კატეგორია: პირადი

„ჩემმა გოგომ რომ მითხრა, ერთი ბიჭი მომწონსო, თითქოს გულში ხანჯალი ჩამარტყეს“
მამა თავმასის დარდი და ბედნიერება

„ჩემმა გოგომ რომ მითხრა, ერთი ბიჭი მომწონსო, თითქოს გულში ხანჯალი ჩამარტყეს“

ჯვრის მამის ტაძრის მღვდელმსახურმა, მამა თავმას ჩოხელმა, ცხოვრებაში ბევრი ტკივილი ნახა, ბევრი მწუხარება გამოიარა, მერე კი ყველა თავისი ემოცია ლექსებში ჩაატია. ფართო საზოგადოებამ ის „იავნანას“ ციკლით გაიცნო. მამა თავმასისთვის ლექსი არა მხოლოდ სიტყვაა, არამედ ლოცვაა სიყვარულზე, ტკივილზე, შვილებზე, სამშობლოზე, იმაზე, რაც ადამიანის გულს აჩნევია. მან თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ამბებს „სარკეს“ მოუყვა: -მარიამიც წერს ლექსებს. მის […]

ნინო მეუნარგია: „ჩემს ქმარს გაუჭირდა შვილის ავადმყოფობის გადატანა, მაგრამ მე დავეხმარე და ერთად დავძლიეთ“
ტელეჟურნალისტის სიყვარული, განსაცდელი და გამარჯვება

ნინო მეუნარგია: „ჩემს ქმარს გაუჭირდა შვილის ავადმყოფობის გადატანა, მაგრამ მე დავეხმარე და ერთად დავძლიეთ“

„სარკე“ ნინო მეუნარგია გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოჩნდა საქართველოს ტელევიზიის „მეორე არხზე“. ის იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახე იყო ეკრანზე. დღეს კვლავ მედიის სამყაროშია _ „იმედის“ რადიოში მუშაობს. ნინოს ცხოვრებაში არაერთი გამოცდა იყო და ამ ყველაფერზე 55 წლის ჟურნალისტი „სარკეს“ უამბობს: _ იმდენად განვადგურდი, რომ მორალურად და ფსიქოლოგიურად მოვკვდი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ დეპრესიაში […]

ნატო ღეჩუაშვილი: „ჩემი გარდაცვლილი მეუღლის სიყვარული ისევ ჩემთან არის და არსად წავა“
გვანცა დარასელიას დედამ სიყვარული პოეზიად და სიმღერებად აქცია

ნატო ღეჩუაშვილი: „ჩემი გარდაცვლილი მეუღლის სიყვარული ისევ ჩემთან არის და არსად წავა“

„სარკე“ პოეტი და ექიმი ნატო ღეჩუაშვილი სტუდენტობისას ძალიან პოპულარული გახლდათ. მის ლექსებს იმდროინდელ ფაქტობრივად ერთადერთ ჟურნალში ბეჭდავდნენ და ცნობილი კომპოზიტორები სიმღერებს ქმნიდნენ. ნატო საკუთარ ლექსებზე სიმღერებს თავადაც ქმნიდა. როგორც ამბობს, ლექსებს ამღერებდა. ნატო ღეჩუაშვილი ორი შვილის დედაა. ერთ-ერთი ცნობილი ტელესახე, გვანცა დარასელია, გახლავთ. „…შევქმენი ოჯახი და ორი არაჩვეულებრივი შვილი შემეძინა. ის სიყვარულიც დამთავრდა გარკვეული წლების […]

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე: „ქმარმა ძალიან ცნობილ კინორეჟისორ ქალთან მიღალატა“

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე: „ქმარმა ძალიან ცნობილ კინორეჟისორ ქალთან მიღალატა“

„სარკე“ „18 & 63. მე ლამაზი უკვე  ვიყავი, ახლა მშვენიერი ვარ. 10 ოქტომბერს დავიბადე, საბუთებში მიწერია 11, მილოცვებს კი  ვიღებ დღეიდან. აი, ასე“, _ დაწერა სოციალურ ქსელში ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ, რომელიც საზოგადოებამ ყველის ექსპერტად გაიცნო, მაგრამ მისი ცხოვრების გზა გაცილებით ფერადია, ვიდრე ერთი პროფესიული წოდება. ფილოლოგი, ოპერატორი, მხატვარი, ბიზნესმენი _ ყოველი ეტაპი მის ცხოვრებაში ახალი თავია, […]

„პატარა ბიჭიც აღარ ვარ, ოჯახის შექმნისთვის ძალიან კარგი დროა“
ზურა გორგაძის ახალი სახლი დიასახლისს ელოდება

„პატარა ბიჭიც აღარ ვარ, ოჯახის შექმნისთვის ძალიან კარგი დროა“

„სარკე“ ტელეწამყვანმა ზურა გორგაძემ დიდი ხნის ოცნება აიხდინა და საკუთარი ბინა იყიდა. ოცნების სახლამდე კი 6 ბინის შეცვლა მაინც მოუწია, სანამ თავისი გემოვნებით მოწყობილ სივრცეში დაიწყებდა ცხოვრებას. ახალ სახლში ზურამ გააერთიანა თავისი ბავშვობის ემოციები, საკუთარი ხედვები და დაიკმაყოფილა ყველა ის სურვილი, რომლებიც საცხოვრებელთან დაკავშირებით ჰქონდა. მისი სახლი ვერეს ხეობას და ბაგებს გადაჰყურებს. დიდი ვერანდა, სტუდიო […]

