მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეს: ,,ბოლოს მოვუღებ… ჯერ სად ხართ, შოუ ახლა იწყება”

მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეს: ,,ბოლოს მოვუღებ... ჯერ სად ხართ, შოუ ახლა იწყება",,და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი თამ­თა თო­და­ძე დე­დას­თან ერ­თად სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლას აპი­რებს, სა­დაც პო­ლი­ტი­კურ თავ­შე­სა­ფარს მო­ი­თხოვს” – ამის შე­სა­ხებ ,,ინ­ტერპრეს­ნი­უსს” საკ­რე­ბუ­ლოს ბრალ­დე­ბუ­ლი დე­პუ­ტა­ტის, ილია ჯიშ­კა­რი­ა­ნის ად­ვო­კატ­მა მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც კუბ­ლაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, სა­სა­მარ­თლომ ჯიშ­კა­რი­ა­ნის დაც­ვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მის ვადა 18 ნო­ემ­ბრის ნაც­ვლად 2 დე­კემ­ბრამ­დე გა­და­წია.

ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ მან უამ­რა­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა, თუმ­ცა, და­მა­ტე­ბით სჭირ­დე­ბა გო­ნივ­რუ­ლი ვადა, რომ აი­ღოს სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბე­ბი, რათა გა­მო­ი­თხო­ვოს და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლე­ბიც შე­ი­ცავს პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცე­მებს და შემ­ხებ­ლო­ბა­შია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს­თან.

-პა­რას­კევს, საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მის შემ­დეგ ილია ჯიშ­კა­რი­ა­ნი შე­უძ­ლოდ გახ­და, ჰქონ­და ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი გულმკერ­დის არე­ში, მაგ­რამ უარი გა­ნა­ცხა­და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე. შა­ბათს კი, ინ­ფარ­ქტის დი­აგ­ნო­ზით მოხ­და მისი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, – აღ­ნიშ­ნავს კუბ­ლაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ჯიშ­კა­რი­ა­ნის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით­მა გა­რე­მო­ე­ბებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა.

-საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე მან ისარ­გებ­ლა სი­ტყვის უფ­ლე­ბით, კო­ლე­გებს მი­მარ­თა, რომ ის აუ­ცი­ლებ­ლად და­ამ­ტკი­ცებს სა­კუ­თარ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას. ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა დე­პუ­ტატ­მა – ლილე ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა მას მო­ძა­ლა­დე უწო­და და დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად, პარ­ტი­ის ყვე­ლა წევრთან ერ­თად და­ტო­ვა სხდო­მა. მისი თქმით, ამ უკა­ნას­კნელს გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა.

ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ბრი­ფინ­გის გა­მარ­თვას ვგეგ­მავ. აღ­ნიშ­ნულ­მა პი­როვ­ნე­ბამ უხე­შად და­არ­ღვია უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს პრინ­ციპ­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერთ ქვა­კუ­თხედს. “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” მიერ წარ­მოდ­გე­ნილ­მა დე­პუ­ტატ­მა პირ­და­პირ გა­ნა­ცხა­და, რომ პა­ტივს არ სცემს და არ აღი­ა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ კონ­ვენ­ცი­ას და პო­ლი­ტი­კუ­რი შო­უ­მე­ნო­ბის ხიბლში შე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდილ­ზე პირ­და­პი­რი გა­გე­ბით აწერს ხელს.

დე­პუ­ტა­ტე­ბის დე­მონ­სტრა­ცი­ულ­მა გას­ვლამ და უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნის დამ­ნა­შა­ვედ გა­მო­ცხა­დე­ბამ, ილია ჯიშ­კა­რი­ანს სტრე­სი მი­ა­ყე­ნა.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი თამ­თა თო­და­ძე კი სწო­რედ იმ დროს მი­ვი­და საკ­რე­ბუ­ლო­ში, რო­დე­საც იცო­და, რომ ფრაქ­ცი­ის სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ილია ჯიშ­კა­რი­ა­ნი შე­ნო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

რა მი­ზა­ნი იყო, თუ არა დას­ტუ­რი იმი­სა, რომ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი და შოუ გრძელ­დე­ბა, რა­საც მე აუ­ცი­ლებ­ლად ბო­ლოს მო­ვუ­ღებ და ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც მი­ვი­ღე, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია – და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი დე­დას­თან ერ­თად აპი­რებს წა­ვი­დეს სა­ზღვარ­გა­რეთ და მო­ი­თხო­ვოს პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი, თით­ქოს მას დევ­ნი­ან, მას­ზე იძა­ლა­დეს და უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში მყო­ფი დე­პუ­ტა­ტი ბო­რო­ტად იყე­ნებს ძა­ლა­უფ­ლე­ბას.

ესეც არ გა­მო­უ­ვათ, ადა­მი­ა­ნებს უნდა და­ვა­ნა­ხო ყვე­ლა­ფე­რი და და­ვამ­ტკი­ცო, გავ­შიფ­რო სცე­ნა­რი. ჯერ სად ხართ, შოუ ახლა იწყე­ბა, პრო­ცე­სე­ბი 2 დე­კემ­ბრი­დან გა­ნახ­ლდე­ბა, – აცხა­დებს კუბ­ლაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, საკ­რე­ბუ­ლოს ბრალ­დე­ბულ დე­პუ­ტატ ილია ჯიშ­კა­რი­ანს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ამას გარ­და, მას აეკ­რძა­ლა თა­ნამ­შრომ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, რომ­ლე­ბიც საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით უნდა და­ი­კი­თხონ.

ინტერპრესნიუსი