კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”

მერაბ სეფაშვილი: ,,ჩემი ცოლი უკეთესადაა, რწმენამ და ლოცვებმა ძალიან მიშველა”

მერაბ სეფაშვილი: ,,ჩემი ცოლი უკეთესადაა, რწმენამ და ლოცვებმა ძალიან მიშველა"

,,სარკე”, ავთო ჩიტიძე მომღერალ მერაბ სეფაშვილის ცხოვრებაში ახლა ფიქრის პერიოდია. 3 თვეა სცენაზე არ დამდგარა და წარმოდგენაც არ აქვს, როდის დაუბრუნდება საყვარელ საქმეს. თვითიზოლაციის პერიოდში ახალ სიმღერებზეც მუშაობს და მსემენელს ბევრი სიახლით წარუდგება. პანდემიის პერიოდს მერაბი ოჯახის წევრებთან ერთად ატარებს. მას ორკვირიანი კარანტინის გავლაც მოუწია, რადგან ბოლო კონცერტები საბერძნეთში ჰქონდა, სადაც კორონავირუსის შემთხვევები უკვე დაფიქსირებული […]

გიორგი ნაკაშიძე: ,,ველოდები გოგოს, რომელიც გულიდან ნაპერწკლებს გადმომიყრის”

გიორგი ნაკაშიძე: ,,ველოდები გოგოს, რომელიც გულიდან ნაპერწკლებს გადმომიყრის"

,,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე ბათუმელ მომღერალს, გიორგი ნაკაშიძეს, სტარტი ჰქონდა აღებული, ოთხი სიმღერა ჩაწერა, ალბომის გამოსაშვებად ემზადებოდა, უცებ კი სახლში, თვითიზოლაციაში აღმოჩნდა. როგორც კი საზღვრები გაიხსნება, გეზს საერთაშორისო კონკურსებისკენ აიღებს. ამაში კი ის ალბომი დაეხმარება, რომელზეც ბევრი იმუშავა. 24 წლის მომღერლის ცხოვრებაში სიყვარულის დრო მოვიდა. ელოდება გოგოს, რომელიც მის გულს დაიპყრობს (ინტერვიუ ჩაწერილია მაისში). – გიორგი, […]

ანნა იმედაშვილი: ,,დათომ პანიკა მომიხსნა და მშვიდი ორსული გამხადა”

ანნა იმედაშვილი: ,,დათომ პანიკა მომიხსნა და მშვიდი ორსული გამხადა"

,,სარკე”, ავთო ჩიტიძე რეჟისორ დათო იმედაშვილის და მისი ცოლის, ანნა იმედაშვილის, ოჯახში მატების მოლოდინია. დათო მეოთხე შვილი მამა გახდება, ანა კი – მეორე შვილის დედა. ეს სიხარული წყვილმა პანდემიის დაწყებისას გაიგო, ამიტომ ორსულობის პირველი ტრიმესტრი სახლის პირობებში ისე გაატარეს, ეს საიდუმლო არავის გაუმხილეს. სასიხარულო ამბავი მათ საერთო უფროს შვილს, პეტრეს, ახალხან ახარეს და მისი ემოციები […]

თაკო კორინთელი შეყვარებულია

თაკო კორინთელი შეყვარებულია

,,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე არაპროფესიონალი მსახიობი, რომელიც რეალურად ტელესახეა, თაკო კორინთელი ტელევიზიაში დაბრუნებას აპირებს. ,,მაესტროს” საინფორმაციო გამოშვების ყოფილ წამყვანს სერიოზული შეთავაზებები აქვს და ფიქრობს, რომ ეკრანზე უახლოეს მომავალში გამოჩნდება. მანამდე კი სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალებში” თავისი გმირის, ბარბარიკას, თამაშს გააგრძელებს. ლამაზმანი ჟურნალისტის პირადში ცვლილებაა, ამაზე ქვემოთ. მასთან  ინტერვიუ, რა თქმა უნდა, აქტიური თემით, პანდემიით, დავიწყეთ (ინტერვიუ […]

,,ნეტავ, ცოცხალი იყოს, ნეტავ, ისევ იქ ცხოვრობდეს… ხმა აუკანკალდა, მგონი, პირველად თავის ცხოვრებაში” – ნოველა

,,ნეტავ, ცოცხალი იყოს, ნეტავ, ისევ იქ ცხოვრობდეს... ხმა აუკანკალდა, მგონი, პირველად თავის ცხოვრებაში" - ნოველა

,,სარკე” ლელა ცუცქირიძე, ,,ახალი რიტუალი” მანომ მერამდენედ ამოიღო კომოდის უჯრიდან ფოტოალბომი, აღარც ახსოვს. გადაშალა, დახურა, შეინახა, ამოიღო, გადაშალა, დახურა, შეინახა… აღარც ის ახსოვდა, მერამდენე დღე იყო, რაც ამას აკეთებდა. – მოიცა, გავიხსენებ, – ჩაილაპარაკა, ჩაფიქრდა, ტუჩებიც აათამაშა და თითებიც, – მეორე კვირა გამოდის, რაც საგანგებო გამოაცხადეს, იმის მერე. მანამდე ამ ალბომისკენ ათასში ერთხელ თუ გაიხედავდა. […]

