მედეა ჩახავა: „სოფიკო ჭიაურელი ჩემი მოქიშპე არასოდეს ყოფილა“

მედეა ჩახავა: „სოფიკო ჭიაურელი ჩემი მოქიშპე არასოდეს ყოფილა“,,სარკე”, მედეა ჩახავა:

,,არაფერსაც არ ვნანობ. ქართველ ქალებს უყვართ ხოლმე იმით ტრაბახი, რომ ცხოვრებაში ერთხელ უყვარდათ. საერთოდ, ადამიანს როცა გიყვარს, გგონია, რომ ახლა გიყვარს და წინათ ასე არავინ გყვარებია. ეს აუცილებლად ინტიმურ სიახლოვეს არ გულისხმობს. დეტალურად როგორ და რა იყო, ეს ძალიან ჩემია.

რატომ უნდა ,,გავაბაზრო?”. ორივე გარდაიცვალა. რამხელა გულისტკივილი და ჭრილობა მოჰყვა ამას ჩემს გულში… ამ ჭრილობაზე ლაპარაკიც კი მიჭირს. იმ პიროვნებებთან დაკავშირებული სიხარულიც და ტკივილიც მარტო ჩემია, რომელსაც არავის გავუზიარებ.

არ არსებობს არც ერთი დაშორება, რომ ორივე მხარე არ იყოს დამნაშავე. არც ერთ შემთხვევაში ყოფილა სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი. ორივე შემთხვევაში უჩუმრად დავშორდით. ერთმანეთისთვის მაინც ძვირფასი ადამიანები ვიყავით. ერთად გავატარეთ ამდენი დრო – ერთად ვსუნთქავდით, ვჭამდით, ვსვამდით, დავდიოდით. არ შეიძლება ყველაფერს ხაზი გადაესვას.

მე და ბიჭიკო შეუღლებამდე 3 წელი ვმეგობრობდით და 5 წელი ერთად ვცხოვრობდით. კოტესთან 2 წელი ვმეგობრობდი. მას შეუღლებიდან ზუსტად 20 წლისთავზე დავშორდი. აგვისტოში მოვაწერეთ ხელი და 20 წლის შემდეგ, აგვისტოში დავშორდით.

სოფიკო ჭიაურელის ნიჭის დიდი პატივისმცემელი ვარ. ბავშვობიდან მიყვარს, სულ პატარა გოგო იყო, როცა ვერიკომ გამაცნო, ეს ჩემი სოფიკოაო. სოფიკო ხომ ვერიკომ ძალიან გვიან გააჩინა, მერე ჩვენთან თეატრში მუშაობდა.

ის არასოდეს ყოფილა ჩემი მოქიშპე, მე და კოტე უკვე დაშორებულები ვიყავით, როცა ისინი შეუღლდნენ. კოტე მისი გულისთვის არ დამშორებია, სოფიკოსთან მივდიოდი, მივდივარ და მომავალშიც წავალ, აბა, როგორ?”

სარკე