თუ 40 წელს გადააბიჯეთ, თავს დედობის ბედნიერებას ნუ წაართმევთ

თუ 40 წელს გადააბიჯეთ, თავს დედობის ბედნიერებას ნუ წაართმევთ,,სარკე”, აზა გაგოშიძე

თანამედროვე ცხოვრებაში ქალისთვის 40-45 წელი აყვავების პერიოდია, თუმცა არცთუ დიდი ხნის წინ მას ხანდაზმულად თვლიდნენ. მაგრამ არც ენერგიულობა, არც ახალგაზრდული შესახედაობა, რეპროდუქტიული სისტემის ახალგაზრდობის გარანტი არ არის. ბუნებას თავისი მიაქვს: კვერცხუჯრედის ფუნქცია თანდათან ქრება და ბუნებრივად დაფეხმძიმებისა და ნაყოფის მუცლად ტარების ალბათობა ქვეითდება.

გარდა ამისა, წლებთან ერთად ცუდი ეკოლოგიის, მავნე ჩვევების  მემკვიდრული წინასწარგანწყობის გამო ორგანიზმში ხშირად სხვადასხვა დარღვევები ვითარდება. უარესდება კვერცხუჯრედის გენეტიკური ხარისხიც. ორგანიზმი წუნს დებს უხარისხო, არასისცოცხლისუნარიან ემბრიონებს, ამიტომ ასაკის მატებასთან ერთად ნაყოფის მოწყვეტის რისკი იზრდება, მაგრამ ქრომოსომული დარღვევების ერთი ნაწილი შეიძლება უსაფრთხოდ ჩაითვალოს ნაყოფის გადასარჩენად. შედეგად ამქვეყნად დაუნის სინდრომისა და სხვა დარღვევების მქონე ბავშვები იბადებიან.

ორსულობა და მშბიარობა სერიოზული დატვირთვაა ორგანიზმისთვის. მათ ნებისმიერი პასიური დაავადების გამწვავების პროვოცირება შეუძლიათ. ასე რომ, 35 წლის შემდეგ შაქრიანი დიაბეტისა და სხვა ენდოკრინული დაავადებების აღმოცენების რისკი იზრდება.

ასაკი მშობიარობისთვის დაბრკოლება არ არის?

გვიან დედობას დადებითი მხარეც აქვს. ქალი ჩვილის დაბადებას მთელი პასუხისმგებლობით ეკიდება, მეტი ცხოვრებისერული გამოცდილება აქვს, რომელიც ბავშვის აღზრდის პროცესში ეხმარება.

რაც შეეხება ქრომოსომულ დარღვევებს, სადღეისოდ არსებობს მეთოდები, რომელებიც სხვადასხვა ეტაპებზე პათოლოგიების გამოვლენის შესაძლებლობებს იძლევიან. მაგალითად, ორსულობის დაგეგმვის ეტაპზე გენეტიკური ტესტირების შედეგების მიხედვით ექიმი-გენეტიკოსი პროგნოზს შეადგენს და მომავალ დედებს რეკომენდაციებს მისცემს.

ადრეულ ვადაში შესაძლებელი გადახრების შესახებ ცნობილი ხდება სპეციალური ტესტის – ორსულის ვენური სისხლის გამოკვლევის დახმარებით. ორსულობის პერიოდში ასევე ტარდება სკრინინგული ულტრაბგერითი და სხვა დამატებითი გამოკვლევები.

ასე, რომ თუ 40 წელს გადააბიჯეთ, თავს დედობის ბედნიერების უფლებას ნუ წაართმევთ. მაშინაც კი, თუ დაფეხმძიმება ბუნებრივი გზით არ გამოვა, მედიცინა დაგეხმარებათ.

თუ გადაწყვეტთ, მოცემულ მომენტში სხვადასხვა მიზეზის გამო მზად არ ხართ, დედა გახდეთ, თავი დაიზღვიეთ: საკუთარი კვერცხუჯრედები გაყინეთ, ამას რაც უფრო ადრე გააკეთებთ, ისინი მით უფრო ხარისხიანი იქნება, ამავე დროს ათობით წლები შეინახება.

კვერცხუჯრედის გაყინვა ახალგაზრდულ ასაკში ვერ მოასწარით ან ვერ შეძელით? ნუ დაღონდებით. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ახალგაზრდა, ჯანმრთელი დონორი ქალის კვერცხუჯრედები. თუ მუცლით ტარება შეუძლებელია, ისარგებლეთ სუროგატი დედის მომსახურებით.

თავს გაუფრთხილდით

რა თქმა უნდა, მითითებული მეთოდები გარკვეულ ფულად სახსრებთან არის დაკავშირებული, მაგრამ არის სხვა, ნაკლებად ხარჯიანი საშუალება ფერტილურობის (ორგანიზმის უნარი, წარმოქმნას შთამომავლობა) დიდი ხნით შესანარჩუნებლად. უარი თქვით მავნე ჩვევებზე, სხეულის მასა ნორმაში მოიყვანეთ. დაგეხმარებათ ფიზიკური დატვირთვები და სწორი კვება. ასევე საჭიროა, რეგულარულად ჩაიტაროთ სამედიცინო გამოკვლევები რაიმე დაავადების განვითარება რომ არ გამოგეპაროთ. ხოლო მათი აღმოჩენისას, მკურნალობას მაშინვე შეუდგეთ.