გიორგი სააკაშვილი: ,,საჭმელს ფაქტობრივად არ იღებს, მითხრა, რომ აქ შემოსვლიდან დაკლებული აქვს 11 კილო”

გიორგი სააკაშვილი: ,,საჭმელს ფაქტობრივად არ იღებს, მითხრა, რომ აქ შემოსვლიდან დაკლებული აქვს 11 კილო"მესამე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ძმამ, გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვილ­მა კლი­ნი­კა „ვი­ვა­მედ­იდან” გამოსვლის შემდეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და:

-ჩემი ვა­რა­უ­დი გა­მარ­თლდა, მარ­თლაც ძა­ლი­ან სუს­ტად არის. ბოლო 2-3 დღეში და­ე­მა­ტა კი­დევ 3 დი­აგ­ნო­ზი და აქე­დან არის დას­კვნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ ხერ­ხდე­ბა, უკე­თე­სო­ბის­კენ გან­ვი­თარ­დეს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ამი­ტომ ჩვენ ვე­ლო­დე­ბით უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის ჩა­მოს­ვლას, რომ სი­ტუ­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბა მოხ­დეს, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გან­ხორ­ცი­ელ­დეს მისი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ.

თუ არ ვცდე­ბი, 14 დი­აგ­ნო­ზი აქვს უკვე დას­მუ­ლი და ბოლო 3 დღე­ში 3 დი­აგ­ნო­ზი და­ე­მა­ტა, რაც კა­ტას­ტრო­ფის ტოლ­ფა­სია. სი­ცხეც აღე­ნიშ­ნე­ბა ბოლო 3 დღის მან­ძილ­ზე. ერ­თა­დერ­თი ხსნა, რომ ადა­მი­ა­ნი გა­და­ვარ­ჩი­ნოთ, არის მისი სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნა. სუს­ტად არის, საჭ­მელს, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ იღებს და სა­უბ­რის დროს აღ­ნიშ­ნა, რომ კლი­ნი­კა­ში შე­მოს­ვლის დღი­დან დაკ­ლე­ბუ­ლი აქვს 11 კილო, რაც ძა­ლი­ან ბევ­რია, ეს ვი­ზუ­ა­ლუ­რად იგ­რძნო­ბა.