საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების ფეისბუქგვერდზე ძაღლის საოცარ ისტორიას აქვეყნებს.
,,ქუთაისელი “დვარნიაშკა”, რომელსაც ადამიანისგან მხოლოდ სისასტიკე და დიდი ტკივილი ახსოვს, უკეთილშობილესმა ადამიანებმა წაიყვანეს შვეიცარიაში. 2018 წლის 28 ოქტომბერს GSPSA-მ, ტრავმირებული ძაღლების თავშესაფარმა მიიღო ძაღლი, რომელიც შვეიცარიელმა ტურისტებმა – ირინა და ვლადიმერ ზინკოვსკებმა ქუთაისში აღმოაჩინეს.
ძაღლი იყო განსაკუთრებული სისასტიკის მსხვერპლი, ორგანიზმში დიდი რაოდენობით საფანტი და ტყვიები აღმოაჩნდა, ზურგზე გადასხმული ჰქონდა მდუღარე წყლი, რომლის ნაიარევი დღემდე ეტყობა…
ირინამ და ვლადიმერმა განსაკუთრებული ჰარმონიული ურთიერთობა დაამყარეს ამ ძაღლთან, ერთი ნახვით შეუყვარდათ, შეეცოდათ და გადაწყვიტეს თავიანთ ოჯახში შვეიცარიაში წაეყვანათ. დახმარებისთვის და ძაღლის მომზადებისთვის კი მიმართეს GSPSA-ს. ძაღლს დაარქვეს ქართული.
ქართულის თავშესაფარში მოხვედრის დღიდან დაიწყო მომზადების საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცედურა შვეიცარიაში გასამგზავრებლად, რომელმაც 10 თვეზე მეტი გასტანა. თუმცა, როდესაც დიდი სურვილია, ყველა წინაღობა გადაილახება.
ქართული ახალ სახლში, ჟენევაშია. ქართული უნიკალური თვისებების, ძალიან ჭკვიანი, მხიარული, ერთგული და აქტიური ძაღლია. მიუხედავად ადამიანების მხრიდან ადრე ჩადენილი სისასტიკისა, ის მაინც კეთილად არის განწყობილი მათ მიმართ.
2019 წლის 1-ლ აგვისტოს დადგა ნანატრი დღე – ირინა და ვლადიმერი სპეციალურად ჩამოვიდნენ და ქართული თავის დიდი ხნის ნანატრ სამუდამო ოჯახთან ერთად გაემგზავრა შვეიცარიაში. ის ახლა ჟენევაში ცხოვრობს თავის ახალ ოთხფეხა და ორფეხა მეგობრებთან ერთად აქვს საკუთარი ოთახი, აუზი და რაც მთავარია, უზომოდ დიდი სიყვარული!”, – წერია საზოგადოების ფეისბუქგვერდზე.
https://www.facebook.com/gspsa.org.ge/videos/415665579292432/?t=1
