,,ფეისბუქი ბრაზილიაშიც მოკვდა”, ,,ზარი დედამიწასთან”, ,,სამყაროს დასასრულია” – სოცქსელებში ღელავენ

,,ფეისბუქი ბრაზილიაშიც მოკვდა", ,,ზარი დედამიწასთან", ,,სამყაროს დასასრულია" - სოცქსელებში ღელავენფეიბუქის და ინსტაგრამის მომხმარებლების უმრავლესობა მთელი მსოფლიოდან უკვე რამდენიმე საათია  წვდომის შეზღუდვის გამო ღელავს  და დახმარებას ადმინისტრაციისგან ითხოვს. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან სოციალური ქსელების მომხმარებლები ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე კომენტარებს აქვეყნებენ.

,,სამყაროს აღსასრულია, ყველა პანიკაშია”

,,’საყვარელი პოსტი მქონდა ინსტაგრამისთვის, მაგრამ მოკვდა”

,,ფეისბუქი ბრაზილიაშიც მოკვდა”

,,RIP Face/Insta! წერილების წერის დრო დაბრუნდა! ”

,,შეგიძლიათ გადარჩეთ სოციალური ქსელების გარეშეც, წადით, წიგნი წაიკითხეთ”

,,იცის ვინმემ, როგორ დავპოსტო ჩემი კატის ფოტო? ”

,,ზარი დედამიწასთან”

,,მადლობა ღმერთს – ვფიქრობდი, ვიყავი ფეისბუქის პატიმარი”, –  წერენ მომხმარებლები.

სოცქსელის ადმინისტრაციამ ტვიტერის მეშვეობით მომხმარებლებს ოფიციალური ბოდიში მოუხადა და პრობლემის სასწრაფოდ მოგვარებას შეჰპირდა.

,,ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთ ადამიანს ამჟამად ფეისბუქის აპლიკაციებთან წვდომის პრობლემა აქვს. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემები რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ”, – ნათქვამია სოცქსელის განცხადებაში.