კატეგორია: პოლიტიკა

,,ან ევროკავშირი ან ,,ქართული ოცნება” – ქართველებს შეიძლება დასჭირდეთ ამ არჩევანის გაკეთება” – ანდრიუს კუბილიუსი

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა პროექტ „სასაზღვრო ზონას“ მიერ ორგანიზებულ ვებინარზე ძალიან მკაცრი და მკაფიო განცხადება გააკეთა საქართველოს მისამართით. მისი თქმით, საქართველო ძალიან აზიანებს საკუთარი საერთაშორისო პოზიცია, როგორც ქვეყნის, რომელსაც ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრება. -ვცდილობდი, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრებისთვის გარკვევით მეთქვა, რა შეცდომებს უშვებენ ისინი ოპოზიციასთან უხეში ენით საუბრით, ევროკავშირის ლიდერებისთვის მიცემული დაპირებების შეუსრულებლობით, როგორც ისინი […]

დეკემბრიდან კოვიდ პასპორტები ამოქმედდება – ,,ვინც აიცრის, ყველა პენსიონერი მიიღებს 200 ლარს”

პირველი დეკემბრიდან 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის სავალდებულო იქნება კოვიდპასპორტები. -ყველა პენსიონერი, ვინც აიცრის, პირველი დოზის შემდეგ ერთჯერადად მიიღებს საპენსიო დანამატს, 200 ლარს. პირველი დეკემბრიდან სავალდებულო გახდება მწვანე ბარათები. აცრა სავალდებულო არ გახდება.

ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ციხის კადრებს ავრცელებს – რა ჩანს ვიდეოში

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია გადაღებული. ვიდეოში ჩანს, რომ პირში კოვზით რაღაცას იდებს, მაგრამ ეს საკვებია თუ მინერალების პიურე, რომელზეც სახალხო დამცველი საუბრობს თავის განცხადებაში, ეს არსად ჩანს. ამ კადრებს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია. ,,იუსტიციის საინისტრო ავრცელებს ვიდეოს, როგორ ,,ჭამს” სააკაშვილი. ოღონდ რატომღაც საჭმელს არ აჩვებებენ, მხოლოდ კოვზის მოძრაობას. ველოდი […]

ნინო ლომჯარია: ,,უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს”

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იუსტიციის მინისტრის განცხადებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ფაფებს ჭამს. ,,სახალხო დამცველი ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის მიერ კვების დაწყებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების ფაქტს… საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე […]

მიხეილ სააკაშვილი: ,,ბოლო ქირურგიული ჩარევა ჩემს კუჭში მოხდა 5 წლის წინ”

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან კიდევ ერთ წერილს აგზავნის, სადაც წერს, რომ დღეიდან უარი თქვა არა მხოლოდ წვენზე, არამედ მინერალებისა და ვიტამინების მიღებაზე. „კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ბოლო ქირურგიული ჩარევა ჩემს კუჭში (და ეს არ იყო ის პროცედურა, რაც მედიაში გავრცელდა) მოხდა 5 წლის წინ და ჩვეულებრივად შემიძლია საკვების მიღება და არც მადას ვუჩივი. 30 ოქტომბრის მერე მართლაც, ციხის […]

ორშაბათიდან საქართველოში კოვიდ პასპორტები ამოქმედდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ორშაბათიდან შესაძლოა ქვეყანაში ე.წ კოვიდ პასპორტები ამოქმედდეს. -ალბათ ორშაბათს სააკორდინაციო საბჭოს შემდეგ გამოცხადდება გარკვეული ზომები, რომლითაც იმ გზას გავივლით, რაც გაიარა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ. ეს იქნება მწვანე პასპორტების გარკვეული ამოქმედება, ე.წ. კოვიდ პასპორტების სისტემა. მოგეხსენებათ იქ არ არის მხოლოდ აცრა, იქ არის არჩევანის საშუალება, შედის […]

ირაკლი კობახიძე: ,,მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ სააკაშვილი დღეში 3 ლიტრ ლიმონათს სვამს”

,,ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო უბანთან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა: -თქვენი ბელადი არის უკვე ციხეში, მეგის ქარდავა, თქვენი მეორე ,,კუმირი”,  არის ციხეში, მეგის ქარდავას და სააკაშვილის პარტია დამთვრდება, ნაცობა არის სირცხვილი. მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში 3 ლიტრა ლიმონათს სვამს. დღეში 3 ლიტრი ლიმონათის დალევა არის სირცხვილის გაგრძელება.

მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობა შეწყვიტა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ექიმების კონსილიუმთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ,,როგორც იცით, აქამდე ვთანამშრომლობდი მთავრობის მიერ დანიშნულ ექიმების ჯგუფთან, ერთადერთი მიზნით, რომ შემენარჩუნებინა არჩევნებამდე შრომისუნარიანობა და აზროვნების უნარი, დღეს ვასრულებ ამ თანამშრომლობას. მადლობელი ვარ ექიმების კონსილიუმის და, სამწუხაროა, რომ მთავრობამ მათი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს მე […]

ბუბა კიკაბიძე: ,,მრცხვენია, რომ ქართველი ვარ”

მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ ,,პირველთან” მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა: -მიშა ჩემი ახლობელია, ძალიან მიყვარს და ვნერვიულობ. ეს არის შეურაცხყოფა ქვეყნის. მაგას რომ რამე დაემართოს, საქართველოში დედა შვილს არ აიყვანს… წითელ ხაზებს გადასულები არიან. სიკვდილისთვის გადადეს. ნებისმერ დროს შეიძლება რამე მოუვიდეს, ღამე, ძილის დროს. მიშას მხნეობას ვუსურუვებ. რახან ასე გადაწყვიტა, უნდა ეცადოს, რომ არჩევნებამდე გაძლოს. მერე გამოჩნდება, სად […]

(+18) ირაკლი ღარიბაშვილი: ,,ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება”

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ კანონის თანახმად, ადამიანს თავის მოკვლის უფლება აქვს. ტელეკომპანია ,,იმედის” გადაცემის “იმედი LIVE”-ის წამყვანმა ღარიბაშვილს ჰკითხა, რით შეიძლება დასრულდეს სააკაშვილის შიმშილობა. -ფინალი, არ ვიცი ახლა… ადამიანი თუ თავის ჯანმრთელობას იზიანებს… ის კი არა, უფრო მეტიც: კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება. […]