ნარკოტიკების გაყიდვისთვის აბრამიძეების ოჯახი დააკავეს – ცოლ-ქმარი და მათი შვილები

ნარკოტიკების გაყიდვისთვის აბრამიძეების ოჯახი დააკავეს - ცოლ-ქმარი და მათი შვილებიში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ტერ­ნე­ტით ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მასშტაბური სქემა გამოავლინა, რო­მელ­ზეც და­კა­ვე­ბუ­ლია 7 პირი. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის ოთხი ბრალ­დე­ბუ­ლი ერთი ოჯა­ხის წევ­რია: დედა, მამა და ორი შვი­ლი.

7-კა­ცი­ა­ნი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფი წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დებ­და. კერ­ძოდ, ისი­ნი ინ­ტერ­ნე­ტით ახ­დენ­დნენ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო რე­ა­ლი­ზა­ცი­ას. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მას­შტა­ბუ­რი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის­გან ამო­ღე­ბუ­ლია 2 125 შეკ­ვრად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა. შვი­დი­ვე და­კა­ვე­ბულს აღმ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

ამბები.ჯი-მ მო­ი­პო­ვა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და მათი ფო­ტო­ე­ბი. ოთხი და­კა­ვე­ბუ­ლი ერთი ოჯა­ხის წევ­რია და ისი­ნი გვა­რად აბ­რა­მი­ძე­ე­ბი არი­ან.

ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან ოჯა­ხის უფ­რო­სი ვი­ა­ჩეს­ლავ აბ­რა­მი­ძე, მისი მე­უღ­ლე და ორი სრულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი – ქალ-ვაჟი. აბ­რა­მი­ძე­ე­ბის წყვილს სამი შვი­ლი ჰყავთ და სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სქე­მა­ში მათ­გან ორი იყო ჩარ­თუ­ლი, რომ­ლე­ბიც შსს-მ უკვე და­ა­კა­ვა.

ამბები.ჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი