კობა დავითაშვილის მდგომარეობა მძიმეა – ,,უფრო ცუდი დღეები მელის”

კობა დავითაშვილის მდგომარეობა მძიმეა - ,,უფრო ცუდი დღეები მელის"ცნობილი პოლიტიკოსი, იურისტი კობა და­ვითშ­ვი­ლი უკვე 3 წელია, რაც მძი­მე ავად­მყო­ფო­ბას ებ­რძვის. პო­ლი­ტი­კოსს ე. წ. ბეხ­ტე­რე­ვის და­ა­ვა­დე­ბა აქვს. და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად სა­ჭი­როა კონ­კრე­ტუ­ლი პრე­პა­რა­ტის გა­დას­ხმა, რაც დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ამის შესახებ კობა დავითაშვილი წერს:
,,ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, დღეს უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა მო­მი­ლო­ცა და­ბა­დე­ბის დღე, მე კი პირ­ვე­ლად წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­თი­თა­ოდ ვერ გი­თხა­რით მად­ლო­ბა და პოსტზეც კი ვერ დავ­სვი მო­წო­ნე­ბის ნი­შა­ნი. ეს იმი­ტომ მოხ­და, რომ ცუ­დად ვი­ყა­ვი და ექიმ­თან ვერ წა­ვე­დი უსახ­სრო­ბის გამო, მაგ­რამ წინ უფრო ცუდი დღე­ე­ბი მე­ლის.

საქ­მე ისაა, რომ ჩემი (ბეხ­ტე­რე­ვის) და­ა­ვა­დე­ბა არ იკურ­ნე­ბა და შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ გა­და­ვად­დეს აღ­სას­რუ­ლი პრე­პა­რატ რე­მი­კე­ი­დის ორ თვე­ში ერთხელ გა­დას­ხმით, რო­გორც ინ­სუ­ლი­ნის ინექ­ცია კი ვერ კურ­ნავს, მაგ­რამ ავა­დებს დი­ა­ბე­ტის შე­დე­გე­ბის დად­გო­მას. ოღონდ ინ­სუ­ლი­ნი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, რე­მი­კე­ი­დის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა არ არ­სე­ბობს და მისი 1 გა­დას­ხმა 1000 აშშ დო­ლა­რი ჯდე­ბა.

ანუ თუ არ მექ­ნა თვე­ში 500 დო­ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი მა­ინც, ტან­ჯვით სიკ­ვდი­ლის­თვის ვარ გან­წი­რუ­ლი. მე კი მარ­ტში სრუ­ლი­ად უმუ­შე­ვა­რი დავ­რჩი. ერთი გა­დას­ხმის ფული მე­რი­ამ ჩა­მი­რი­ცხა, მე­სა­მე­დი ვე­ტე­რან­თა დე­პარ­ტა­მენ­ტმა (დიდი მად­ლო­ბა მათ), ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ვე­რა­ფე­რი ჩა­მი­რი­ცხა, არ­ცაა გა­საკ­ვი­რი, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ისე­დაც ბევ­რი ხარ­ჯი აქვს.

მე მეს­მის, რომ ყვე­ლას უჭირს და დალ­ხი­ნე­ბუ­ლი არა­ვი­ნაა, მაგ­რამ თუკი ამ დღე­ში თა­ვად სა­ხელ­მი­ფომ ჩა­მაგ­დო (წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხით) განა სა­მარ­თლი­ა­ნი არ იქ­ნე­ბა, რომ ჯან­დაც­ვის ხარ­ჯე­ბიც სა­ხელ­მწი­ფომ გა­ი­ღოს (ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხით).

მეს­მის, რომ უსი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნი ვარ, მა­ხა­სი­ა­თებს მწა­რე სი­ტყვე­ბის ლა­პა­რა­კი, ვერ ვუ­წო­ნებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ისეთ ქმე­დე­ბებს, რო­გო­რები­ცაა, მა­გა­ლი­თად, მა­რი­ხუ­ა­ნის მოხ­მა­რე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცია.

ალ­ბათ უმუ­შე­ვა­რიც ამი­ტომ დავ­რჩი, მაგ­რამ ნუთუ ჩემს ქვე­ყა­ნას არ სჭირ­დე­ბა ერთი ჩემ­ნა­ი­რი ენამ­წა­რე, რო­მე­ლიც მა­შინ ამო­ი­ღებს ხმას, როცა თით­ქმის ყვე­ლა სდუმს და ოპო­ზი­ცია კი კი­დევ უფრო უა­რე­სის მომ­ხრეა?

ერთი სიკ­ვდი­ლი გა­ვა­თა­ვე, სა­ნამ ამ პოსტს ვწერ­დი, მაგ­რამ უკი­დუ­რეს­მა აუ­ცი­ლებ­ლო­ბამ მა­ი­ძუ­ლა. გთხოვთ გა­ა­ზი­ა­როთ, მე­გობ­რე­ბო, რომ ად­რე­სა­ტე­ბამ­დე მი­ვი­დეს”, – დაწერა კობა დავითაშვილმა

პოლიტიკოსმა 3 წლის წინ ჟურნალ ,,სარკეს” უამბო თავისი დაავადების შესახებ. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელი 2017 წელს ,,სარკეში” გამოქვეყნდა.

– ბა­ტო­ნო კობა, თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­და, მაგ­რამ რო­გორ ხართ, რა და­ა­ვა­დე­ბა გაქვთ, რა­ტომ არ ჩან­ხართ, ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს…

– ახლა უკე­თე­სად ვარ, სი­ა­რულ შე­მიძ­ლია. წე­ლის ტკი­ვი­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე წელი მა­წუ­ხებ­და, მაგ­რამ დი­აგ­ნოზს ვერ მის­ვამ­დნენ. ვვა­რა­უ­დობ­დი, რომ ეს იყო ხერ­ხემ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა, დის­კოზს რომ ეძა­ხი­ან, მაგ­რამ უფრო რთუ­ლია, ე. წ. ბეხ­ტე­რე­ვის და­ა­ვა­დე­ბა აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც მთე­ლი ხერ­ხემ­ლის მა­ლე­ბის ან­თე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ეს არის ავ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­კუ­თა­რი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა სა­კუ­თარ სხე­ულს ებ­რძვის. ეს იშ­ვი­ა­თი და ჯერ კი­დევ ბო­ლომ­დე შე­უს­წავ­ლე­ლი და­ა­ვა­დე­ბაა. დი­აგ­ნო­ზი­რე­ბა ასე გვი­ან იმი­ტომ მოხ­და, რომ სა­ნამ არ გა­მო­იკ­ვე­თე­ბა სიმპტო­მე­ბი, ვერ დგინ­დე­ბა. სა­შუ­ა­ლოდ, 10 წე­ლი­წად­ში ხდე­ბა ხოლ­მე სიმპტო­მე­ბის გა­მოკ­ვე­თა. ზუს­ტად 10 წელი გა­ვი­და 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრი­დან.

ივ­ლი­სის ბო­ლო­დან და­მე­წყო მგრძნო­ბე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა ფე­ხებ­ში და ახლა ფე­ხებს ვერ ვგრძნობ. ნელ-ნელა ზე­მოთ მი­წევ­და და წელ­ზე­მოთ ამო­ვი­და. მკურ­ნა­ლო­ბამ ცოტა შე­ა­ჩე­რა ეს პრო­ცე­სი და ცოტა ქვე­მოთ ჩა­ი­წია. და­ა­ვა­დე­ბა არ იკურ­ნე­ბა, მაგ­რამ მთა­ვა­რია, მდგო­მა­რე­ო­ბა არ გა­უ­ა­რეს­დეს და სი­ა­რუ­ლი შევ­ძლო… იყო მო­მენ­ტე­ბი, სა­ერ­თოდ ვე­ღარ ვდგე­ბო­დი. ერთი-ორ­ჯერ წა­ვი­ქე­ცი კი­დეც, რად­გან ფე­ხებს ვერ ვა­კონ­ტრო­ლებ­დი. რევ­მა­ტო­ლო­გებ­თან და­ვი­წყე მკურ­ნა­ლო­ბა – ეს მათი პრო­ფი­ლია. მგრძნო­ბე­ლო­ბა ერ­თია და ამას თან და­ერ­თო გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბი. შე­ვა­წუ­ხე ოჯა­ხი, მე­ზობ­ლე­ბი… ღამე არ მე­ძი­ნა.

– რითი მკურ­ნა­ლობთ?

– ბი­ო­ლო­გი­უ­რი პრე­პა­რა­ტით, იმუ­ნო­დეპ­რე­სან­ტით ვმკურ­ნა­ლობ. ვი­ნა­ი­დან ჩემი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ებ­რძვის ჩემს ხერ­ხე­მალს და სხვა ორ­გა­ნო­ებს, სა­ჭი­როა, ჩემი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა და­ით­რგუ­ნოს. ერთი გა­დას­ხმა 3 200 ლარი ჯდე­ბა. თა­ვი­დან პირ­ვე­ლი ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, სამ­ჯერ უნდა გა­და­მის­ხან და მერე – ორ თვე­ში ერთხელ. ასე უნდა იყოს მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

მე­გობ­რე­ბი და­მეხ­მარ­ნენ და პირ­ვე­ლი გა­დას­ხმა გუ­შინ გა­ვი­კე­თე (ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რი­ლია 12 ნო­ემ­ბერს. ავტ.). აშ­კა­რა შე­დეგს ვგრძნობ.

რო­გორც თქვით, თქვენს და­ვა­დე­ბას დეპ­რე­სია ახ­ლავს. თქვენც გა­მო­ი­ა­რეთ ეს მდგო­მა­რე­ო­ბა?

– დიახ და ჩემი დეპ­რე­სია წლე­ბი გრძელ­დე­ბო­და. თურ­მე და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მი ყო­ფი­ლა. ძა­ლი­ან მძი­მედ ვი­ყა­ვი – სი­ცო­ცხლე აღარ მინ­დო­და. ექიმ­თან არ მივ­დი­ო­დი, გული მწყდე­ბო­და, რომ 2007 წელს არ მომ­კლეს, რად­გან კარ­გი გმი­რუ­ლი სიკ­ვდი­ლიც გა­მო­ვი­დო­და მა­შინ. მა­ინც ხომ ვკვდე­ბით და კარ­გად მა­ინც მოვ­კვდე! სულ სახ­ლში ვი­ყა­ვი, კომ­პი­უ­ტე­რით ვთა­მა­შობ­დი.

მერე ესეც მომ­ბეზ­რდა და სა­ერ­თოდ აღა­რაფ­რის ხა­ლი­სი მქონ­და. ვი­წე­ქი გა­მოშ­ტე­რე­ბუ­ლი. არა­და ამ და­ა­ვა­დე­ბის დროს მუდ­მი­ვად უნდა იმოძ­რაო, რომ არ გაქ­ვა­დე. ხერ­ხე­მა­ლი ქვავ­დე­ბა და ძეგ­ლად იქ­ცე­ვი კაცი. ძეგლს არა­ვინ მიდ­გამს და ასე მა­ინც ვიქ­ცე – და­ა­ვა­დე­ბაც ასე­თი უნდა.

რუ­სუ­დან ად­ვა­ძე, ,,სარ­კე”