,,სარკე”, ია ქუთათელაძე მომღერალ ზაზა ხუციშვილს თავის ჯგუფ ,,ვაკის პარკთან” ერთად 1996 წლიდან იცნობს მსმენელი. მუშაობდა ტელეკომპანია ,,მაესტროსა” და რადიო ,,მაესტროში”. არაერთი მუსიკალური პროექტის ხელმძღვანელი იყო. ,,ვაკის პარკი” წარმატებით ატარებდა კონცერტებს და უამრავი მსმენელი ჰყავდა. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს, როცა ზაზამ და მისმა მეგობრებმა კრიტიკული პოზიცია დაიკავეს, ჯგუფი შავ სიაში შეიყვანეს, შესაბამისად, სამოქმედო ასპარეზი შეუზღუდეს. […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
,,ჩემი და ჩემი შვილების ფოტოებს ჯვრები ჰქონდათ დასმული, თვალები – ამოთხრილი” – რას გაექცა შაინინა ამერიკაში, სადაც მეორე ნახევარი იპოვა
,,სარკე”, ია ქუთათელაძე პოპულარული ტელესახე ნინო ბარათაშვილი, მეტსახელით შაინინა, ორი წელია, რაც ამერიკაში გაემგზავრა და იქ თავშესაფარი მოითხოვა. წასვლას წინ უძღოდა შემაშფოთებელი, მეტიც, საშიში ამბავი, რომელიც მის ცხოვრებაში მოხდა. თბილისში, ნინოს მშობლების ყოფილ სახლში, უცნობი პირები შეიჭრნენ და დაარბიეს. ეს არ ყოფილა ქურდობის ბანალური შემთხვევა, რადგან სახლიდან ფასეული არაფერი წაუღიათ. ბოროტმოქმედებმა დაამტვრიეს ავეჯი, ჭურჭელი, საღებავებით […]
ტარიელ ხარხელაური: ,,ვიცოდი, რომ ნიკა წულუკიძე ჩემთან მოვიდოდა, ველოდებოდი მასთან შეხვედრას”
,,სარკე”, ია ქუთათელაძე უდარდელი პოეტი არ არსებობს, მაგრამ დარდიც არის და დარდიც. ტარიელ ხარხელაურს 23 წლის ვაჟი გამოაცალა ხელიდან მკვლელმა. მამამ განუკურნებელად დაჭრილი გულის კარი არ გამოკეტა, პირიქით – უფრო ფართოდ გააღო, თავის სიყვარულს შვილის წილ დასახარჯი სიყვარული დაამატა და ასე გასცემს მას სამყაროში. რამდენიმე ხნის წინ საზოგადოება ორი დიდი ტკივილიანი გულის შეხვედრის მოწმე გახდა […]
ნიაზ დიასამიძე იუმორით ტკივილს ნიღბავდა – ,,ხმაურით მოევლინა ქვეყანას და ცხოვრებაც მშფოთვარე ჰქონდა”
,,სარკე”, ირინე მჭედლიძე გასული საუკუნის 60-იან წლებში თბილისში დადიოდა უცნაურად ჩაცმული ადამიანი, რომელთან ნაცნობობაზეც ბევრი ოცნებობდა. უცნობები თავს მის მეგობრებად ასაღებდნენ. ამაყობდნენ, თუკი ოდესმე მის გვერდით სუფრასთან მოხვდებოდნენ. მის დანახვაზე ყველა იღიმოდა. ეს ადამიანი ნიაზ დიასამიძე იყო. მისი ხუმრობების მიღმა დარდიანი, რეალურ ცხოვრებას გაქცეული კაცი იმალებოდა. მისი ახლობლები ამბობენ, ხუმრობა-ხუმრობაში ნიაზის ნამდვილი სახე დაიკარგაო. ყველაზე […]
გვანცა ბუცხრიკიძე: ,,ვიოლინოს ყველაზე კარგად ესმის ჩემი, ის სულიერი არსებაა”
,,სარკე”, ნანა კუკულავა 20 წლის ქუთაისელი მევიოლინე, გვანცა ბუცხრიკიძე, ამერიკაში, ბოსტონში, უმაღლეს მუსიკალურ სკოლაში აგრძელებს სწავლას 80%-იანი დაფინანსებით. ეს, რა თქმა უნდა, დიდი და წარმატებული წინგადადგმული ნაბიჯია მუსიკაზე უსაზღვროდ შეყვარებული გოგონასთვის, თუმცა არა – პირველი. მის ცხოვრებაში უკვე არაერთი გამარჯვება და პირველი ადგილია საქართველოში თუ უცხოეთში ჩატარებულ კონკურსებში. გვანცა თავის დიდ სიყვარულზე, რომლის გარეშე წამიც […]
მარიამ სანოგო: ,,სტრიები სხეულზე ჩემი სიამაყეა, ეს ნიშნავს, რომ შვილი მყავს!”
,,სარკე”, ავთო ჩიტიძე 27 წლის მოდელმა, მარიამ სანოგომ, ტელევიზიაში თავისი ადგილი უკვე კარგად დაიმკვიდრა. 5 წლის წინ ამინდის გამომცხადებლად გამოჩნდა ეკრანზე და შემდეგ ბევრი ეტაპი გაიარა, პირდაპირ ეთერში მუშაობა აითვისა და თამამი და უხერხული კითხვების დასმაშიც დაოსტატდა. მას და მის ქმარს, გიორგი ლაშქარაძეს, 3 წლის ბიჭუნა ზურაბი ჰყავთ. ცოლ-ქმარს, როგორც მარიამმა ,,სარკეს” უთხრა, ერთობლივი ცხოვრებისადმი […]
როგორ გადაურჩა ნაღმზე აფეთქებას ზელენსკის სიტყვებზე ატირებული ქართველი ჟურნალისტი
,,სარკე”, ია ქუთათელაძე ,,ტელეიმედის” საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი, მანჩი გაბელია, თავდაპირველად სტაჟიორად მივიდა ამ ტელეკომპანიაში. პარალელურად სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. სიუჟეტის მომზადების შემდეგ ლექციებზე გარბოდა. თავისუფალი დრო, რომელსაც სტუდენტები გართობისთვის იყენებენ ხოლმე, არასდროს რჩებოდა. 7 წელი გავიდა, რაც ,,იმედი” მისთვის შეუცვლელი სამუშაო ადგილია. მოსწონს დაძაბული რეჟიმი, ექსტრემალურ პირობებშიც არ ივიწყებს, რომ გარეგნულადაც მომხიბლავი იყოს. გამბედაობამ და […]
გიორგი ნაზღაიძე: ,,ყოფილი საცოლისგან მუქარები წამოვიდა, ბავშვი შენი არ არისო”
,,სარკე”, ავთო ჩიტიძე ,,ცხოვრება ისეთია, რომ ძნელია, არ გეტკინოს. ძნელია, მეგობრის დაკარგვა არ იგემო. ბევრი არ დამიკარგავს, მაგრამ როცა ყოფილა ეს, ყოველთვის ტყუილის გამო ყოფილა. ტყუილს ვერავის ვპატიობ. მე თავიდან ბოლომდე გახსნილი და ერთგული ვარ და მეგობრისგანაც იმავეს მოვითხოვ”, – ამბობს ,,სარკესთან” ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე და თავის პირადზე ყვება: – ცხოვრებაში ყველას მოგვდის შეცდომები და […]
ქეთი სვანიძე: ,,ცხოვრება ყოველთვის მახვედრებდა მნიშვნელოვან ადამიანებს” – როგორ აუხდინა ოცნება რობერტ სტურუამ აფხაზეთიდან დევნილ გოგონას
,,სარკე”, ია ქუთათელაძე რუსთაველის თეატრის ახალგაზრდა მსახიობი, ქეთი სვანიძე, სულ პატარა, 3 წლის იყო, როცა დედასთან ერთად ცეცხლში გახვეული სოხუმი დატოვა. მამა იქ დარჩა, აფახაზეთის მიწაზე, ბრძოლაში დაიღუპა. პატარა გოგონას გზა ხელოვნების სამყაროში დედის, ესმა მიქელაძის, ყურადღებითა და ხელშეწყობით დაიწყო… ცხოვრებამ უდიდესი საჩუქარი გაუკეთა – თავად დიდმა მაესტრომ, რობერტ სტურუამ, ამოარჩია სტუდენტური სპექტაკლის ნახვის შემდეგ […]
,,ვცდილობ, ტკბილეული საკვებიდან ხელოვნებამდე ავიყვანო” – ქუთაისელი მხატვარის ფანტაზიები – ხატებიდან შოკოლადის ქვევრებამდე
,,სარკე”, ნანა კუკულავა ქუთაისელი მხატვარი, თამარ ჯიხვაშვილი, მრავალმხრივი შემოქმედია, წერს ხატებს, ქმნის ორნამენტებს და კულინარიულ კომპოზიციებს. ფუნჯისა და საღებავის გარდა, მის ,,არსენალში” ხილი და ბოსტნეულიცაა, განსაკუთრებით კი უყვარს შოკოლადით მუშაობა. ნამუშევრების შესაქმნელად განსაკუთრებული არაფერი სჭირდება, როგორც თვითონ ამბობს, მთავარია დრო და მატერიალური შესაძლებლობა. – თქვენი ერთ-ერთი სამუშაო მასალა შოკოლადია. რას ნიშნავს ის თქვენთვის, რატომ აირჩიეთ, […]











