ტელე და რადიოწამყვან თამუნა მუსერიძის ავტომობილი ჯერ მისი გარდერობის ფუნქციას ასრულებდა, ახლა კი ორი შვილის ტანსაცმელი და ნივთებიც დაემატა და სალონში სრული ქაოსია. სამაგიეროდ, როგორც მძღოლი, მოწესრიგებულია. წესებს არასოდეს არღვევს და არც ჯარიმების გადახდა უწევს. – თამუნა, პირველად რა მანქანა გყავდათ? – “ბეემვე პიტსოტკა”, ძრავა ჰქონდა 3 და 5. – კაცური მანქანა აგირჩევიათ. – ჰო, […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
გრიგოლ ვაშაძე: ,,ჩემი ვაჟი გერმანიაში ცხოვრობს, ხანდახან მოსკოვშიც, ნინოს ღვინის კომპანიაში მუშაობს”
პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შვილმა, თეიმურაზ გორჯესტანმა, დედის ოპონენტი, საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შვილი, ნოდარ ვაშაძე, დებატებში გამოიწვია. – ერთი კითხვა მაქვს. მე აქ ვარ, სამ დღეში ქეთევანი პარიზიდან ჩამოდის, მე ლონდონიდან ჩამოვედი და კითხვა მაქვს, ნოდარ ვაშაძე სად არის? მოსკოვში? არ ვიცი, მაგრამ, ერთი შეთავაზება მაქვს. ჩვენ კითხვებს ვპასუხობთ, გამოვდივართ ტელევიზორში, რომ გაგვიცნოთ და […]
,,ბიძინა ივანიშვილი მარსზეც რომ გაფრინდეს, ბოლომდე გავყვები” – სალომე გოგიაშვილი
სალომე გოგიაშვილს დიდი ხანია არც ტელევიზიაში წაუყვანია გადაცემა, არც რადიოში, არც ტელეშოუებში ჩანს ხშირად, მაგრამ ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მისი პირადი თუ საქმიანი ცხოვრება ყოველთვის იწვევს ინტერესს. ბოლო დროს ეს ინტერესი კიდევ უფრო გამძაფრდა, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში აქტიურადაა ჩართული. – ბოლო პერიოდში პოლიტიკურად ძალიან აქტიური ხართ. ეს რამ განაპირობა? – ამას პოპულარობის […]
ნატო ქავთარაშვილი და მედიკო მაჩალიკაშვილი კონკურსში მოგებული 100.000 ლარით ვაინახური რესტორნის გახსნას აპირებენ
პანკისელმა ქალებმა, 37 წლის ნატო ქავთარაშვილმა და 46 წლის მედიკო მაჩალიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას მშობლიური კუთხის აქამდე უცნობი სამზარეულო აღმოაჩენინეს. ისინი “რუსთავი 2”-ის გადაცემა “ჩემი სამზარეულოს წესების” გამარჯვებულები გახდნენ. ფინალში ზუგდიდელი კულინარები დაამარცხეს და 100 ათასი ლარი მოიგეს. მედიკო და ნატო საზოგადოებრივ საქმიანობაშიც ერთად არიან ჩაბმული, პანკისის ხეობაში არასამთავრობო ორგანიზაცია “კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის” წევრებით არიან. […]
,,დღემდე იმ იმედით მოვედი, რომ იაგო ნებიერიძემ ჩემი შვილი სადმე წაიყვანა, არ მოუკლავს და ცოცხალია” – გორში დაკარგული ბავშვის დედა
გორში 2004 წელს გატაცებული და ამ დრომდე გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის დედა, ხათუნა რაზმაძე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებზე მედიასთან ამბობს, რომ ოჯახმა არ იცის, რა ეტაპზეა გამოძიება, თუმცა მოლოდინი აქვთ, რომ ბიჭის უგზოუკვლოდ დაკარგვის საქმე გაიხსნება. დაკარგული მოზარდის დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილის საქმეში იაგო ნებიერიძე ფიგურირებს, რომელიც გორში 8 წლის გოგო მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. ხათუნა რაზმაძე […]
