პანიკა თბილისის მეტროში – ,,სუნთქვა გვიჭირდა, ვა­გო­ნე­ბი მგზავ­რე­ბით იყო სავ­სე”

პანიკა თბილისის მეტროში - ,,სუნთქვა გვიჭირდა, ვა­გო­ნე­ბი მგზავ­რე­ბით იყო სავ­სე"თბი­ლი­სის მეტ­რო­ში შე­ფერ­ხე­ბა იყო. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მგზავ­რებ­მა აც­ნო­ბეს, მა­ტა­რებ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე სად­გურ­ში, გვი­რაბ­ში გა­ჩერ­და.

თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში გა­ნაცხა­დეს, რომ მეტ­როს მუ­შა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბის მი­ზე­ზი სად­გურ „მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ზე“ მოძ­რა­ვი მა­ტა­რე­ბე­ლი გახ­და, რო­მელ­საც ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა.

-მა­ტა­რე­ბე­ლი ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზით „მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ზე“ იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი. ვი­ნა­ი­დან მის გაყ­ვა­ნას დას­ჭირ­და დრო, სხვა მა­ტა­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მოძ­რა­ობ­დნენ სხვა­დას­ხვა სად­გუ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, გარ­კვე­უ­ლი დრო­ით გა­ჩერ­დნენ, რათა „მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ზე“ გა­ჩე­რე­ბუ­ლი მა­ტა­რებ­ლის ხა­ზი­დან უსაფრ­თხოდ გა­ეყ­ვა­ნათ, – გა­ნა­ცხა­დეს თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში.

მგზავ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მეტ­რო­ში წარ­მოქ­მნილ­მა პრობ­ლე­მამ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წილ­ში პა­ნი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია შექ­მნა.

-და­ახ­ლო­ე­ბით 15-20 წუთი იყო მა­ტა­რე­ბე­ლი გა­ჩე­რე­ბუ­ლი სამ­გო­რი­სა და ის­ნის სად­გუ­რებს შო­რის. ვა­გო­ნე­ბი მგზავ­რე­ბით იყო სავ­სე, რის გა­მოც სუნ­თქვა გვი­ჭირ­და. ერ­თგვა­რი პა­ნი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია იყო, – გა­ნუ­ცხა­და „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ერთ-ერ­თმა მგზავ­რმა.

ამ დრო­ის­თვის მეტ­რო­ში პრობ­ლე­მა აღ­მო­ფხვრი­ლია და მგზავ­რებს შე­უ­ფერ­ხებ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბა.