ნინო ნოდია, რომელსაც შოუბიზნესში ზუზუს სახელით იცნობენ, რამდენიმე წლის წინ საოცრებათა სამყაროში მოხვდა, სადაც ის ყველაფერია, რაც ბავშვობიდან უყვარს – თავის მოვლის საშუალებები. ის ცნობილი პარფიუმერული მაღაზიის პიარმენეჯერია, ასევე ხშირად მიჰყავს სხვადასხვა კონცერტები, რაც ავალდებულებს, რომ მუდამ ფორმაში იყოს. რამდენიმე ხნის წინ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებშიც” გამოჩნდა ერთ-ერთი “სვეცკი” ქალის, პუსკუნას, სახით, რომელიც წამყვანი პერსონაჟის, […]
კატეგორია: შოუბიზნესი
დემნა გვასალიას კროკსები ბაზარზე გამოსვლამდე სრულად გაიყიდა
ოქტომბერში პარიზის მოდის კვირეულზე დემნა გვასალიას კროკსები პირველად გამოჩნდა. თუმცა ეს ის ჩვეულებრივი კროკსები არაა, რომელიც ოჯახისთვის არის განკუთვნილი. Balenciaga-ს პლატფორმიანი კროკსები $850 ღირს და პეპლებით, მოდის სახლის ლოგოებითა და სხვადასხვა სიმბოლოებით არის გაფორმებული. დემნა გვასალიას კროკსები გაყიდვაში ჩაშვებამდე, წინასწარი შეკვეთებით, სრულად გაიყიდა. როგორც Dazed წერს, ორ ფერში გადაწყვეტილი კროკსები დღის ბოლომდე აღარ იყო. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ყველასთვის […]
ანდრია გველესიანმა მაიკო ვაწაძეზე იქორწინა
მსახიობმა და მომღერალმა ანდრია გველესიანმა თავის რჩეულზე – მსახიობ მაიკო ვაწაძეზე იქორწინა. წყვილი 4 წელია ხვდება ერთმანეთს. ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნეს – ჯგუფელები იყვნენ. ერთად ითამაშეს სპექტაკლში “მუნჯი ახმედი და ზღვა”, რომელშიც შეყვარებულებს განასახიერებდნენ და აქედან დაიწყო მათი სასიყვარულო ამბავიც. შემდეგ კიდევ მოუწიათ პარტნიორობა სცენაზე, ცოტა ხნის წინ კი ანდრიამ მაიკო თავის კლიპშიც გადაიღო – […]
Temptations-ის ყოფილი სოლისტი დენის ედვარდსი გარდაიცვალა – ვიდეო
ამერიკული მუსიკალური ჯგუფ The Temptations- ის ყოფილი სოლისტი დენის ედვარდსი აშშ-ში 74 წლისა გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება. ინფორმაციას პორტალი TMZ ავრცელებს. ედვარდმა ჯგუფში 1968 წელს ვოკალისტი დევიდ რაფინი შეცვალა. მისი სოლისტობის დროს The Temptations-მა ჩაწერა კომპოზიცია Papa was a Rollin’ Stone, რომელიც “როკ-ენ-როლის შემქმნელ 500 სიმღერაში“ შევიდა. მან შეასრულა ისეთი ცნობილი სიმღერები, როგორიცაა Cloud Nine, Ball of Confusion […]
ქივანჩ თათლითუღი – ქართველი გოგონების მორიგი თურქი გულთამპყრობელი
საქართველოში თანდათანობით პოპულარობას იკრებს თურქული სერიალი „ფავორიტი“. სერიალში მთავარ როლებს თურქული კინოს ვარსკვლავები ქივანჩ თათლითუღი და ტუბა ბუიუკუსტუნი ასრულებენ. ცოტა რამ კივანჩ თათლითუღის შესახებ კივანჩ თათლითუღი – თურქი მსახიობი და მოდელია, საქართველოში პოპულარული გახდა სერიალებით „აკრძალული სიყვარული“, „ქუზეი და გუნეი“ „კურტ სეითი და ალექსანდრა“. თათლითუღი რამდენჯერმე მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო სილამაზის კონკურსებში. ქარიზმისა და ეფექტური […]
”ძლევამოსილი ბარიტონი გიორგი გაგნიძე” – რას წერს ამერიკული პრესა ქართველ მომღერალზე
ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე იანვარში, ახალ საოპერო სეზონზე, ორი როლით დაბრუნდა მეტროპოლიტენ ოპერის სცენაზე. ის მონაწილეობს სპექტაკლებში ― „სოფლის ღირსება“ და „ჯამბაზები“. ამერიკული პრესის ცნობით, მან ურთულეს გამოწვევას გაართვა თავი. ერთ დღეში ორ სრულიად განსხვავებულ ადამიანად გარდასახვა მოითხოვს როგორც დიდ პროფესიონალიზმს, ასევე დიდ ადამიანურ ენერგიას. ”ალფიოს და ტონიოს როლით გიორგი გაგნიძე წარმოჩინდა როგორც ძლევამოსილი ბარიტონი. […]
“ნარკატაკატა” – ერეკლე დეისაძის ახალი სიმღერა ინტერნეტს იპყრობს
„მის მსოფლიო ტურიზმი 2018“ კოლუმბიელი კატერინა გუტიერესი გახდა
ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის გოგონამ ვარსკვლავ მშობლებს აჯობა
32 წლის მოდელი ირინა შეიკი და ჰოლივუდის ვარსკვლავი, 41 წლის მსახიობი ბრედლი კუპერი პირველი შვილის მშობლები 2017 წლის აპრილში გახდნენ. ვარსკვლავური წყვილის პირველი შვილის სახელი და გვარი ლეა დე სენა შეიკ კუპერია. ირინა და ბრედლი 8 თვის ლეასთან ერთად ლოს-ანჯელესში, სანაპიროზე დააფიქსირეს. როგორც ფოტოებიდან ჩანს, პატარა ლეა დღითიდღე ემსაგვსება მამას და რაც ყველაზე მთავარია, ახალი ფოტოების გავრცელების […]
მერილ სტრიპმა ოსკარის 21-ე ნომინაცია მიიღო – ახალი რეკორდი
ჰოლივუდის ლეგენდარულმა მსახიობმა „ოსკარი 2018“-ზე 21-ე ნომინაცია მიიღო და მან ისტორიული რეკორდი მოხსნა. მსახიობმა ნომინაცია ფილმში The Post შესრულებული მთავარი როლისთვის მიიღო. სტრიპმა 9 ნომინაციით გაასწრო კათრინ ჰეპბერნსა და ჯეკ ნიკოლსონს. სტრიპს მიღებული აქვს ოსკარები ფილმებისთვის: „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ 1979 წელს, „სოფის არჩევანი“ 1982 წელს და „რკინის ლედი“ 2011 წელს. ბოლო ჯილდოს აღების შემდეგ, სტრიპმა ოთხი ნომინაცია მიიღო ფილმებისთვის: […]










