„სარკე“, ხათუნა მაღრაძე პოლიციის განყოფილებაში ზარი შევიდა. მამაკაცი, რომელიც ოპერატიულ მუშაკს ელაპარაკებოდა, შეშინებული იყო, ხმა უკანკალებდა. – სარდაფში სამი ადამიანის გვამია, დამეხმარეთ ვინმე, – ძლივს მოაბა უცნობმა სათქმელს თავი და პოლიციელს თავისი საცხოვრებელი სახლის მისამართი უკარნახა. … უსიამოვნო ბერიკაცი მიტოვებული სახლი, რომელიც გარეუბანში იდგა, ბათქაშაყრილი იყო, ღობე – აქა-იქ გადაქცეული, ჭიშკრის წინ კი თითქმის ათი […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
გურამ ლორთქიფანიძე: „ვფიქრობდი, მტკვარში თავი დამეხრჩო და ყველაფერი ამით დამესრულებინა“
საიდუმლო, რომელიც ლორთქიამ „სარკესთან“ გაამხილა
„სარკე“, ირინე მჭედლიძე მაშინაც შემოდგომა იდგა. თბილი, მაგრამ წვიმიანი დღე იყო. წინა დღით მსახიობმა გურამ ლორთქიფანიძემ, ახლობლებისთვის უბრალოდ ლორთქიამ, მითხრა, რომ სოლოლაკში, ლეონიძის ქუჩის კუთხეში დამელოდებოდა. ვჩქარობდი, 70 წელს გადაცილებულ მსახიობთან შეხვედრაზე არ უნდა დამეგვიანა. 10 წუთით ადრე მივედი. ჩემი რესპონდენტი კი უკვე მელოდებოდა. ღია ყავისფერი, თხელი პალტო ეცვა და ხელში უზარმაზარი, შავი ქოლგა ეჭირა… […]
ნატო ღეჩუაშვილი: „ჩემი გარდაცვლილი მეუღლის სიყვარული ისევ ჩემთან არის და არსად წავა“
გვანცა დარასელიას დედამ სიყვარული პოეზიად და სიმღერებად აქცია
„სარკე“ პოეტი და ექიმი ნატო ღეჩუაშვილი სტუდენტობისას ძალიან პოპულარული გახლდათ. მის ლექსებს იმდროინდელ ფაქტობრივად ერთადერთ ჟურნალში ბეჭდავდნენ და ცნობილი კომპოზიტორები სიმღერებს ქმნიდნენ. ნატო საკუთარ ლექსებზე სიმღერებს თავადაც ქმნიდა. როგორც ამბობს, ლექსებს ამღერებდა. ნატო ღეჩუაშვილი ორი შვილის დედაა. ერთ-ერთი ცნობილი ტელესახე, გვანცა დარასელია, გახლავთ. „…შევქმენი ოჯახი და ორი არაჩვეულებრივი შვილი შემეძინა. ის სიყვარულიც დამთავრდა გარკვეული წლების […]
ანა მიქაძე-ჩიკვაიძე: „ქმარმა ძალიან ცნობილ კინორეჟისორ ქალთან მიღალატა“
„სარკე“ „18 & 63. მე ლამაზი უკვე ვიყავი, ახლა მშვენიერი ვარ. 10 ოქტომბერს დავიბადე, საბუთებში მიწერია 11, მილოცვებს კი ვიღებ დღეიდან. აი, ასე“, _ დაწერა სოციალურ ქსელში ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ, რომელიც საზოგადოებამ ყველის ექსპერტად გაიცნო, მაგრამ მისი ცხოვრების გზა გაცილებით ფერადია, ვიდრე ერთი პროფესიული წოდება. ფილოლოგი, ოპერატორი, მხატვარი, ბიზნესმენი _ ყოველი ეტაპი მის ცხოვრებაში ახალი თავია, […]
„პატარა ბიჭიც აღარ ვარ, ოჯახის შექმნისთვის ძალიან კარგი დროა“
ზურა გორგაძის ახალი სახლი დიასახლისს ელოდება
„სარკე“ ტელეწამყვანმა ზურა გორგაძემ დიდი ხნის ოცნება აიხდინა და საკუთარი ბინა იყიდა. ოცნების სახლამდე კი 6 ბინის შეცვლა მაინც მოუწია, სანამ თავისი გემოვნებით მოწყობილ სივრცეში დაიწყებდა ცხოვრებას. ახალ სახლში ზურამ გააერთიანა თავისი ბავშვობის ემოციები, საკუთარი ხედვები და დაიკმაყოფილა ყველა ის სურვილი, რომლებიც საცხოვრებელთან დაკავშირებით ჰქონდა. მისი სახლი ვერეს ხეობას და ბაგებს გადაჰყურებს. დიდი ვერანდა, სტუდიო […]
„საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, შვიდი დღის ბავშვით დავრჩი მარტო“
თათა ვარდანაშვილი სიყვარულზე, ტკივილზე და ქალურ გამძლეობაზე