„საკუთარ თავს ვადანაშაულებდი,  შვიდი დღის ბავშვით დავრჩი მარტო“
თათა ვარდანაშვილი სიყვარულზე, ტკივილზე და ქალურ გამძლეობაზე

„საკუთარ თავს ვადანაშაულებდი,  შვიდი დღის ბავშვით დავრჩი მარტო“

„სარკე“, ლიკა ოსაძე მხატვარმა და დიზაინერმა თათა ვარდანაშვილმა „სარკესთან“ თავის ცხოვრებაზე ისაუბრა.  ქართულ მოდას თავისი კვალი დააჩნია, თავისი სათქმელი თქვა. მერე იყო ურთულესი პერიოდი. წარმატებების მწვერვალზე მყოფს ცხოვრებამ არაერთი გამოცდა მოუწყო – დაკარგა ბიზნესი, გამოსცადა ღალატი და უსამართლობა, მაგრამ არ გატყდა. დღესაც, ისევე როგორც წლების წინ, ისევ ქმნის და საკუთარ ცოდნას სხვებს გადასცემს. თათა „სარკეს“ […]

ქეთი წიკლაური: „მე ვიცი, რომელმა დრამატულმა მოვლენამ რომელი ნაოჭი გამიჩინა სახეზე”
მომღერალმა დედისგან სილამაზის საოცარი რეცეპტი ისწავლა - „დღესაც შენახული მაქვს ის კოსტიუმები, რომლებსაც ჩემთვის კერავდა"

ქეთი წიკლაური: „მე ვიცი, რომელმა დრამატულმა მოვლენამ რომელი ნაოჭი გამიჩინა სახეზე"

„სარკე“, ხათუნა მაღრაძე ლეგენდარული „ივერიელების”, თემურ წიკლაურისა და ლილი ზღვაურის ქალიშვილის, მომღერალ ქეთი წიკლაურის, ჩაცმის სტილი წლების მატებასთან ერთად მინიმალისტური გახდა. შეუყვარდა ისეთი სამოსი, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობს. მის გარდერობში საპატიო ადგილს მამის ნაჩუქარი კაბა და ქურთუკი იკავებს, ასევე ფეხსაცმელები, რომლებიც ბატონმა თემურმა მეუღლეს, ქალბატონ ლილის, აჩუქა. ქეთისთვის გემოვნების ეტალონი დედაა. დღემდე უგდებს მის რჩევებს […]

გია დავითიანი: „არ მეგონა, 65 წლის ასაკში ასეთი ლამაზი ცხოვრება თუ მექნებოდა”

გია დავითიანი: „არ მეგონა, 65 წლის ასაკში ასეთი ლამაზი ცხოვრება თუ მექნებოდა"

„სარკე“, ავთო ჩიტიძე მომღერალი, საქსაფონისტი, გია დავითიანი, თვლის, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია, ცხოვრების ჯანსაღ წესს თავის აგარაკზე შრომას უკავშირებს. მუდმივად ცდილობს, იქაურობა რაც შეიძლება ზღაპრულად მორთოს. წინ კიდევ ბევრი გეგმა აქვს და, რაც მთავარია, 70 წლის გრანდიოზული იუბილესათვის უკვე 5 წლით ადრე ემზადება. მუწიკოსი „სარკეს” უყვება: – ასაკი მხოლოდ ციფრებია. საბედნიეროდ, ჯიშად მაქვს, რომ კარგად […]

„იმ მატჩზე ოთხივე გოლი მე გავიტანე, თანაც ბოლო – მაკრატელათი” – ლაშა ღლონტის ოჯახში ფეხბურთის გამო „განხეთქილებაა”

„იმ მატჩზე ოთხივე გოლი მე გავიტანე, თანაც ბოლო - მაკრატელათი" - ლაშა ღლონტის ოჯახში ფეხბურთის გამო „განხეთქილებაა"

„სარკე“, ხათუნა მაღრაძე მომღერალ ლაშა ღლონტის ცხოვრებაში ერთხელ ისეთი რამ მოხდა, რამაც ფეხბურთს დიდი მომავლის მქონე მოთამაშე წაართვა – გული გაუტყდა და მოედანს აღარ გაეკარა. დარწმუნებულია, რომ არა ეს შემთხვევა, გაცილებით უკეთესი ფეხბურთელი იქნებოდა, ვიდრე მომღერალია. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების თამაშმა მომღერალს ის სიამაყე დაუბრუნა, რაც 1981 წელს “დინამოს” ისტორიული გამარჯვებისას ჰქონდა “კარლ […]

„ჩემმა მეუღლემ გაკოტრების პირამდე მიმიყვანა, ეს იყო ღალატი!“ – რა განსაცდელს გაუძლო ცნობილმა დიზაინერმა, ნანა მელქაძემ

„ჩემმა მეუღლემ გაკოტრების პირამდე მიმიყვანა, ეს იყო ღალატი!“ - რა განსაცდელს გაუძლო ცნობილმა დიზაინერმა, ნანა მელქაძემ

დიზაინერმა ნანა მელქაძემ ბოლო 6 წელიწადში ძალიან ბევრი განსაცდელი გამოიარა. იყო მტრობა, შური, ღალატი… ამ ყველაფერზე ის „სარკესთან“ გულახდილად ყვება: -მე და ჩემს ქმარს დიდი ხნის ოჯახი გვქონდა და ორივე ერთმანეთს შევციცინებდით თვალებში. ერთ დღეს კი ისეთი განსაცდელი დამატყდა თავს, კარგა ხანს გონს ვერ მოვედი. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა. ეს იყო ღალატი […]