კატეგორია: წიგნები

მკვლელი სიყვარული – კრიმინალური ნოველა

მკვლელი სიყვარული - კრიმინალური ნოველა

„სარკე“, ხათუნა მაღრაძე – არ მესმის, რატომ დამაპატიმრეს, – წარმოთქვა 50 წელს მიახლოებულმა მამაკაცმა, როცა ის ადვოკატთან შესახვედრად პაემნებისთვის განკუთნილ ოთახში შეიყვანეს. – გისოსების მიღმა მოხვედრილი პატიმრების ნახევარს სწორედ ეგ კითხვა აწუხებს. ასე რომ, მარტოობით არ დაიტანჯები, – გულგრილად შეაგება პასუხი ახალგაზრდა იურისტმა და ძველ ნაცნობს ხელი ჩამოართვა. ეჭვმიტანილი ფრიდონ ბერია თბილისში ცნობილი ბიზნესმენი იყო. […]

იდუმალი სახლი – ნოველა

იდუმალი სახლი - ნოველა

 „სარკე“, ხათუნა მაღრაძე პოლიციის განყოფილებაში ზარი შევიდა. მამაკაცი, რომელიც ოპერატიულ მუშაკს ელაპარაკებოდა, შეშინებული იყო, ხმა უკანკალებდა. – სარდაფში სამი ადამიანის გვამია, დამეხმარეთ ვინმე, – ძლივს მოაბა უცნობმა სათქმელს თავი და პოლიციელს თავისი საცხოვრებელი სახლის მისამართი უკარნახა. … უსიამოვნო ბერიკაცი მიტოვებული სახლი, რომელიც გარეუბანში იდგა, ბათქაშაყრილი იყო, ღობე – აქა-იქ გადაქცეული, ჭიშკრის წინ კი თითქმის ათი […]

ქართული დეტექტივი „თოხთამიშის მახვილი“ – ავტორი მაია ბურჭულაძე
დეტექტიური რომანი ციკლიდან „დიმიტრი ძნელაძე კრიმინალისტიკის ლაბირინთებში“

ქართული დეტექტივი „თოხთამიშის მახვილი“ – ავტორი მაია ბურჭულაძე

„სარკე“, დეტექტიური რომანი „თოხთამიშის მახვილი“ (ავტორი მაია ბურჭულაძე) რომანის გაგრძელება (დასაწყისი იხილეთ აქ) ვოვა, როგორც შეეძლო, დაპატარავდა. საერთოდ, შიში აპატარავებს ადამიანს, იმდენად – არა, რომ სრულებით გააქროს, მაგრამ თვალშისაცემად ნამდვილად კუმშავს. შეუძლებელია, ხაკისქურთუკიანმა ვოვა იცნოს, ამაზე მეტ კონსპირაციულობას შტირლიციც ვერ მოახერხებდა. ერიჰაა, შეფ! დიდ ხათაბალაში გააბი საწყალი მძღოლი, არ ჯობდა, სახაზინო მანქანაში მჯდარიყო და რადიოსთვის […]

ქართული დეტექტივი „თოხთამიშის მახვილი“ – ავტორი მაია ბურჭულაძე
დეტექტიური რომანი ციკლიდან „დიმიტრი ძნელაძე კრიმინალისტიკის ლაბირინთებში“

ქართული დეტექტივი „თოხთამიშის მახვილი“ - ავტორი მაია ბურჭულაძე

„სარკე“, დეტექტიური რომანი „თოხთამიშის მახვილი“ (ავტორი მაია ბურჭულაძე) რომანის გაგრძელება (დასაწყისი იხილეთ აქ). … სოლომონ დვალი, იგივე სოლო, საკუთარ გალერეაში იჯდა და ყურადღებით უსმენდა ავთო გაბედავას, იგივე ჩიორას. გალერეის ვიტრინიდან მოჩანდა ძველი თბილისის ვიწრო ქუჩა. ქუჩის გადაღმა, კაფეში, ახალგაზრდები კოქტეილს წრუპავდნენ, სიგარეტს აბოლებდნენ და უწმაწურ სიტყვებს ღეჭავდნენ. სოლომ მათ გვერდით თავისი ერთადერთი ქალიშვილი წარმოიდგინა და […]

ქართული დეტექტივი „თოხთამიშის მახვილი“ – ავტორი მაია ბურჭულაძე
დეტექტიური რომანი ციკლიდან „დიმიტრი ძნელაძე კრიმინალისტიკის ლაბირინთებში“

ქართული დეტექტივი „თოხთამიშის მახვილი“ - ავტორი მაია ბურჭულაძე

„სარკე“, მაია ბურჭულაძე, დეტექტიური რომანი ციკლიდან „დიმიტრი ძნელაძე კრიმინალისტიკის ლაბირინთებში ვოვა აზნაუროვი მანქანაში იჯდა და შეფს ელოდა. შეფი ქალთან იყო. ქალი რვასართულიანი სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა, მწვანეფარდებიან ბინაში. ადრე ვოვა ფიქრობდა, რომ ლამაზი ქალის ყურებას არაფერი სჯობდა, მაგრამ რაც შეფის საყვარელი გაიცნო, აზრი შეიცვალა. თურმე ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ლამაზი სახე, მაგრამ მაინც ტროპიკული უდაბნოს კაქტუსს […]

