მამაკაცმა ცემა ცოლი და იძალადა გერზე

მამაკაცმა ცემა ცოლი და იძალადა გერზესა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მე­უღ­ლის, გე­რი­სა და სი­დედ­რის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მა­მა­კაც­მა არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის თან­დას­წრე­ბით, ცე­მის შე­დე­გად სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა მე­უღ­ლეს და ასე­ვე, იძა­ლა­და არას­რულ­წლო­ვან გერ­ზე.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თი, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბი­სა და ოჯა­ხუ­რი ნიშ­ნით ჩა­დე­ნი­ლი მუ­ქა­რის ბრალ­დე­ბით, 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.გ. და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 3 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ გ.გ.-მ მიმ­დი­ნა­რე წლის 11 მა­ისს, თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის თან­დას­წრე­ბით, ცე­მის შე­დე­გად სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა მე­უღ­ლეს – ვ.ო.-ს და ასე­ვე, იძა­ლა­და არას­რულ­წლო­ვან გერ­ზე.

პო­ლი­ცი­ის გა­მო­ძა­ხე­ბის გამო გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი გ.გ. მე­უღ­ლე­სა და მე­უღ­ლის დე­დას – ს.ო.-ს მათი კუთ­ვნი­ლი მა­ღა­ზი­ის გა­დაწ­ვით, ხოლო არას­რულ­წლო­ვან გერს – სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და­ე­მუქ­რა.

გა­მო­ძი­ე­ბა ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბი­სა და ოჯა­ხუ­რი ნიშ­ნით ჩა­დე­ნილ მუ­ქა­რის ფაქ­ტებ­ზე, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით, 11 პრი­მა 151-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და ამა­ვე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს”, – ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.