,,ერთხელ დედაჩემმა ნაღვლიანად მითხრა – მე რომ აღარ ვიქნები და შენ რომ სიმღერებს დაწერ, იმას რომ ვერ მოვისმენ, მაგაზე მწყდება გულიო.
მერე ვიფიქრე, როცა აღარ მეყოლება, ხომ ნამდვილად დავწერ სიმღერას დედაზე და წინასწარ დავწერ, რომ მოისმინოს-მეთქი. ასე დაიწერა ,,სამადლობელი დედას”.
სიმღერას ასრულებენ მაცაცო თოხაძე და ტრიო ,,თილისმა”.