„სარკე“ მხატვარმა და დიზაინერმა თათა ვარდანაშვილმა ქართულ მოდას თავისი კვალი დააჩნია, თავისი სათქმელი თქვა. მერე იყო ურთულესი პერიოდი. წარმატებების მწვერვალზე მყოფს ცხოვრებამ არაერთი გამოცდა მოუწყო _ დაკარგა ბიზნესი, გამოსცადა ღალატი და უსამართლობა, მაგრამ არ გატყდა. დღესაც, ისევე როგორც წლების წინ, ისევ ქმნის და საკუთარ ცოდნას სხვებს გადასცემს. თათამ „სარკესთან“ თავის ცხოვრებაზე ისაუბრა, სილამაზის იმ ფორმულაზე, […]
ქართული დეტექტივი „თოხთამიშის მახვილი“ – ავტორი მაია ბურჭულაძე
დეტექტიური რომანი ციკლიდან „დიმიტრი ძნელაძე კრიმინალისტიკის ლაბირინთებში“
„სარკე“, დეტექტიური რომანი „თოხთამიშის მახვილი“ (ავტორი მაია ბურჭულაძე) რომანის გაგრძელება (დასაწყისი იხილეთ აქ) ვოვა, როგორც შეეძლო, დაპატარავდა. საერთოდ, შიში აპატარავებს ადამიანს, იმდენად – არა, რომ სრულებით გააქროს, მაგრამ თვალშისაცემად ნამდვილად კუმშავს. შეუძლებელია, ხაკისქურთუკიანმა ვოვა იცნოს, ამაზე მეტ კონსპირაციულობას შტირლიციც ვერ მოახერხებდა. ერიჰაა, შეფ! დიდ ხათაბალაში გააბი საწყალი მძღოლი, არ ჯობდა, სახაზინო მანქანაში მჯდარიყო და რადიოსთვის […]
ქართული დეტექტივი „თოხთამიშის მახვილი“ – ავტორი მაია ბურჭულაძე
დეტექტიური რომანი ციკლიდან „დიმიტრი ძნელაძე კრიმინალისტიკის ლაბირინთებში“
„სარკე“, დეტექტიური რომანი „თოხთამიშის მახვილი“ (ავტორი მაია ბურჭულაძე) რომანის გაგრძელება (დასაწყისი იხილეთ აქ). … სოლომონ დვალი, იგივე სოლო, საკუთარ გალერეაში იჯდა და ყურადღებით უსმენდა ავთო გაბედავას, იგივე ჩიორას. გალერეის ვიტრინიდან მოჩანდა ძველი თბილისის ვიწრო ქუჩა. ქუჩის გადაღმა, კაფეში, ახალგაზრდები კოქტეილს წრუპავდნენ, სიგარეტს აბოლებდნენ და უწმაწურ სიტყვებს ღეჭავდნენ. სოლომ მათ გვერდით თავისი ერთადერთი ქალიშვილი წარმოიდგინა და […]
ეთერ თათარაიძეს და ამირან არაბულს ჯვრისწერა 18 წლით დააგვიანდათ
„ჩვენ ერთმანეთს არასოდეს ვეუბნებით - „მიყვარხარ!" „შენზე ვგიჟდები!"... ყველაფერი უსიტყვოდ ხდება“
„სარკე“, ირინე მჭედლიძე ფოლკლორისტების ცნობილი წყვილის, პოეტ ეთერ თათარაიძისა და ამირან არაბულის სიყვარულის ამბავი 30 წელზე მეტს ითვლის. ქორწილი ვარდობისთვეში, მთაში შემონახული ყველა რიტუალის დაცვით გადაიხადეს. თამადა ვახუშტი კოტეტიშვილი გახლდათ. მათი შეუღლება მთელმა თუშეთმა, ხევმა და ხევსურეთმა იზეიმა. ახლა სამი შვილი ჰყავთ – მინდია, ანანო და მარიამი (თუთიკო). ბატონი ამირანი და ქალბატონი ეთერი სოფელ-სოფელ, მთა-მთა […]
ქართული დეტექტივი „თოხთამიშის მახვილი“ – ავტორი მაია ბურჭულაძე
დეტექტიური რომანი ციკლიდან „დიმიტრი ძნელაძე კრიმინალისტიკის ლაბირინთებში“
„სარკე“, მაია ბურჭულაძე, დეტექტიური რომანი ციკლიდან „დიმიტრი ძნელაძე კრიმინალისტიკის ლაბირინთებში ვოვა აზნაუროვი მანქანაში იჯდა და შეფს ელოდა. შეფი ქალთან იყო. ქალი რვასართულიანი სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა, მწვანეფარდებიან ბინაში. ადრე ვოვა ფიქრობდა, რომ ლამაზი ქალის ყურებას არაფერი სჯობდა, მაგრამ რაც შეფის საყვარელი გაიცნო, აზრი შეიცვალა. თურმე ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ლამაზი სახე, მაგრამ მაინც ტროპიკული უდაბნოს კაქტუსს […]










