რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის რუსეთის ხელისუფლებისადმი 9 მარტს გავრცელებულ მიმართვას პასუხობს. „მოსკოვში ყურდღებით გაეცნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის მიმართვას. კმაყოფილებით აღვნიშნავთ, ორმხრივი ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელებასა და გაღრმავებასთან დაკავშირებით წერილში გამოხატულ სულისკვეთებას. ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს, რომ რუსეთი, როგორც ადრე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზადაა ამ საკითხში იმდენად […]
კატეგორია: პოლიტიკა
ზვიად გამსახურდიას პირად მცველს ცოტნე გამსახურდიამ 3 ტყვია ესროლა – რას ყვება ბაჩუკი გვანცელაძე
ზვიად გამსახურდიას პირადი მცველის თქმით, მას ცოტნე გამსახურდიამ სამი ტყვია ესროლა. პირველი პრეზიდენტის სიკვდილიდან 24 წლის შემდეგ მისი პირადი მცველი კურიერთან აქამდე უთქმელ გარემოებებზე საუბრობს. ბაჩუკი გვანცელაძე ამტკიცებს, რომ გროზნოში პირად მცველთან სახლში მანანა არჩვაძე-გამსახურდია შვილთან ერთად მივიდა და სთხოვა, პრეზიდენტის მკვლელად მაშინდელი პრემიერი – ბესარიონ გუგუშვილი, დაესახელებინა. უარის შემდეგ კი შვილს დაავალა, რომ პირადი მცველისთვის ესროლა. […]
ლევან გაჩეჩილაძეს კახი კალაძემ სამკურნალოდ 30 ათასი ლარი გამოუყო
ოპოზიციის მიერ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ქალაქის მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან სოციალური სამსახურის შუამდგომლობით ლევან გაჩეჩილაძეს 30 ათასი ლარი გამოუყო. დოკუმენტებს ხელს კახა კალაძე აწერს. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ ეს თანხა პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს საზღვარგარეთ მკურნალობისთვის სჭირდებოდა. ოპოზიციის წევრები შერჩევით დახმარებაზე საუბრობენ. მათი თქმით, იმ ფონზე, როცა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას თვეების ლოდინის შემდეგ დახმარებაზე უარს […]
”გადავდგათ გონივრული ნაბიჯები” – კვირიკაშვილმა რუსეთს მიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხზე მორიგ განცხადებას ავრცელებს. მთავრობის მეთაური მიმართავს რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, „დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“. „მიმდინარე წლის აგვისტოში 2008 წლის ომიდან ათი წელი შესრულდება. ამ დრამატულმა მოვლენამ ღრმა კვალი დატოვა ქართველი ხალხის ცნობიერებასა და […]
მიხეილ სააკაშვილი: ,, ჩვენი ყოფილი მინისტრი მშენებლობაზე მუშად მუშაობს, მეორე _ სატვირთოს მძღოლად”
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამერიკაში მუშაობის დროს მისი ხელფასი ათეულობითათას დოლარს შეადგენდა. ამის შესახებ სააკაშვილმა გამოცემა “მედუზასთან” ინტერვიუში განაცხადა. _ იყო პერიოდი, როდესაც მე შედარებით მშვიდი ცხოვრება მქონდა. მე ბოსტონში, ტაფტსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში ლექციებს ვკითხულობდი. მაშინ იქ სპეციალურად ჩემთვის გამოიგონეს რაღაც სტატუსი – მსხვილი უცხოელი პოლიტიკური მოღვაწე. ჩემი წასვლის შემდეგ ამ […]
გია ხუხაშვილი: ,,ღამის ეკონომიკა არის მაფიის დაკვეთა”
ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ღამის ეკონომიკა ნიშნავს პროსტიტუციისა და ნარკოტიკების ქუჩის ბაზრის განვითარებას. ,,რა არის ღამის ეკონომიკა და რა ასოციაციებს აჩენს პირველ რიგში? ყველაზე უვნებელი -საკლუბო ცხოვრება, მერე პროსტიტუცია, სათამაშო ბიზნესი და ყველაფერი ამის თანმდევი _ მსუბუქი ნარკოტიკების ქუჩის ბაზრის განვითარება. ამ მიმართულებით პროტექციონისტული პოლიტიკა უმრავლეს შემთხვევაში არის ორგანიზებული დანაშაულის, ანუ მაფიის დაკვეთა. ამას […]
თეა წულუკიანი „მივესალმებით იმას, რომ ევროპული ქვეყნები ჩვენს მოქალაქეებს უარს ეტყვიან თავშესაფარზე”
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თავშესაფრის მაძიებლებზე, უვიზო მიმოსვლის გაფრთხილებასა და დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა. _ მივესალმებით იმას, რომ ევროპული ქვეყნები ჩვენს მოქალაქეებს უარს ეტყვიან თავშესაფარზე, რადგან არ არსებობს ამის საფუძველი. ჩვენ ყველას გვევალება, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობებისთვის, ის რაც არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ისტორიული შედეგი, რასაც თითოეულმა ჩვენგანმა ერთად მივაღწიეთ, ეს არის ევროკავშირში უვიზო […]
თამარ ჩუგოშვილის პრეზიდენტობა გამოირიცხა – მას ასაკი არ ჰყოფნის
საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით თამარ ჩუგოშვილმაპირველი კომენტარი ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” ჩართვის დროს გააკეთა. პარლამენტის ვიცესპიკერმა უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურის წარდგენას აპირებს. ჩუგოშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ ამ ეტაპზე მმართველ გუნდში კანდიდატთან დაკავშირებით შეთანხმება არ შემდგარა, მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის შესაბამისი ასაკიც არ აქვს. თამარ ჩუგოშვილი […]
,,ქართული ოცნება” პრეზიდენტობის კანდიდატად თამარ ჩუგოშვილს განიხილავს
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის არჩევნებზე ,,ქართული ოცნება” უკვე მესამე ქალ კანდიდატს განიხილავს და ის შესაძლოა პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი იყოს. ტვ პირველის ინფორმაციით თამარ ჩუგოშივილის კანდიდატურას მხარს უჭერს როგორც ბიძინა ივანიშვილი, ასევე ის მისაღებია კობახიძე-კალაძის ფრთისთვისაც. ნიუპოსტი
შოთა მალაშხია: ”ვინც ხელი მოაწერა ნატოს წინააღმდეგ მიმართვას, ან ჩამორჩენილია, ან რუსეთიდან ფულს იღებს”
ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობასა და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის ყოფილ თავმჯდომარე შოთა მალაშხიას, რომელიც ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერია – პარლამენტი აპირებს, უახლოეს პლენარულ სხდომაზე მიიღოს რეზოლუცია არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალის ციხეში მოკვლასთან დაკავშირებით. პროექტის თანახმად, ამ მკვლელობაში პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს. რეზოლუციის პროექტი ითვალისწინებს ოკუპირებულ რეგიონებში უცხოელი დამკვირვებლების შეშვებას. – მომხდარზე პასუხისმგებელი ნამდვილად […]








