ქრონიკული სტრესის 6 ნიშანი

ქრონიკული სტრესის 6 ნიშანიმივეჩვიეთ, ვუმკურნალოთ სწორედ იმ ორგანოს, რომელიც გვტკივა. მაგრამ ბევრი დაავადების მიზეზი შეიძლება გაჭიანურებული სტრესი გახდეს. ჩვეულებრივ როგორ ვლინდება?

დელიკატური პრობლემა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაში უთანხმოების მიზეზი ხშირად სტრესია. სხვადასხვა მონაცემებით, დედამიწის მოსახლეობის 15-დან 30%-მდე გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით იტანჯება. ის მუცელში ტკივილისა და დისკომფორტის სახით, კუჭის მიდამოში სიმძიმის შეგრძნებით, მეტეორიზმით ვლინდება. როგორც წესი, ყველა ეს სიმპტომი სტრესის ან ემოციური განცდების შემდეგ მჟღავნდება.

ასევე მივეჩვიეთ სტრესის ტკბილეულით დაძლევას. ზედმეტი ტკბილი არამხოლოდ ცხიმის სახით ილექება, ასევე იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ათეროსკლეროზი, დიაბეტი. ტკბილისკენ სწრაფვა რომ დათრგუნოთ, 1 სუფრის კოვზი დარიჩინიანი თაფლი, ვაშლი, ბანანი ან 100-150 გრამი ყურძენი მიირთვით.

ხშირი გაციება

სტრესის პერიოდში იმუნიტეტის დაქვეითება კანონზომიერია. დამტკიცებულია, რომ ზედმეტად ემოციური ადამიანები სასუნთქი გზების ორგანოების დაავადებებით უფრო ხშირად ავადმყოფობენ, ვიდრე გაწონასწონებული პიროვნებები. მათი ორგანიზმი სუსტდება და ვირუსებს ვერ უმკლავდება. არც იმუნომოდულატორები ეხმარება.

გაციებამ ყველაზე შეუფერებელ დროს რომ არ შემოგიტიოთ, ფიზიკური აქტივობა გააძლიერეთ და სუფთა ჰაერზე მეტი დრო დაყავით. ასევე სტრესის პროფილაქტიკას მიმართეთ.

თავის ტკივილი

თავის ტკივილი და სტრესი ხშირად თანამგზავრები არიან. ტკივილის პროვოცირება შეუძლია გადატვირთულ სამუშაო დღეს, განცდებსა და შფოთვას, დეპრესიას. მდგომარეობის შემსუბუქებას ეხმარება კისრის, საფეთქლისა და კეფის კუნთების მასაჟი.

სახეზე გამონაყარი

შესაძლებელია სახეზე ხშირი გამონაყარი იმის სიგნალს იძლევა, რომ ორგანიზმმა ამოისუნთქოს. სტრესი დროს გამომუშავდება ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც ცხიმის ჯირკვლებს აიძულებს გაცვეთამდე იმუშაონ. კანის პრობლემების (აკნე, ეგზემა) მიზეზი ემოციური არასტაბილურობაა. სტრესულ პერიოდში კანს დაეხმარება ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ძილი.

უძილობა

ძილის დარღვევა – ეს სასჯელია გაჭიანურებული სტრესისთვის. გამოუძინებლობის სიმპტომები, როგორიცაა დაძინების სიძნელე, დილაობით აპათიისა და ძალის უკმარისობის შეგრძნება, დღის განმავლობაში მოდუნებულობა – თითქმის ყველასთვის ნაცნობია. ეს გასაკვირი არც არის, ვინაიდან მშფოთვარე ფიქრებითა და განცდებით დაძინება იოლი ნამდვილად არ არის. სუნთქვითი ვარჯიში, ბალახეული ჩაი და თბილი რძე ღამით, ძილის რეჟიმის მოწესრიგებაში დაგეხმარებათ.

თმის ცვენა

ჩვენი თმა სტრესული სიტუაციების მიმართ მეტად მგრძნობიარეა. ემოციური განცდები თმის მდგომარეობაზე ცუდი კუთხით აისახება. ჩნდება ქერტლი და სებორეა, იწყება თმის ცვენა და გამელოტება.

თქვენი დამხმარეა B ჯგუფის ვიტამინები. ისინი თმის ზრდასა და გარეგნული შესახედაობის აღდგენას ხელს უწყობენ. მაგრამ ასევე გახსოვდეთ, რომ თმის ცვენა შეიძლება სერიოზული დაავადებების არსებობაზე მიუთითებდეს.

შემოწმება გაღიზიანებულობაზე

სამუშაოზე არეულობაა, ყველაფერი კონტროლიდან გამოდის, სახლში სრული ქაოსი მეფობს? ადამიანს, რომელიც ემოციურად დაძაბულია, თავის მოთოკვა უჭირს და ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს. თუ წვრილმანის გამო განიცდით, ახლობლებსა და კოლეგებზე ბრაზობთ, დაფიქრდით, შეიძლება ყველაფრის მიზეზი გაჭიანურებული სტერესია.

ეცადეთ, მშფოთვარე ფიქრებიდან უფრო სასიამოვნო დროსტარებაზე გადაერთოთ: უყურეთ კომედიებს, მეგობრებთან ერთად კინოში წადით ან საყვარელი წიგნი წაიკითხეთ. სახლში მყუდროება-სიმშვიდის ატმოსფერო შექმენით: არომალამპა აანთეთ, სურნელოვანი ქაფის (ან ზღვის მარილის) აბაზანა მიიღეთ.

სარკისთვის მოამზადა აზა გაგოშიძემ