,,პრობლემა წულუკიანში არაა! კულტურის მუშაკებს გეკითხებით, ახლა რას აკეთებთ?!”

,,პრობლემა წულუკიანში არაა! კულტურის მუშაკებს გეკითხებით, ახლა რას აკეთებთ?!"გიგი თევზაძე კულტურის მინისტრ თეა წულუკიანზე გაბრაზებულ საზოგადოებას მიმართავს და პრობლემას სულ სხვა რამეში ხედავს.

,,გაგიკვიდრებათ და, პრობლემა წულუკიანში არაა. თქვენ რა გგონიათ, წულუკიანმა გადატრიალება მოახდინა? მაუზერით შევარდა მუზეუმში? ალყა დაარტყა ფონდებს? ტყვეები აიყვანა და დახვრიტა? არავითარ შემთხვევაში. წულუკიანი მივიდა სისტემაში და მშვიდად, ზუსტად ისე, Alik Darchiashvili-ს რომ აქვს ლექსში ილიას მკვლელებზე, გამოიყენა ყველა ის მექანიზმი და ლეგალური ბერკეტი, რაც დახვდა. ეს სისტემა იყო საბჭოთა კავშირის დროსაც, შევარდნაძის დროსაც, მიშას დროსაც და ახლაც, ბიძინას დროს.
მართალი იყო ის მოხუცი კაცი, ერთ შეხვედრაზე რომ თქვა, სულ ასე იყოო. მართალია, მის მახსოვრობაში სულ ასე იყო.
პოლიტიკოსებს რას ვერჩი. მოდიოდნენ ხელისუფლებაში, ხვდებოდნენ კულტმუშაკები და რა შევცვალოთო, რომ ეკითხებოდნენ, ეს მოხსენი, ის დანიშნე, ეს ახალი გავაკეთოთ, ის დავიქვემდებაროთ, ეს გავიყვანოთ სისტემიდან, ის შემოვიყვანოთ და ა.შ.
არც ერთმა არ იცოდა, დავიჯერო, რომ მუზეუმების მართვის პრუსიული სისტემა დიდი ხანია შეიცვალა მსოფლიოში? რომ კულტურაზე მბრძანებლობის სისტემა დიდი ხანია აღარ არსებობს, რუსეთის და ჩრდილო კორეის გარდა? ალბათ იცოდნენ. მაგრამ, რა დროს სისტემაა. მოდი ეს სახლი გავხსნათ, ის ძეგლი აღვადგინოთ, ეს პრემია დავაწესოთ. ეგაა საქმე.
ჰოდა, მოვიდა წულუკიანი და ყველა ამ შექმნილ/დაარსებულ/აღდგენილს ის უქნა, რაც კანონებში და წესებში ისედაც ეწერა და ცოტ-ცოტა ყველა მმართველი ისედაც უშვებოდა.
ახლა კიდევ რას აკეთებთ? კულტმუშაკებს გეკითხებით. ეს მოვხსნათ? ის გავუშვათ? ის კიდევ შემოვიერთოთ? კარგი ხალხი მოვიყვანოთ? აბა, რა. იმის მაგივრად, რომ წერილს წერილზე სწერდეთ საელჩოებში და სათვისტომოებში, რომ ტოტალიტარიზმის მსხვერპლად იქეცით თქვენც და თქვენი საქმეც”.