ნანა კობახიძე, ჟურნალი სარკე იყო დრო, როცა პროფესიულ სცენაზე მდგომი პატარა, ლამაზი, ნიჭიერი მომღერალი გოგონა, ინგა ბერაძე, ყველას ატყვევებდა წკრიალა ხმით. მისი ცნობილი კოპლებიანი კაბა და დიდი ბაფთა საბავშვო მოდადაც იქცა. ინგას წარმატება პიკს აღწევდა. დიდ, სამთავრობო კონცერტებზე ნათია კავსაძესთან დუეტში მღეროდა… გავიდა წლები და მომღერალი სცენაზე პატარა შვილთან, გიგი გეგელაშვილთან ერთად გამოჩნდა – ეს […]
კატეგორია: პირადი
თამარ ბაბილუა: “აღარასდროს გავთხოვდები” – ჯგუფ ”ნიუტონის” წევრი 3 წელია, მძიმე სენს ებრძვის – ვიდეო
“სარკის” მკითხველს ემახსოვრება ახალგაზრდა ქართველი ქალი, რომელმაც ორი წლის წინ პიანინოს ხანგრძლივად დაკვრაში გინესის რეკორდი დაამყარა. ეს თამარ ბაბილუაა, რომელსაც იმ პერიოდში რთული ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა და ქიმიოთერპიის კურსს იტარებდა. მისი მებრძოლი სულით შეუძლებელი იყო არ აღფრთოვანებულიყავით. თამარი, იგივე ბაბი, ჯგუფ “ნიუტონის” ვოკალისტია. უკვე მესამე წელია მძიმე სენს, სიმსივნეს, ებრძვის. მესამე ოპერაცია ერთი წლის […]
გიორგი ბაბლუანმა სერბ ცოლს ქართული ასწავლა – “ბოიანამ უშუალობით მომხიბლა, ერთმანეთთან დიდი სიახლოვე ვიგრძენით”
ქართული და ევროპული კინოს მოყვარულებმა მსახიობი გიორგი ბაბლუანი ძმის, გელა ბაბლუანის, ფილმიდან “13” გაიცნეს. ის, როგორც ბაბლუანების დინასტიის წარმომადგენელი, კინოსამყაროსთან ბავშვობიდან არის შეზრდილი. ამაჟამად თავის სერბ ცოლთან, მოდელ ბოიანა პანიკთან და ორ შვილთან ერთად პარიზში ცხოვრობს. ახლახან მონაწილეობა მიიღო მარიამ ხაჭვანის ფილმში, სვანურ ბალადაში”დედე”, ასევე ითამაშა ძმის, გელას, ფილმ “ფულში”. ორივე ნამუშევარს დიდი მოწონება ხვდა […]
ასმათ ტყაბლაძე: “ცოლშვილიან კაცებს ვუყვარდი, მაგრამ ოჯახი არავისთვის დამინგრევია”
„სარკე“, ლანა კიკნაძე, არქივი მსახიობმა ასმათ ტყაბლაძემ 70 წელს გადააბიჯა. როცა წარსულს თვალს გადაავლებს, შეცდომებს ხედავს, თუმცა საკუთარი თავისთვის საზიანოს და არა – სხვისთვის. ერთადერთი შვილი საკუთარი შრომით გამოზარდა და სარესტორნო ბიზნესი კერვითა და ქსოვით დაგროვილი თანხით დაიწყო. ახლა მხოლოდ ორ რამეზე ოცნებობს – მის გვერდით გაჭირვებული ადამიანები აღარ იყვნენ და ქალიშვილმა შვილიშვილები კიდევ აჩუქოს. […]
სალომე გოგიაშვილი: “ვახოსთან ბევრს რომ არ ვთმობდე, ერთად არ ვიქნებოდით”
ყოფილმა ტელეწამყვანმა, სალომე გოგიაშვილმა, ქმარი, ბიზნესმენი ვახო ნიკოლაიშვილი, ძალიან გააოცა თავისი ბიზნესალღოთი. როცა ფეხსაცმლის წარმოებას იწყებდა, მეუღლე ეუბნებოდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა. მთელი კოლექციის გაყიდვის შემდეგ კი სიტყვები უკან წაიღო და ცოლს დაეხმარა კიდეც, ტანსაცმლის ხაზიც გაეკეთებინა. სალომეს მოდის ინდუსტრიაში უკვე დიდი ამბიციები აქვს. – სალომე, ფეხსაცმელების დიზაინიდან ტანსაცმელზეც გადახვედით? – ფეხსაცმლის პარალელურად ტანსაცმელზე მუშაობაც დავიწყეთ. […]
გიორგი გილიგაშვილი: “თეთრი ხალათი დასჭირდებათ, იმდენად გადარეული შეყვარებული ვიქნები”
გიორგი გილიგაშვილი მსახიობიც არის, მუსიკოსიც, პოეტიც, მაგრამ ორი სიტყვით გახდა პოპულარული – “ჩემმა მზემ”. ეს გამოთქმა, რომელსაც ხშირად იმეორებს, უცებ აიტაცა მასმედიის აუდიტორიამ და გიორგი სოციალური ქსელების ვარსკვლავად გადაიქცა. სიმპათიურ ჩოხოსანს ბევრი თაყვანისმცემელი ქალი ჰყავს, მისი გული კი ჯერჯერობით თავისუფალია. როგორც გვითხრა, სიყვარული ჯერ არ განუცდია. – გიორგი, როგორია ან ვინ არის თქვენი მშვენიერი ლედი? […]
თეა გოგოტიშვილი: “დიმიტრის რომ შევხვდი, ტრავმირებული ვიყავი, ჩემთვის ძნელი იყო ოჯახის დანგრევა და ახალი ოჯახის შექმნა”
ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ევროპაში EAGT აკრედიტებულ ფსიქოთერაპევტს, პროფესორ თეა გოგოტიშვილს, ცხოვრებაში ბევრი პრობლემის დაძლევა მოუხდა, რომ საყვარელ საქმეშიც და პირადშიც რეალიზებული ყოფილიყო. პროფესიით მუსიკისმცოდნემ ერთ დღეს გადაწყვიტა, აბსოლუტურად სხვა სფეროში ეცადა ბედი და ფსიქოლოგიის შესწავლა დაიწყო. მაშინ ქმართან უკვე განქორწინებული იყო და ვაჟს ზრდიდა. ახალმა პროფესიამ მის პირად ცხოვრებაშიც სასიკეთო ცვლილება მოახდინა, თავისი ნამდვილი მეორე […]
“ექიმებმა გვითხრეს, ან დედა გადარჩება, ან შვილიო”- რას ყვება 9 წლის საჭადრაკო ჩემპიონის, დავით ნემსაძის, დედა
საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში ქუთაისელი დავით ნემსაძე გახდა. ცხრა წლის მოჭადრაკემ, 10-წლამდე ასაკობრივ ბიჭებში 9 თამაშიდან 8 მოიგო და 8,5 ქულით გამარჯვება მოიპოვა. ის ახლა მსოფლიო ჩემპიონატზე, ესპანეთში გასამგზავრებლად ემზადება. ამ ინფორმაციამ იმდენი მკითხველი დააინტერესა, რომ გადავწყვიტეთ, წარმატებული პატარა მოჭადრაკის შესახებ დედას, თამარ იმნაძეს გავსაუბრებოდით და უკეთ გაგვეცნო ეს ნიჭიერი ბიჭუნა. – დავითის დაბადებას იმდენი სირთულე ახლდა, ექიმებმა ხელწერილიც კი დაგვაწერინეს, 18 საათი გაგრძელდა მშობიარობის პროცესი, გვითხრეს, ან დედა გადარჩება, ან შვილიო, მის დაბადებას არავინ […]
“საიდუმლო მიწაში უნდა წამეღო, მაგრამ ახლახან ჩემს ქალიშვილს მოვუყევი” – თურქეთში ლაზ კაცზე გათხოვილი ქართველი ქალის ისტორია
სალომე გეგეჭკორი 24 წლის იყო, საქართველოდან უკრაინაში უკანმოუხედავად რომ გაიქცა. მიზეზი, რის გამოც სამშობლოდან შორს ყოფნა და მშობლებისგან გაქცევა მოუწია, მხოლოდ მისმა ქალიშვილმა იცის, რომელიც ახლა 18 წლის არის. სალომე გეგეჭკორმა უკრაინაში 3 წელი იცხოვრა. იქ გატარებულ წლებს ჯოჯოხეთს უწოდებს, რომლისგანაც თურქმა მამაკაცმა იხსნა. სწორედ ეს მამაკაცია დღეს მისი ქმარი და ქალიშვილის მამა და მასთან […]
როგორი მამაკაცი სჭირდება ჯულიანა ბარგ-ნარს – “მას ჩემთან ერთად ჩემი ისტორიაც უნდა შეუყვარდეს”
მოცეკვავე ჯულიანა ბარგ-ნარმა 26 წლის ასაკში თავის ვიზუალსა და ნებისყოფაზე სერიოზულად დაიწყო მუშაობა. სპეციალურ ვარჯიშებს აკეთებს და შედეგი უკვე თვალშისაცემია. ჯულიანა დასახული მიზნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს. ცოტა ხნის წინ მან და ოთო ფოლადაშვილმა რუსეთში, ჩელიაბინსკში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებაზე მე-8 ადგილი აიღეს. ეს მათთვის დიდი სტიმულია იმისთვის, რომ არ შეჩერდნენ და მსოფლიოს ტოპ 50-ეულში მოხვდნენ. – ჩელიაბინსკში […]