„უტაქტო“ – ავტორი ლელა ცუცქირიძე
„სარკის“ სერიიდან „ქალური მოთხრობები“

„უტაქტო“ - ავტორი ლელა ცუცქირიძე

„სარკე“, ლელა ცუცქირიძე ორი მეგობარი მყავს, მაკა და თინათინი. სხვებიც მყავს, მაგრამ ეს ორი გამორჩეულად მიყვარს. ორივე მხიარული, უპრობლემო, დადებითი, თბილი… ჰგვანან ერთმანეთს, სხვათა შორის, გარეგნულადაც. ის კი არა, ქმრებიც თითქმის ერთნაირები ჰყავთ. მათი ოჯახები იმ გასაფერადებელ ნახატებს მაგონებს, განსხვავებები რომ უნდა იპოვო. დიდი თავისტეხა არ დაგჭირდება. ჰა და ჰა, სულ ხუთიოდე განსხვავებაა. 1-ლი განსხვავება: […]

მანანა ციცქიშვილი: ,,ბაბუა დახვრეტას იმით გადაურჩა, რომ ლექსების წერა შეწყვიტა”
გობრონ აგარელი - სევდის რაინდის ტრაგიკული ბედისწერა 

მანანა ციცქიშვილი: ,,ბაბუა დახვრეტას იმით გადაურჩა, რომ ლექსების წერა შეწყვიტა"

,,სარკე”, ნანა კობახიძე გობრონ აგარელი (ციცქიშვილი) – პოეტი, ენათმეცნიერი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, 8 ენის მცოდნე, ქარიზმატული პიროვნება… გასული საუკუნის 20-იან წლებში გამოჩნდა მწერლობაში. იმ პლეადას განეკუთვნება, რომელმაც ავანგარდული აზროვნება, ახალი სიო შემატა ქართულ პოეზიას. ტერენტი გრანელთან, გალაკტიონთან, ცისფერყანწელებთან მეგობრობდა. სამწუხაროდ, გობრონ აგარელი, როგორც პოეტი, ჩვენს თანამედროვეობას ნაკლებად შემორჩა.  კრიტიკოსი და მწერალი ლერი ალიმონაკი წერს: ,,მისი […]

უცნობი ავად არის

უცნობი: ,,საქართველოში კრიზისი არაფერს ეტყობა... აა, მარტო ლარის გაუფასურებით ხართ უკმაყოფილო?! ბიჭო, რა რობოტივით მელაპარაკები!''

New soho ავრცელებს ინფორმაციას, რომ მსახიობი გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი ავად არის. ,,საყურადღებო ინფორმაცია – უცნობის ავად გახდომის გამო 20 აგვისტოს დაგეგმილი კონცერტი გადავადდა, ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის, უცნობს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. გაყიდული ბილეთების თანხა დაბრუნდება tkt.ge ზე”, – წერია განცხადებაში.

გოდერძი ჩოხელი: ,,დედაჩემმა დამიმარტოხელა და გაფითრებული სახით მითხრა, აღარასოდეს აღარ მიხვიდე იმ ადგილზე და არაფერი სთხოვო ღმერთსო”

გოდერძი ჩოხელი: ,,დედაჩემმა დამიმარტოხელა და გაფითრებული სახით მითხრა, აღარასოდეს აღარ მიხვიდე იმ ადგილზე და არაფერი სთხოვო ღმერთსო"

გოდერძი ჩოხელი ამ (სალოცავის) მოედანზე ვიცი ერთი ადგილი, სადაც კაცებიც კი ვერ მიდიან, მარტო ბალღებს მიგვესვლებოდა და სწორედ იმ ადგილას აღმოვაჩინე ბავშვობაში ჩემი უცნაური შესაძლებლობა: თუ იმ ადგილას მუხლმოდრეკილი ვილოცებდი, იმ ღამეს სიზმარში ვნახულობდი, რაც შემდეგ დღეს უნდა მომხდარიყო. თავიდან მართობდა ეს აღმოჩენა, მაგრამ მერე ისე დავიტანჯე, ახლოს აღარ ვეკარებოდი იმ ადგილს. საშინელება არის, როცა […]

უსინათლო მკვლელი

უსინათლო მკვლელი

ხმელი ფოთლების კორიანტელმა ბინდმორეულ ქუჩას რამდენჯერმე გადაუარა. ქარი გაბრაზებული ეხეთქებოდა ხის დარაბებს და ფერდაკარგულ კარს გზიდან ახვეტილ მტვერს აყრიდა. ქუჩაში მხოლოდ ერთი, ხელგაწვდილი მამაკაცი იდგა. შავი სათვალე ნახევრად უფარავდა სახეს, თითქოს ვერც ქარს გრძნობდა და ვერც წვიმით გალუმპულ ქურთუკს. კაცი შორიდან ქანდაკებას ჰგავდა. დიდი დრო გავიდა, სანამ ქუჩაში ადამიანი გამოჩნდა. გოგონა იყო. მამაკაცი წელში ოდნავ […]