ნუკა კვალიაშვილი: “ჩემი და ნიკუშას გაშორება აღარავის სჯერა – დიდი სისულელეა, რომ შვილი ოჯახს ამყარებს”
მომღერალ ნუკა კვალიაშვილს ოჯახური მდგომარეობის გამო შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა, ორი ბიჭი მიყოლებით გააჩინა, ბავშვებს ყველაფერს თავად უკეთებდა, მარტო ზრდიდა, ამიტომ კარიერა დროებით გვერდზე გადადო. ახლა კი აქტიურად მუშაობს ახალ პროექტზე, რომელიც არამარტო საქართველოსთვის, უცხოეთისთვისაც არის გათვლილი. ახალგაზრდა ქალს პირად ცხოვრებაში, გარდა ისეთი ბედნიერი მოვლენისა, როგორიც დედობაა, დიდ სირთულესთან შეჭიდებაც მოუხდა. ხმები ქმართან, ნიკუშა კობახიძესთან, გაყრის […]
მეხანძრე ალექსანდრე შუკვანი, რომელმაც ჩვილი გადაარჩინა, ამ შემთხვევამდე 2 კვირით ადრე დაქორწინდა
შეუძლებელია, ემოციის გარეშე შეხედო ფოტოს, რომელზეც ასახულია, როგორ გამოჰყავს სრულიად ახალგაზრდა მეხანძრეს ცეცხლმოდებული შენობიდან 11 თვის ბავშვი. ბიჭს ჩვილი გულზე ჰყავს მიკრული. ამ სურათმა ქართული ინტერნეტსივრცე მოიარა, ამ მეხანძრემ კი უამრავი ქება და დალოცვა დაიმსახურა. მაშველი-მეხანძრე, რომელმაც 2 აგვისტოს მართლაც გმირობა გამოიჩინა, 24 წლის ალექსანდრე შუკვანია. იმ დღეს მეხანძრეები თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, მრავალსართულიან […]
ანატოლი კაშპიროვსკიმ კახა ბასილია სეანსიდან გააძევა – “მიბრძანა დაძინება, მაგრამ არ გავითიშე”
საქართველოს კარატესა და საბრძოლო ხელოვნებათა ლიდერი, კახა ბასილია, 2012 წლიდან მსოფლიო შოტოკან კარატეს პრეზიდენტია. მოვლილი აქვს თითქმის ყველა კონტინენტი, მათ შორის ეგზოტიკური ქვეყნები. ახალგაზრდული წლებიდან გაიტაცა ფილოსოფიამ, მისტიკამ, სამყაროსა და ადამიანის, შეუცნობლის კვლევის სურვილმა. ძიების პროცესში არაერთ ამოუხსნელ მოვლენასა თუ საქვეყნოდ ცნობილ ადამიანთან ჰქონდა შეხება, მათ შორის – ანატოლი კაშპიროვსკისთან და რობერტ თურმანთან, ჰოლივუდის ვარსკვლავ […]
“ქორწილს ვიღებდი და პატარძალს შევუყვარდი” – რას იხსენებს ფოტოგრაფი გიგო გეგელაშვილი
ინჟინერ-არქიტექტორმა გიგო გეგელაშვილმა წლების წინ ფოტოაპარატი მოიმარჯვა და ფოტოხელოვნების სამყაროს ეზიარა. საკუთარ საქმიანობაზე გიგომ „სარკესთან“ ისაუბრა. გიგო კერძო შეკვეთებზეც მუშაობს, როგორ ამბობს, ერთ-ერთი ქორწილის გადაღებისას პატარძალს შეუყვარდა. „იყო შემთხვევა, როცა პატარძალს მოვეწონე. ქორწილის შემდეგ მუდმივად მუდმივდ მობილურზე მირეკავდა. ნახევარი საათის შემდეგ მობილური ავტომატურად ითიშებოდა, მაგრამ ისევ თავიდან მირეკავდა და თავის ისტორიას მიყვებოდა“ – შეხვდით? – არა. […]
“დედას ჩემი ბიოლოგიური მამა ისე სძულდა, ვერც ჩემი შეყვარება შეძლო”
“მშობლებს ვურჩევ, არ მოაკლონ ბავშვებს სიყვარული და მოფერება, რაც შეიძლება მეტი სითბო აგრძნობინონ, შთააგონონ, რომ საუკეთესოები არიან. ამით ისინი მოგებულები დარჩებიან”, – ამბობს ჩვენი რესპონდენტი, შუახნის ქალი მარი, რომლის ცხოვრებაც იმის დასტურია, როგორ შეიძლება ემსხვერპლოს ახალგაზრდის პირადი ცხოვრება არასწორ აღზრდას, როგორ შეიძლება ბავშვის უმანკო, სუფთა გული გადაიქცეს ღვარძლისა და ბოღმის, კომპლექსების ბუდედ, რისგან გათავისუფლება მოზრდილ […]











