ჟურნალ „სარკის“ მიმდინარე ნომერში გამოქვეყნდა მუსიკოს გია ბაღაშვილის ვრცელი ინტერვიუ, სადაც ის ვრცლად საუბრობს საქმეზე, კონკურსზე, რომლის გამარჯვებულიც გახდა და ძალიან დიდ ტკივილზე – დედის, მანანა პატარაიას, გარდაცვალებაზე. გია ბაღაშვილი: დედის წასვლა უმძიმესი ტკივილია შვილისთვის, რომელსაც ვერაფერი ანელებს, მით უმეტეს, ვერაფერი აქრობს. დედაზე ფიქრი, მასთან მუდმივი სულიერი კავშირი და ლოცვა არის ის, რაც ოდნავ შვებას […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
მარიამ შენგელია: „ამ ასაკში სიყვარული ყველაზე ლამაზია”
„სარკე“, ავთო ჩიტიძე მომღერალმა მარიამ შენგელიამ მუსიკალურ სფეროში უკვე დიდი გზა განვლო. 15 წლიდან ის მაყურებელმა სხვადასხვა მუსიკალური კონკურსებითა და შოუებით გაიცნო. აქედან მოყოლებული ის ძალიან დამოუკიდებელი და აქტიური მომღერალია. თვლის, რომ თავის ასაკში ძალიან ბევრს მიაღწია, ამაზე მისი საკონცერტო გრაფიკიც მეტყველებს და ისიც, რომ წელს მან საქართველო ძალიან შთამბეჭდავად წარადგინა „ევროვიზიაზე“. მარიამ შენგელია ერთი […]
სალომე გოგიაშვილი: „მესაკუთრე ვარ და ეჭვიანიც, თუ ვიცი, რომ ის ჩემია, სხვა არ წარმომიდგენია მასთან“
„სარკე“,2019 წელი, ლანა კიკნაძე სალომე გოგიაშვილს დიდი ხანია არც ტელევიზიაში წაუყვანია გადაცემა და არც რადიოში, არც ტელეშოუებში ჩანს ხშირად, მაგრამ მაინც ყურადღების ცენტრშია. მისი პირადი თუ საქმიანი ცხოვრება ყოველთვის იწვევს ინტერესს. თუ როგორია ოთხი შვილის დედის ცხოვრება, რა ეტაპია მისი და მისი ქმრის, ბიზნესმენ ვახო ნიკოლაიშვილის, ქორწინებაში, ამის შესახებ სალომე თავად გვიამბობს. – სალომე, როგორ მიედინება […]
ელენე დავითაია: „დღეში 8 საათი ვვარჯიშობ, ცეკვა უმძიმეს შრომას მოითხოვს“
„სარკე“, ლიკა ოსაძე სპორტულ-სამეჯლისო ცეკვების გამორჩეული მოცეკვავე, ელენე დავითაია, ფართო საზოგადოებამ პროექტიდან „ცეკვავენ ვარსკვლავები“ გაიცნო, მაგრამ პარკეტზე ბავშვობიდან დგას. 24 წლის ასაკში კი უკვე შეუძლია, თქვას, რომ ცხოვრების საქმე ნამდვილად იპოვა და ეს ცეკვაა. დღეში 8 საათს ვარჯიშობს, რომ განვითარება არ შეწყვიტოს და წინ იაროს. ელენე სცენაზე ცეცხლოვანი, ძლიერი, რომანტიკულია, სცენის მიღმა ძალიან უშუალო, კომუნიკაბელურია. […]
ნანა ფაჩუაშვილი: „გველი შემოვიხვიე მხრებზე და ჩავიფიქრე, ჩემი შვილი კარგად ყოფილიყო”
„თავადაც გაოცებული ვარ, რამდენი რამ გადამიტანია, რა ძალა მქონია"
„სარკე“, ია ქუთათელაძე „მე უფრო მჭირდებოდა თეატრი, ვიდრე თეატრს ვჭირდებოდი მე” – ამბობს საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის პრიმადონა, ნანა ფაჩუაშვილი. ის ყოველთვის გულწრფელად საუბრობს თავის ხანგრძლივ შემოქმედებით გზასა და ცხოვრებაზე. სცენაზეც ასეთია. მის მიერ შესრულებულ ასამდე როლში, მრავალფეროვან სახეთა გალერეაში ვერ მოძებნი უმცირეს სიყალბესაც კი. თეატრისათვის თავგანწირული – ეს არის მისი ღვაწლის […]
„მე ემიგრანტის ცოლი ვარ… არ მინდა წლების მერე ასე დაბრუნებული ქმარი!“
