კატეგორია: პოლიტიკა

უცნობი: ,,ივანიშვილი მეცოდება და გაიწიოს”

ტელეკომპანია ,,პირველის” ეთერში მსახიობმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე უცნობმა დღეს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ,,გაწევა” ურჩია. -მეცოდება და გაიწიოს. ის თავად წავიდეს ოპოზიციაში, ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ…”, – თქვა გადაცემა ,,რეაქციაში”. მან ბიძინა ივანიშვილს მართვის შეცვლა ურჩია, რადგან, მისი თქმით, სხვა შემთხვევაში ის 2020 წელს არჩევნებში ვეღარ გაიმარჯვებს.

არჩილ თალაკვაძე: ,,არ მეგონა, ლექსების წერა სამარცხვინო თუ იყო”

ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ არჩილ თალავაძეს გადაცემა ,,რეაქციაში” მისი ლექსის წაკითხვა სთხოვა, რაზეც უმრავლესობის ლიდერმა უარი განაცხადა. -ჯობია, მოკლედ გიპასუხოთ. ამ ორი დღის განმავლობაში საოცარი ჟრიამული ვნახეთ 15 წლის წინ გამოცემულ წიგნზე. 8 წელზე მეტია ეს განთავსებულია ინტერნეტში ლიტერატურულ პორტალზე, ეს წიგნი არის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. იმ ხალხს უნდა ვუთხრა, ვინც ამ წიგნს სხვაგან ეძებდა, რომ წიგნები […]

ენძელა მაჭავარიანი: ,,სექსუალური შევიწროების ობიექტი ვყოფილვარ”

უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი ახალი კანონპროექტის თანაავტორია,  ახლი კანონპროექტით მალე არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, სექსუალური შევიწროება კანონით დასჯადი გახდება. კანონდამრღვევი 300 ლარით დაჯარიმდება,  გამეორების შემთხვევაში  დამნაშავე 500 ლარით დაჯარიმდება. ამის შესახებ ენძელა მაჭავარიანმა “კურიერთან” ისაუბრა და იქვე დაამატა: -სექსუალური შევიწროების მსხვერპლი არ ვყოფილვარ, მაგრამ ობიექტი ვყოფილვარ.

ნუკრი ქანთარია: ,,დაგვენგრა ოჯახი, მოიფიქრე რამე”

პარლამენტის წევრი ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ მისთვის გუნდში დარჩენის ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტი ბიძინა ივანიშვილია, რომელთან საუბრების მერეც გაუჩნდა რწმენა, რომ ახლა თანადგომა საჭიროა. -სასიამოვნო პროცესები არ მიდის, მაგრამ არც იმ ანეკდოტამდე ვართ მისული, მოიფიქრე რამე, თორემ დაგვენგრა ოჯახიო, თუმცა არც ბევრი აკლია. მე ბევრჯერ მქონდა გასვლის აზრი, მაგრამ ბოლო პერიოდში არ განმიცხადებია, რომ ვტოვებ პარტიას. […]

პედოფილებს სამუდამო პატიმრობა მიესჯებათ

არას­რულ­წლოვ­ნებ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბით და­ის­ჯე­ბა. რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც პე­დო­ფი­ლი­ა­ზე სას­ჯე­ლის გამ­კაც­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, სა­მი­ნის­ტრომ მთავ­რო­ბას უკვე წა­რუდ­გი­ნა. -პე­დო­ფი­ლი­ა­ზე კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს ის კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბა­ზე წარ­ვად­გი­ნეთ, გან­სა­კუთ­რე­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ჩა­დე­ნის ნა­წილ­ში. გა­ვამ­კაც­რეთ სან­ქცი­ე­ბი და არას­რულ­წლო­ვა­ნის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩამ­დე­ნი პი­რის მი­მართ უვა­დოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თაც იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ეს […]

დავით საგანელიძე: ,,56 ღორი მოვძებნეთ, რაიონებში დავდიოდით და სურათებს ვუღებდით”

საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე დავით საგანელიძე რაჭაში ქართული ,,მთის ღორის გადარჩენის პროექტის” შესახებ საუბრობს: -საქართველოში ქართული ჯიშის 56 ღორი მოვძებნეთ. რაიონებში დავდიოდით და სურათებს ვუღებდით, შემდეგ გენეტიკური ანალიზი კეთდებოდა. 56-დან საბოლოოდ 11 თუ 12 შეირჩა, საიდანაც საბოლოოდ ჩვენ დავიწყებთ სუფთა ქართული ჯიშის ღორების მომრავლებას, რომლებიც თავიანთი მაჩვენებლებით ცნობილ ესპანურ „იბერიკოს“ უტოლდება. ”

კობა დავითაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება – ,,ოცნებას” ჩვენი ძალა შეცვლის”

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი აპირებს, კენჭი იყაროს მთაწმინდის დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად. ამის შესახებ მან განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომლითაც საზოგადოებას ამცნო, რომ პოლიტიკაში დაბრუნდა და მისი ამოცანაა, ხელი შეუწყოს კონსერვატორულ, ეროვნულ, ტრადიციულ ფასეულობებზე დამყარებული ძალის ფორმირებას. -ჩემი ამოცანაა გაწონასწორებული ძალის ფორმირება, რომელიც მოვა ხელისუფლებაში და შეცვლის „ქართულ ოცნებას“, რომლის პოლიტიკურმა ნაბიჯებმა ჩვენ დაგვანახა, რომ ისინი […]

სახანძრო კიბე კარის გარეშე ხელვაჩაურის კულტურის სახლში – ,,რაში მიდის ჩვენი ფული”

რეაბილიტაციის შემდეგ ხელვაჩაურის კულტურის სახლში დამონტაჟებული სათადარიგო სახანძრო კიბე პირდაპირ კედელს უერთდება და არა კარს. კულტურის სახლი ორჯერ გამოცხადებული ტენდერის შემდეგ გარემონტდა და ახლა ხელვაჩაურის მერიამ კიდევ ერთი ტენდერი უნდა გამოაცხადოს. მერიაში ამბობენ, რომ ხარვეზი მშენებლობისას გაუთვალისწინებელმა პრობლემებმა გამოიწვია, ხარვეზს დამატებითი სამუშაოების შემდეგ მოაგვარებენ და კარის დამონტაჟება კიბესთან შესაძლებელია. ადგილობრივი ოპოზიცია მერიას თანხების არაეფექტურად ხარჯვაში […]

სალომე ზურაბიშვილმა 61 თანამშრომელი გაათავისუფლა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში 61 თანამშრომელი გათავისუფლდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, საჯარო სამსახურის ბიურო შეეცდება, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის კვლავაც საჯარო სივრცეში მოიძიოს სამუშაო ადგილები. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერის ინფორმაციით, 15 იანვარს დაიწყო მეორე ეტაპი, მოხდა მოქმედ თანამშრომლებთან გასაუბრება, რადგან ისინი სარგებლობენ უპირატესობით და პირველ რიგში, მათთან მოხდა შეთავაზებების […]

,,საპენსიო ფონდში დაგროვებული 41 მილიონიდან 600 ათასი უკვე შეიჭამა” – ზვიად ხორგუაშვილი

საპენსიო ფონდის შესახებ ისევ ბევრი გაურკვევლობა და პასუხგაუცემელი კითხვებია. ზვიად ხორგუაშვილის აზრით, ჩვენი ხელფასებიდან ჩამოჭრილი 41 მილიონი ლარიდან დაახლოებით 600.000 უკვე ინფლაციამ შეჭამა. -სავალდებულო საპენსიო თანხა რომ ჩამოგვეჭრა მათ, ვინც ვმუშაობთ, ხომ გახსოვთ? 41 მლნ ლარია დაგროვებული. ჰოდა, დაახლოებით 600.000 ლარი ინფლაციამ უკვე შეჭამა, რადგან მთავრობამ ინვესტიცია არ გააკეთა. საინვესტიციო საბჭო ჰყავს დასაკომპლექტებელი, ანუ ასეულმილიონობით […]