,,რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი, შეწყალების კომისიის ყოფილი წევრი ნიკა გვარამია ეხმაურება პრეზიდენტ მარგველაშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას, რომელიც ვეფხია ბაქრაძის შეწყალებას მოჰყვა და ამბობს: „რა თქმა უნდა, ეს მისი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილის პასუხისმგებელია ყველა შეწყალებულ პირზე”. მისი თქმით, შეუძლებელია იმის თქმა, რომ შეწყალებული პატიმარი დანაშაულს არასდროს ჩაიდენს და პრობლემა არის […]
კატეგორია: პოლიტიკა
ზაზა ბიბილაშვილი: ,,ოცნებამ” ძეგლი დაუდგა კრიმინალურ სამყაროს”
ვეფხია ბაქრაძის შეწყალების გამო, პრეზიდენტის მიმართ მმართველი გუნდის კრიტიკას ,,არჩევანის“ ეთერში გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაზა ბიბილაშვილი. მისი თქმით, ცალკე შეწყალებაზე საუბარი არა სწორია და არც დამაჯერებელი. -პრობლემა არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ქართული ოცნება ჰქვია, – განაცხადა ბიბილაშვილმა და საზოგადოებას მოუწოდა, გაიხსენოს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე ნაბიჯები, როცა მათ პოლიტპატიმრის სტატუსით ციხიდან გაათავისუფლეს რუსეთის […]
კიდევ ერთი შეწყალებული, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა – მორიგი ბრალდებები პრეზიდენტის მიმართ
კიდევ ერთი შეწყალებული, რომელმაც დანაშული ჩაიდინა – დღეს პრესამ გაიხსენა 2016 წელს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა, რომლის დროსაც ახალგაზრდა მამაკაცს დანით 5 ჭრილობა მიაყენეს. თავდასხმაში ბრალდებული საპატიმროდან სწორედ პრეზიდენტის შეწყალებით იყო გათავისუფლებული. ამ ფაქტის გახმაურებას მოჰყვა მორიგი ბრალდებები ქართული ოცნების მხრიდან, რასაც გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ, პრეზიდენტზე პოლიტიკური თავდასხმა უწოდა. კახა კოჟორიძე განმარტავს, რომ […]
დაპირისპრება ,,ქართულ ოცნებაში” – პარტიულ შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილის მისვლას ითხოვენ
დაპირისპირებამ ქართულ ოცნებაში პიკს მიაღწია, მმართველი გუნდის ნაწილი ბიძინა ივანიშვილს საქმეში ჩართვას სთხოვს. პარტიული შეკრება, სავარაუდოდ, ხუთშაბათს გაიმართება. სწორედ ამ შეკრებაზე ელოდებიან ყოფილ პრემიერმინისტრს. ბიძინა ივანიშვილის შეკრებაზე მისვლა კონფლიქტის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა, გედევან ფოფხაძემ, მოითხოვა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამტკიცებს, რომ გუნდში ყველაფერი კარგადაა. ირაკლი კობახიძემ პრემიერთან სკანდალური მიმოწერის შესახებ, რომელიც შაბათის კურიერში გასაჯაროვდა, პირველი კომენტარი გააკეთა. პარლამენტის […]
გოგი წულაია: ,,მიდიხარ ბანკში. გეუბნებიან, მომსახურების ლარი მომეციო. რა მომემსახურე? ფეხები დამითბილე თუ ყავა მომიდუღე?”- ვიდეო
ტელეჟურნალისტ ვახო სანაიას გადაცემის თემა საბანკო პოლიტიკა იყო. ტეკელომპანია ,,პირველის” ეთერის დებატებში ქუთაისელი ოპოზიციონერი დეპუტატი გოგი წულაიაც იყო მიწვეული, რომელიც მოსწრებული ენაპასუხით გამოირჩევა. -მიდიხარ ბანკში. გეუბნებიან, მომსახურების ლარი მომეციო. რა მომემსახურე? ფეხები დამითბილე თუ ყავა მომიდუღე? – განაცხადა ცხარე დებატებისას გოგი წულაიამ. https://www.facebook.com/tvpirveli/videos/960436487448992/?t=20
მიხეილ სააკაშვილი: ,,ივანიშვილის სასიძომ და პრემიერობის კანდიდატმა, ვინმე ბახტაძემ, დაიცვა საბანკო სექტორი”
„არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება დიდი ინტერესით სარგებლობდეს მოსახლეობის დიდ ნაწილში“, – ასე აფასებს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საბანკო სექტორთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას მართავს საბანკო ოლიგარქიის მეშვეობით. 2012 წლის შემდეგ ბანკების საერთო აქტივები 3-ჯერ გაიზარდა. 2012 წელს იყო 12 მილიარდი ლარი, ახლა 30 […]
,,თავმოყვარე პრეზიდენტი აუცილებლად გადადგებოდა” – მმართველი გუნდი გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ
ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგონას მკვლელობის შემდეგ მმართველი გუნდი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს კიდევ ერთხელ უპირისპირდება და ამჯერად პირდაპირ მოუწოდებს, დატოვოს თანამდებობა. როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, ვეფხია ბაქრაძის საქმე არის კიდევ ერთი სამარცხვინო შემთხვევა და თავმოყვარე პრეზიდენტი უნდა გადადგეს. -ნებისმიერ თავმოყვარე, დემოკრატიულ ქვეყანაში, მსგავსი შეცდომების შემთხვევაში თავმოყვარეობის მქონე პრეზიდენტი აუცილებლად გადადგებოდა. როდესაც მისი შეწყალებული პირების […]
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოკუპანტებმა ორგანოები ამოაცალეს – პროკურატურა ოჯახს საქმის მასალებს აცნობს
ცხინვალის იზოლატორში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამა ერთი საათია მცხეთის პროკურატურაში იმყოფება. მას გამომძიებლები საქმის მასალებს აცნობენ. „კურიერის“ ინფორმაციით, მოკლული ტატუნაშვილი ოკუპანტებმა საქართველოს ხელისუფლებას შინაგანი ორგანოების, მათ შორის გულისა და თავის ტვინის გარეშე გადმოსცეს. კონფიდენციალური წყარო “კურიერს” უყვება, რომ ეს გარემოება, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტებმა გადმოსვენების ღამესვე აღმოაჩინეს. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ექსპერტიზის […]
კვირიკაშვილი კობახიძეს – ,,არც ერთი ჩემი მოსაზრება არ იქნა გაზიარებული შენ მიერ” – ,,კურიერმა” პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის მიმოწერა გაასაჯაროვა
,,კურიერს” ხელში ჩაუვარდა პრემიერმინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიმოწერა, რომელიც ქართულ ოცნებაში არსებულ კონფლიქტს ადასტურებს. რამდენიმე მესიჯიდან ირკვევა, რომ გიორგი კვირიკაშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის დიდი დაპირისპირებაა. პრემიერის პერსონალური გზავნილი, რომლის ადრესატიც პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მმართველი პარტიის დეპუტატების საერთო ჩათში გაიგზავნა. გიორგი კვირიკაშვილი მესიჯში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძესაც, ახსენებს. პრემიერი მესიჯში კობახიძეს წერს, რომ მისი არც ერთი მოსაზრება […]
მამუკა მდინარაძე: „ასეულობით ადამიანი სიღარიბიდან ამოვიდა“
„ასეულობით ადამიანი სიღარიბიდან ამოვიდა“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ მიემართება პროგრესისაკენ. -დღეს ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა და უამრავი ადამიანი გაჭირვებაში ცხოვრობს, მაგრამ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ პროგრესისაკენ და მთავარია, რომ სიღარიბიდან ასეულობით ადამიანი ამოვიდა. ერთ დღეში არაფერი წყდება. ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი მოხდეს […]