„სარკე“ ჩემი ოჯახი დაინგრა. ამას ვამბობ, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავს. ყველა ცდილობს, საუბარი სხვა თემაზე გადაიტანონ. საქმე ის არის, რომ მე ემიგრანტის ცოლი ვარ. ჩემი ქმარი ჯერ უკრაინაში წავიდა სამუშაოდ, მერე იქ რომ ომი დაიწყო, პოლონეთში გადავიდა. იქიდან ფულს აგზავნის, მეც მელაპარაკება, შვილებსაც, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ სხვა ქალზეა დაქორწინებული. უკრაინაში სანამ იყო, მგონია, რომ […]
ლია ელიავა: „ვცდილობდი, ვყოფილიყავი ადამიანი”
ქართული კინოს ვარსკვლავმა ყველას აპატია, ვინც გული ატკინა
„სარკე“, თეონა კენჭიაშვილი 91 წლის წინ, 28 მაისს საქართველოში დაიბადა გოგონა, რომელმაც წლე-ბის შემდეგ ისე გაიბრწყინა, როგორც ნამდვილმა ვარსკვლავმა. სტანდარტები შექმნა როგორც სილამაზის, ასევე პროფესიონალიზმის, ადამიანობის, ერთგულების. ეს კაშკაშკა ვარსკვლავი მსახიობი ლია ელიავა გახლდათ. „უცნაური ხელოვნებაა კინო. გემატება წლები, გეცვლება შეხედულებები. თვითონაც იცვლები ფიზიკურად, სულიერად… მიმაჩნია, რომ ჩემი მთავარი სათქმელი მაყურებლისთვის არ მითქვამს. დრამატურგიულმა მასალამ […]
გიორგი კეკელიძე: „ილია თოფურიას ბრძოლებზე დედას აფხაზეთში მოკლული ძმის პერანგი უჭირავს ხელში”
როგორ დაიწერა წიგნი ინგა ბენდელიან-თოფურიასა და მის ჩემპიონ შვილზე - „ეს არის ამბავი ქალისა, რომელმაც ჯოჯოხეთი გამოიარა, არ გატყდა და გაიმარჯვა"
„სარკე“, რუსუდან ადვაძე „ღამით, როცა ძალიან გაგიჭირდება, ჩააბ-ნელე ოთახი, ფარდა გადაწიე და ცას გახედე. თუნდაც უმთვარო და უვარსკვლავო ღამე იყოს, სადღაც მთაზე აუცილებლად დაინახავ ნათებას, რომელიც ციცინათელას ჰგავს. შეიძლება შორეული სახლის აივნიდანაა, შეიძლება ვინმე გზას ინათებს… ეს სულ ერთია, რადგან შუქი, რომელიც უკუნეთში ბჟუტავს, შენია. შენ შეგიძლია გაამრავლო და იმყოფინო. მთავარია, ღამე ვეღარ იყოს უსასრულოდ […]
დათუნა ტატულაშვილი: „სიყვარულისგან ვკვდებოდი”
ტიკტოკერის რეალური ცხოვრება
„სარკე“, ხათუნა მაღრაძე, 2024 წელი დათუნა ტატულაშვილი არც ისე დიდიხანია, რაც „ტიკ-ტოკზე” გამოჩნდა და ეს პლატფორმა მისთვის უკვე შემოსავლის წყაროდ იქცა, თუმცა პოპულარობამ ცოტაოდენი ბულინგი და წყევლა-კრულვაც მოიყოლა მის ცხოვრებაში, რაც ზოგადად სოციალურ ქსელებში „მიღებულია”. მერე „შაბათის შოუშიც” მიიწვიეს და ახალ გარემოში მალე დამკვიდრდა. როგორც „სარკესთან” ამბობს, მისი საბოლოო მიზანი მაინც ტელევიზიაა და მომავალში თავს […]
„მამამ ახლა მოინდომა, რომ გვარი მომცეს, მაგრამ მე არ მინდა“
„სარკე“ დედაჩემს იმის მერე უფრო ვაფასებ, რაც გავიგე, როგორ ამბობდნენ ქალები უარს შვილებზე, როგორ ტოვებდნენ სამშობიაროებში. ბაბუას და ბებოსაც მას შემდეგ უფრო ვაფასებ, როცა გავიგე, როგორ უყიდდნენ მშობლები შვილებს „უკანონოდ” გაჩენილ ბავშვებს. დღეს უამრავი ადამიანი ეძებს დაკარგულ მშობლებს, დებს, ძმებს, ნათესავებს. ბევრი პოსტი მხვდება სოციალურ ქსელებში ისეთი, სადაც თავიანთ გაშვილებაზე, დაბადების ტრაგიკულ ისტორიებზე წერენ. მადლობა […]











