ნატო ონიანი – ეს სახელი და გვარი ბევრს გაახსენებს ძალზე საინტერესო პერიოდს ჩვენი ქვეყნის უახლოესი წარსულიდან, როცა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარ საქართველოში ყველაფერი ახალი იყო, საბჭოთა რეჟიმისგან თავდაღწეული საზოგადოება თავისუფლებას სწავლობდა, ყველაფერი, რაც ახლა ასე თუ ისე განვითარებულია, როგორც ინსტიტუტი, შემდგარია, მაშინ იდგამდა ფეხს და მათ შორის – დამოუკიდებელი ჟურნალისტიკაც. ნატო ონიანი თავისი საავტორო გადაცემით […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
როგორი ურთიერთობა აქვს გიორგი გაბუნიას ძმის საცოლესთან
“რუსთავი 2”-ის კედლებში იშვიათი არ არის ორი ადამიანის დაწყვილება. მათ შორის ჟურნალისტი ნია ტყეშელაშვილი და ტექნიკური პროდიუსერი დათა გაბუნიაც არიან. მათი სიყვარული 6 წლის წინ დაიწყო. დათა სკანდალური განცხადებებით ცნობილი ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას, უფროსი ძმაა და, ბუნებრივია, გიორგის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის მიმართ გულგრილი ვერ დარჩება, განიცდის, თუმცა არაკეთილმოსურნეები თავად მის პირად ცხოვრებაშიც აქტიურობენ, შეყვარებული წყვილისთვის […]
მარინა კახიანი გოგოს ბებიობას სწავლობს – “ალექსანდრა ლოყებით და ტუჩებით მგავს”
რუსთაველის თეატრის მსახიობი მარინა კახიანი მეორე შვილიშვილის ბებია გახდა. გოგონა, რომელსაც ალექსანდრა დაარქვეს, შობადღეს, 7 იანვარს დაიბადა. მსახიობი ყოველი სპექტაკლის შემდეგ თავისი “ბუტია” გოგოსკენ მიიჩქარის, რომ მოეფეროს, სიყვარული და სითბო აჩუქოს. თავის ემოციებზე ის “სარკესთან” საუბრობს. – ქალბატონო მარინა, იანვარში მეორე შვილიშვილის ბებია გახდით. როგორია გოგონას ბებიობა? – გოგონას ბებიობას ახლა ვსწავლობ, ჯერ არ ვიცი, […]
65 წლის ტაქსისტი ელიკო მენთეშაშვილი: “ჩემი ერთადერთი საფიქრალია, რომ დაგირავებული ბინა გამოვისყიდო”
ელიკო მენთეშაშვილმა 40 წლის ასაკში აიხდინა ბავშვობის ოცნება, მანქანის მართვა ისწავლა და თავისი ნაშრომი ფულით “ჟიგული” შეიძინა. მაშინ სამსახურიც ჰქონდა და სახლიც თბილისში. 14 წლის წინ კი იძულებული გახდა, თავის “ჟიგულზე” ტაქსის აბრა დაედგა და საარსებო ფული მძღოლობით გამოემუშავებინა. ახლა “ოპელის” საჭეს უზის. 65 წლის ქალი ზოგჯერ დილის 4 საათამდე მუშაობს. ფულს აგროვებს, რომ გამოიხსნას […]
ნინი ონიანი: “ცოლიან კაცთან რომანი მქონდა, მაგრამ არ ვნანობ”
ნინი ონიანი ეკრანზე ახლა უკვე ნაკლებად ჩანს, მაგრამ საზოგადოების მხრიდან ინტერესი მაინც არ აკლია, მუდმივად ჭორების ეპიცენტრშია, მუდმივად წერენ მისი და ცნობილი მამაკაცების რომანებზე, თუმცა ვისთანაც აწყვილებენ, ხშირ შემთხვევაში იმ მამაკაცებს არც კი იცნობს, მაგრამ ამ მითქმა-მოთქმას უკვე შეეჩვია. საკუთარი სტუდია აქვს, რომელიც ქალების გაჯანსაღება-გალამაზებას ემსახურება, ზრდის თავის პატარა ბიჭუნა ლუკას და, როგორც გვითხრა, ახლო […]
