,,ბოდიში, რომ უშენოდ ვიძინებ, ვსუნთქავ…” – ავარიაში დაღუპული ბაიკერის მეუღლის ემოციური წერილი

,,ბოდიში, რომ უშენოდ ვიძინებ, ვსუნთქავ..." - ავარიაში დაღუპული ბაიკერის მეუღლის ემოციური წერილიოზურგეთში, ავარიაში დაღუპული 25 წლის ბაიკერის, მამუკა ნაცვალაძის მეუღლე, ქეთევან ნარიმანიძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს.

,,ვიცი, რომ ამას არ უნდა ვდებდე და ვწერდე… ვიცი, რომ გამიბრაზდებოდი და გამიბრაზდები ამისთვის… ვიცი, რომ არ გიყვარს არაფერი მსგავსი და მაპატიე, ჩემო. ბოდიში მაქვს შენთვის მოსახდელი…
ბოდიში იმისთვის, რომ ვერ ვასრულებ შენთვის დანაპირებს და ხანდახან ძალიან ბევრს ვტირი და გაწუხებ, ვიცი…
ბოდიში იმისთვის, რომ შენს გოგოსაც ვაწუხებ და უპასუხისმგებლოდ ვიქცევი, როგორც შენ ამბობდი ხოლმე ყველა ჩემს ნერვიულობაზე და ახლაც სიტყვა-სიტყვით იგივეს მეტყოდი, ესეც ვიცი…
ბოდიში იმისთვის, რომ არ ვიქცევი ისე, როგორც შენ მომიწონებდი…
ბოდიში იმისთვის, რომ უშენოდ ვიძინებ, ვიღვიძებ, ვჭამ, ვსუნთქავ, ხან ვიცინი, ხან რას ვაკეთებ და საერთოდ რომ ვარსებობ შენ გარეშე…
ბევრჯერ მითქვამს, უშენოდ მოვკვდები-მეთქი და შენ მაინც ხომ იცი, რომ ამას ზუსტად ასე ვგრძნობდი და ვგულისხმობდი…
ასეც იყო… მე ყოველთვის ვიცოდი, რომ უშენობა ცუდ ამბებს შორის ყველაზე ცუდი რამ იყო, რაც შეიძლებოდა გადამხდენოდა და ახლა რას ვაკეთებ? – ჩემგან გასაკვირი სიმშვიდით უშენობის ყველაზე საშინელ ფორმას ვუძლებ…
მეშინია, იცოდე, მეშინია იმის, რომ ეს გრძნობაც და მონატრებაც ყოველდღე ისევე უფრო ძლიერდება, როგორც ჩემი სიყვარული და ისევ მხოლოდ შენი იმედი მაქვს, რომ ამის გაძლებასაც ისევე მასწავლი, როგორც ამხელა, ჩემთვის წარმოუდგენელი სიყვარული მასწავლე…
ვიცი, რომ შენ ყველაფერი იცი, მაგრამ მაინც უნდა გითხრა, რომ მიყვარდი – არა, მიყვარხარ და მენატრები. ისევ იმ ფორმით, ისევ სიცოცხლეზე მეტად და დღითიდღე უფრო და უფრო…” – წერს ქეთევან ნარიმანიძე.

მა­მუ­კა ნაც­ვა­ლა­ძე 13 მარტს გარდაიცვალა. ის 25 წლის იყო. ის გოგონას მამა უნდა გამხდარიყო.