მაკა ძაგანია: ,,არის შანსი, რომ ფერმერობას მოვკიდო ხელი”

მაკა ძაგანია: ,,არის შანსი, რომ ფერმერობას მოვკიდო ხელი"

,,სარკე”, ირმა ჭკუასელი მსახიობ მაკა ძაგანიას ქმარი მსახიობი გიგა ცერცვაძეა. მათ ერთი საერთო შვილი ჰყავთ – 5 წლის გიორგი. მაკას ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან – ნუცა ჩაკვეტაძე, უკვე  უნივერსიტეტის სტუდენტია. ახლა მთელი ოჯახი ცდილობს, ერთიმეორეს გვერდით დაუდგეს და ის პაუზა, რომელიც პანდემიამ ყველას ცხოვრებაში შექმნა, ერთმანეთთან ურთიერთობით შეავსონ (ინტერვიუ ჩაწერილია მაისში). – მაკა, რას აკეთებთ, სად […]

გიორგი სუხიტაშვილი: ,,კარალეთში პაპა რომ მენახა, საშვისთვის 160-ჯერ დავრეკე”

გიორგი სუხიტაშვილი: ,,კარალეთში პაპა რომ მენახა, საშვისთვის 160-ჯერ დავრეკე"

,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე მომღერალმა გიორგი სუხიტაშვილისთვის საგანგებო მდგომარეობის დროს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი პაპა იყო, რომელიც სოფელ კარალეთში მარტო ცხოვრობს. სოციალური ქსელებით ,,მარტოპაპას” უამრავი ადამიანი იცნობს და გულშემატკივრობს. მომღერალს სხვა უამრავი საზრუნავიც აქვს, ბევრი ადამიანი ჰყავს გარშემო, რომელთა წინაშეც პასუხისმგებლობა აქვს აღებული. კრიზისულ სიტუციაში კი აღარ იცის, პრობლემებს როგორ გაუმკლავდეს. გიორგიმ ამ ყველაფერზე ,,სარკესთან” ისაუბრა (ინტერვიუ […]

ქეთი ხუციშვილი: ,,ახლა ჩემთვის ოჯახის შექმნა წარმოუდგენელია”

ქეთი ხუციშვილი: ,,ახლა ჩემთვის ოჯახის შექმნა წარმოუდგენელია"

,,სარკე”, ავთო ჩიტიძე წოლა და ვარჯიში – ასეთი იყო ,,კომედი ჯგუფის” მსახიობის, ქეთი ხუციშვილის, ბოლო 3 თვის ცხოვრების რიტმი. სამაგიეროდ, ამ პერიოდში მოახერხა პირადი სპორტული რეკორდის დამყარება. რამდენადაც ამაყობს და თავი მოაქვს თავისი ნავარჯიშები სხეულით, დაკუნთული პრესით, იმდენად ცუდად გამოსდის კერძები სამზარეულოში და დამწვარი ტაფის დემონსტრირებას სოციალურ ქსელშიც არ ერიდება. კულინარია ოჯახში მის ერთადერთ შვილს, […]

აუცილებლად ნახე თუშეთი – რა უნდა იცოდე, როცა ლეგენდებით სავსე გზას დაადგები

აუცილებლად ნახე თუშეთი - რა უნდა იცოდე, როცა ლეგენდებით სავსე გზას დაადგები

,,სარკე”, თამარ ტყემალაძე ალვანიდან იწყება რთული გზა.  რეალურად მხოლოდ აქ, ჯიპებში გადამსხდარნი ვაცნობიერებთ, რომ თუშეთი მართლა სხვანაირია. აქედან ვხვდებით, რომ უკვე ვემშვიდობებით ბარს და წინ რთული, მაგრამ შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობა გველოდება. ბანაკის წევრები ცოტა ვღელავთ, რაღაც ახალი და უცხოსთვის ვემზადებით. ყურადღებით ვუსმენთ ბანაკის ორგანიზატორებს, არ გვინდა, რამე გამოგვეპაროს. წინასწარ გაგვაფრთხილეს, ყველაფერი გაგვეთვალისწინებინა, საჭირო ნივთები წამოგვეღო, […]

ინტერვიუ ექთანთან, ვისგანაც კოვიდ-19 შვილს, დედამთილს და 6 თანამშრომელს გადაედო

ინტერვიუ ექთანთან, ვისგანაც კოვიდ-19 შვილს, დედამთილს და 6 თანამშრომელს გადაედო

,,სარკე”, რუსუდან ადვაძე აპრილის დასაწყისში დიდი ხმაური გამოიწვია თბილისში ერთ-ერთი ტაძრის მღვდელმსახურის კორონავირუსით დაინფიცირების ამბავმა. ვირუსი ასევე გამოუვლინდათ მის დას, დისშვილსა და დის დედამთილს. თავიდან ითქვა, რომ ინფიცირების წყარო ის კლინიკა იყო, სადაც სასულიერო პირის და, ნანა პაპავა, მუშაობს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ვირუსი ჯერ სასულიერო პირს შეეყარა. წყარო, ვინ და სად გადასდო ეკლესიის მსახურს ინფექცია, […]