ჟურნალი ,,სარკე”, ლია ოსაძე ,,როცა მოვკვდები, მოდით ჩემს საფლავზე და, როგორც ცოცხალს, ისე მომიყევით ყველაფერი. მე დაგეხმარებით!” – ეს გახლდათ მამა ვიტალი სიდორენკოს დაპირება ხალხისადმი. ის თბილისში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოშია დაკრძალული და მის საფლავთან ყოველდღე მრავალი მომლოცველი მიდის. სანთლებს ანთებენ და თავიანთ გასაჭირს უყვებიან. ვის არ შეხვდებით მის საფლავთან – ბავშვს, ახალგაზრდას, ასაკოვანს… […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
“ლაშა ქიმბარაშვილი როგორც პირუტყვს, ისე დაერია დას და დედას” – საზარელი ტრაგედია ჭოპორტში
ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე 28 თებერვალს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში მომხდარმა მკვლელობამ მრავლისმნახველი სამართალდამცავებიც კი გააოცა. ქიმბარაშვილების ოჯახში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ და პირად საუბრებში აცხადებენ, რომ დანაშაული სასტიკი მეთოდებით არის ჩადენილი. გამოძიების ინფორმაციით, 41 წლის ლაშა ქიმბარაშვილმა დედა, 63 წლის ციცი ქიმბარაშვილი და საკუთარი და, 43 წლის თეა ქიმბარაშვილი, სანადირო თოფითა და ხანჯლით მოკლა. როგორც […]
რამაზ კუბლაშვილმა სურსათით სავსე 4 ,,ტრაილერი” ისე გააქრო, ხალხი ცარიელ საბარგულებს გაოცებული ათვალიერებდა – თაღლითის საქმე
,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე რამაზ კუბლაშვილი ქართველ სამართალდამცველებს აღრიცხვაზეც კი არ ჰყოლიათ. ის ,,სამუშაოდ” საბჭოთა კავშირის დიდ ქალაქებში მიემგზავრებოდა და სამიზნედაც მსუყე ლუკმას ირჩევდა. ყველაზე მსხვილი თაღლითობა კუბლაშვილმა 34 წლის ასაკში გაითამაშა, როცა სურსათით დატვირთული ოთხი ,,ტრაილერი” ისე გააქრო, მილიცია და მანქანის მძღოლები ცარიელ საბარგულებს გაფართოებული თვალებით ათვალიერებდნენ. სამართალდამცველები ნამდვილ დამნაშავეზე ვერ გავიდნენ და საქმე გაუხსნელი […]
ანიტას ბებიას ბავშვის მონატრებამ ლექსების წერა დააწყებინა – ,,ხელებს ვიშვერ, ვერ ვპოულობ ჩემს გოგოს”
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე ,,ანიტუკა, მომენატრე, ბაჭიავ, შენი კოცნა მომენატრა კისერში. ამ ცხოვრებამ უხილავად გაქცია და მის ბილიკს დაბნეული მივყვები. ანიტუკა, მომენატრე, კიკინა, შენი ხმა და სურნელება მჭირდება. ჩემი სულის, ჩემი გულის სხივი ხარ, სიცოცხლე ხარ აკინძული ფიქრებად…” ეს ლექსი 2 წლის ანიტა ფაცაციას დაუწერა ბებიამ, თამუნა გლურჯიძემ. პატარა გოგონა ცოტა ხნის წინ ინდოეთის კლინიკაში უმძიმესი […]
ნოველა – გაზაფხული მოდის
,,სარკე”, ლელა ცუცქირიძე – აი, გაზაფხულიც მოდის. ისე მოდის, როგორც ყოველთვის მოდიოდა ჩემთვის, ჩუმად და უხმაუროდ. სიყვარულმა და ბედნიერებამ ჩემ მიღმა ჩაიქროლა უცხო ჩიტივით. არც ერთი დამნახვებია, არც ერთს მოსვლია აზრად, თუნდაც ერთხელ ჩამომჯდარიყო ჩემი ნაცრისფერი ფანჯრის რაფაზე, მინაზე მოეკაკუნებინა ოქროს ნისკარტით… ხომ გამოვაღებდი ფანჯარას, ხომ შემოვუშვებდი, ხომ დავაპურებდი, ხომ დავისვამდი ხელისგულზე, ხომ ჩავიხუტებდი… – […]
მკვლელობა გუდაურში – მერაბ კობიაშვილს თამაზ გორთამაშვილის მკვლელობა ედება ბრალად
