პეკინის გამზირიდან 300-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა, მათ შორის – ბავშვების – ხანძარი ლიკვიდირებულია

პეკინის გამზირიდან 300-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა, მათ შორის - ბავშვების - ხანძარი ლიკვიდირებულიამე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა პთბილისში, ე­კი­ნის გამ­ზირ­ზე ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი კორ­პუ­სი­დან ბავ­შვე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნეს. მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

,,ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ “112” -ში შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ თბი­ლის­ში, პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და ძლი­ე­რი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბა და ღია ცე­ცხლი. მი­სა­მარ­თზე მი­სუ­ლი სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბის გად­მო­ცე­მით, ცე­ცხლი მე-5 სარ­თულ­ზე გაჩ­ნდა, რა­მაც ხან­ძრის ზედა სარ­თუ­ლებ­ზე გავ­რცე­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია.

მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა, ძლი­ე­რი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბის გამო, მე­ზო­ბე­ლი ბი­ნე­ბი­დან, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნეს, მათ შო­რის იყ­ვნენ არას­რულ­წლოვ­ნე­ბიც. მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და რო­გორც სა­დარ­ბა­ზო­დან, ასე­ვე, სა­ხან­ძო კი­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით.

პე­კინ­ზე მდე­ბა­რე სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლის ერთ-ერთი მცხოვ­რებ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ კორ­პუ­სის მე-5 სარ­თუ­ლი­დან, სა­დაც ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, ახალ­გაზ­რდა ქალი გა­და­ვარ­და. მისი თქმით, და­შა­ვე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცე­ცხლი კორ­პუ­სის იმ ნა­წილ­ში არ იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ქალი იმ­ყო­ფე­ბო­და. უშუ­ა­ლოდ ხან­ძრის შე­დე­გად ად­გილ­ზე არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს, ახალ­გაზ­რდა ქალი სი­მაღ­ლი­დან გა­დახ­ტა, თუ შემ­თხვე­ვით გა­და­ვარ­და.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა ოთარ კე­რე­სე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბის მიერ მოხ­და და­ახ­ლო­ე­ბით 300 მო­სახ­ლემ­დე ევა­კუ­ა­ცია.

ინტერპრესნიუსი