ქალი, რომელმაც ბავშვი დაჭრა, დააკავეს, ის 51 წლის არის

ქალი, რომელმაც ბავშვი დაჭრა, დააკავეს, ის 51 წლის არისპო­ლი­ცი­ამ პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე მცი­რე­წლოვ­ნის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ქალი და­ა­კა­ვა. და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

,,ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით 1968 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ს. და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 27 აგ­ვის­ტოს, თბი­ლის­ში პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე, 2015 წელს და­ბა­დე­ბულ მცი­რე­წლო­ვანს, ცივი ია­რა­ღით და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­შა­ვე­ბუ­ლი მცი­რე­წლო­ვა­ნი სტა­ცი­ო­ნარ­ში მო­ა­თავ­სეს, მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლით”, – აცხა­დე­ბენ შსს-ში.

ვიდეო, სადაც დანაშაულის მომენტია გადაღებული.