რუსუდან ადვაძე, სარკე 16 თებერვალს გუდაურში ტრაგედია დატრიალდა. 28 წლის თამაზ გორთამაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი სამი ტყვიით მოკლეს, მისი ერთი მეგობარი კი მძიმედ დაჭრეს. მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილია – ყოფილი სამხედრო, საქართველო-რუსეთს შორის მიმდინარე ომის მონაწილე. მერაბ კობიაშვილი გუდაურში ბიზნესით იყო დაკავებული, იქ ბინებს აქირავებდა და უცხოელი ტურისტები თავად აჰყავდა. კობიაშვილის ცოლი, ნატა ქიტესაშვილი, ყვება, […]
როგორ გახდნენ ოლღა გურამიშვილის დის შთამომავლები თურქეთის პრინცესები
ჟურნალი ,,სარკე”, ლია ოსაძე ქართლის ერთ-ერთ უმდიდრეს მემამულეს, თადეოზ გურამიშვილს, რომელსაც საგურამოელ ამაყ თავადად იცნობდნენ, ოთხი შვილი ჰყავდა. პირველი ცოლისგან, რომელიც ადრე გარდაეცვალა, ორი ქალიშვილი დარჩა – ეკატერინე და ოლღა. დაობლებული გოგონები საქართველოს ისტორიაში თავიანთი ქმრების დამსახურებით შევიდნენ. ოლღა გურამიშვილი ილია ჭავჭავაძის მეუღლე, მისი ერთგული თანამეცხედრე გახდა, ეკატერინე კი ცოლად გაჰყვა რუს გენერალ დიმიტრი სტაროსელსკის, […]
ზურაბ შარია: ,,მამა ამბობს, საქართველოში რომ დავრჩენილიყავი, ან გავლოთდებოდი, ან მოვკვდებოდიო”
ჟურნალი ,,სარკე”, რუსუდან ადვაძე ამერიკაში მცხოვრები ქართველი მსახიობი და რეჟისორი, 78 წლის ნუგზარ შარია, ,,ოსკარის” ჟიურის თავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მისმა შვილმა, მსახიობმა ზურაბ შარიამ სოციალური ქსელით ამცნო საქართველოს. ,,რამდენადაც ,,ჟურნალისტებს” პოლიტიკური სკანდალის გარდა აღარაფერი აინტერესებთ და იოლი გზა ნახეს რეინტიგისთვის, მე გამცნობთ, რომ ამა წლის 5 იანვარს ლოს ანჯელესში, ,,ოსკარების” ჟიურის შეკრებაზე ჟიურის თავჯდომარედ […]
“გიგა აბრალავამ მკვლელობამდე შვილს დაურეკა, მალე დედაშენს მოვკლავო” – რას ყვება სამტრედიაში ქმრის მიერ მოკლული სალომე ბოხუას ბებია
ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე სამტრედიის მუნიციპალიტეტში ცოტა ხნის წინ შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. 28 წლის გიგა აბრალავამ თავისი შვილების დედას, 26 წლის სალომე ბოხუას, ყელი გამოჭრა. მკვლელობა სამტრედიაში, სამოქალაქო რეესტრის შენობაში, რამდენიმე ათეული ადამიანის თვალწინ მოხდა. იმ დღეს იუსტიციის სახლში ქალიშვილი მამამ მიიყვანა. შეთანხმების მიხედვით, განქორწინების აქტზე მეუღლეებს ხელი დისტანციურად, სხვადასხვა ქალაქში უნდა მოეწერათ, მამაკაცს – ბათუმში, […]
“ჩემი ძმა ჯერ აწამეს, შემდეგ ცემაში შემოაკვდათ” – კლინიკაში გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი ექიმებს უჩივის
ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე ნახეთქი ჭრილობები თავის არეში, ღრმა ნაიარევი ქვედა კიდურებზე, დაზიანებები ხელებზე და ნაკერები სხეულის სხვადასხვა არეში – 51 წლის ბესო ურუშაძის ცხედარი ოჯახის წევრებმა ასეთ მდგომარეობაში გადაასვენეს ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან ლანჩხუთში. მამაკაცის ნათესავები ამბობენ, რომ პაციენტი კლინიკაში სამკურნალოდ დეკემბერში მიიყვანეს, რამდენიმე კვირაში კი იქიდან ცხედარი წაასვენეს. ბესო ურუშაძის ნათესავები ობიექტურ გამოძიებას […]











