხოვა. ოჯახის ნათესავები ამტკიცებენ, რომ ქალს ოჯახში უთანხმოება ჰქონდა, რამაც შესაძლოა თვითმკვლელობა გამოიწვია. მათი თქმით, ქალზე მეუღლე, დედამთილი და მული […]
ექსპერტი: ,,გიორგი შაქარაშვილი ამ დაზიანებებით მაქსიმუმი 21 დღეში გამოჯანმრთელდებოდა”
ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა ,,რეაქციაში” განმარტა, თუ რას ნიშნავს დასკვნაში მითითებული სიტყვები ,,მსუბუქი დაზიანებები”. ექსპერტი: მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოშლის კუთხით გულისხმობს იმას, რომ ეს იწვევს პირონების ჯანმრთელობის მოშლას 7 დღიდან არაუმეტეს 21 დღისა. თუკი შაქარაშვილი გადარჩებოდა, ამ დაზიანებების, ამ ჰემატომების მკურნალობა მოხდებოდა სტაციონარში. მას მედიკამენტოზური მკურნალობა დასჭირდებოდა, ექნებოდა ტკივილის სინდრომი, მაგრამ ეს ავადმყოფური […]
პროკურატურა: ,,გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით”
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, – აღნიშნულის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. უწყების ცნობით, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული […]
ექსპერტიზის დასკვნა: ,,გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები სიცოცხლეში არ აქვს მიყენებული”
ექსპერტიზის დასკვნით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები ხარისხის განსაზღვრისას იზოლირებულად აღებული, ატარებს სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს და „დამდგარ სიკვდილის ფაქტთან უშაულო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება“. როგორც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, დაზიანებები სიცოცხლისდროიდნელია, განვითარებულია სიკვიდლის წინა ახლო პერიოდში. ამასთან, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „გიორგი შაქარაშვილის გვამზე კანის ზედაპირულად აშრევებული უბნები და მარჯვენა წინამხრის დეფექტი სისხლჩაქცევების გარეშე […]








