ტელეკომპანია ,,იმედის” თანამშრომლები -,,“ქრონიკის“ ჟურნალისტები და ,,იმედინიუსის” რედაქტორები რუსეთ-საქართველოს ომზე ტელეკომპანიის ეთერით გასული ფილმის სულისკვეთებას არ იზიარებენ და ფეისბუქში ფლეშმობით აპროტესტებენ.
,,არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!“ – ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის“ საინფორმაციო გამოშვების, „ქრონიკის“ ჟურნალისტებმა სოციალურ ქსელში დაწერეს.
პროტესტს ფეისბუქის პირად გვერდებზე გამოხატავენ: თეონა გეგელია, ნანა ლეჟავა, ნატალია მახვილაძე, ვასილ დაბრუნდაშვილი, ნათია ორველაშვილი, ნანუკა ქაჯაია, ნუცა ტრაპაიძე, ლევან კვატაშიძე და სხვა ცნობილი სახეები.
ამბები.ჯი