ჯანსუღ კახიძე ქალიშვილის ნიშნობის დღეს გარდაიცვალა – “მამაჩემს მტრებმა სიცოცხლე შეუმოკლეს”
გენიალური დირიჟორისა და მუსიკოსის, ჯანსუღ კახიძისა და პიანისტ ვანდა კაკაბაძის ქალიშვილი, თეონა კახიძე, თავმდაბლობით და თავაზიანობით პირველივე შეხვედრისას მოგხიბლავთ. ის ზღაპრულ სამყაროში იზრდებოდა, სადაც საოცარი მუსიკა ჟღერდა. ბაბუა, ივანე კახიძე (თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე არსებული ცნობილი ღვინის ქარხნის დირექტორი) ქართული ტრადიციების და სიმღერის მოტრფიალე გახლდათ. ოჯახში ხშირად იმართებოდა ლხინი, მღეროდა ყველა – ბაბუა და მისი მეგობრები, […]
ეკა მჟავანაძე: “გურულმა დედამთილმა შემჭამა”
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ეკა მჟავანაძე, წარმოშობით გურულია და მისი ერთ-ერთი ამპლუაც გურული დედაა პოპულარულ სერიალებში. თუმცა თავად ფიქრობს, რომ მეგრელი ქალის როლს ბევრად უკეთ ითამაშებდა, რადგან დედა ჰყავდა მეგრელი – დადიანის ქალი და სამეგრელოსთან უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული, ვიდრე გურიასთან. ეკა მჟავანაძე, გარდა იმისა, რომ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” ერთ-ერთი აქტიური პერსონაჟია, რომელიც ამ ახალ სეზონზე […]
გოგი წულაია: ,,ცოლისთვისაც მიყვირია და ბავშვებისთვისაც”
,,დროშა ვერ დაკიდენ!” – პოლიტიკოს გოგი წულაიას ამ ფრაზას დღეს ლამის მთელი საქართველო იმეორებს. ენამოსწრებული ქუთაისელი, რომელიც ხშირად გამოდის მწვავე განცხადებებით, ორი მოწვევის პარლამენტის წევრი და პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეა. 10 წელზე მეტია ოპოზიციაშია და, როგორც ამბობს, ვერ ერთმა ხელისუფლებამ მისი მოსაწონი ჯერ ვერაფერი გააკეთა. მშვიდი და რბილი არც ოჯახშია. პედაგოგი ცოლი, ინგა […]
ბუბა ჩივაძემ 155 კილო დაიკლო – რჩევები ჭარბწონიანებს
საპარლამენტო ქალაქ ქუთაისში სკანდალურობითა და ექსკლუზივებით ცნობილი ჟურნალისტი, ბუბა ჩივაძე, დაახლოებით 2 წლის წინ მძიმე წონის გამოც იყო პოპულარული – 255 კილოგრამს იწონიდა. ეს მისთვის დიდი ტვირთი იყო, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. დიდი მასა მის ცხოვრებას, საქმიანობას, მისწრაფებებს აფერხებდა. ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, რომ ეს დისკომფორტი სამუდამოდ უნდა დამთავრებულიყო და ქირურგს მიაკითხა. სწორი კვება, ფიზიკური […]
ნუნუ გაბუნია: ,,ჩემი ქმრის თვითმკვლელობას ლეილა აბაშაძეს ვერ დავაბრალებ, მაგრამ ჩვენი გაშორების მიზეზი ნამდვილად იყო”
გოჩა აბაშიძის არასრულწლოვანი ცოლი მსახიობმა გოჩა აბაშიძემ და ნუნუ გაბუნიამ ერთმანეთი მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს. მაშინ ნუნუ სკოლის მოსწავლე იყო. წვეულების შემდეგ გოჩამ და მისმა მეგობარმა სახლამდე მიაცილეს. მეორე დღეს კი გოჩა დიდი ხნის ნაცნობივით გაბუნიებს სახლში ესტუმრა. ნუნუ გაბუნია: – გოჩა უშუალო და უკომპლექსო იყო. წინა საღამოს გამიცნო და მეორე დღეს სტუმრად მოვიდა. მას […]











