კატეგორია: შოუბიზნესი

კონსტანტინე კარანაძე “ტრიალებს” – ვიდეო

დღეს რუსთავი 2-ზე გაიმართა მუსიკალური პროექტის, “მხოლოდ ქართულის” პირველი ლაივ შოუ. კონკურსის პირობების მიხედვით, შოუ 1 მონაწილეს უნდა დაეტოვებინა, მაგრამ რუსთავი 2-მა ვეტოს უფლება გამოიყენა და ათივე მონაწილე დატოვა შოუში. მონაწილეთა შორის განსაკუთრებიღ დიდი ყურადღება მიიქცია კონსტანტინე კარანაძემ, რომელმაც თავისებურად შეასრულა გოგი ცაბაძის სიმღერა “ტრიალებს”. ჟიურიმ მას 48 ქულა დაუწერა. https://www.facebook.com/mkholodkartulirustavi2/videos/627396317601237/

დიკო ჯოჯუას და გიორგი გაბუნიას ინტრიგა – ,,ბევრი სიახლე და სიურპრიზი გელოდებათ”

ორშაბათს, 22:00 საათზე, „მხოლოდ ქართულის“ ლაივკონცერტები სტარტს აიღებს „რუსთავი 2“-ის ეთერში. სავარაუდოდ ორშაბათს რუსთველის თეატრში ლაივკონცერტს ტელეწამყვანები გიორგი გაბუნია და დიკო ჯოჯუა გაუძღვებიან. – ამ ეტაპზე პროექტის შესახებ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ორშაბათს ძალიან ბევრი სიახლე და სიურპრიზი ელოდება „რუსთავი 2“ -ის მაყურებელს, – უთხრა დიკო ჯოჯუამ პრაიმტაიმს. პრაიმტაიმი  

ქეთი გომართელის თამამი, ეპატაჟური და სარისკო ექსპერიმენტი – მომღერალმა ჯგუფ ,,სახის” ჰიტი ჩაწერა

მომღერალი ქეთი გომართელი ახალ,  მასშტაბურ პროექტზე მუშაობს. 90-იანი წლების ყველასათვის ცნობილი, საყვარელი და პოპულარული ჰიტების ათეული მალე გახდება მსმენელისთვის და მაყურებლისთვის ცნობილი. პირველი სიმღერა, ჯგუფი „სახის“ ჰიტი, სახელწოდებით – „როგორ მინდა, მოგეფერო“ – ახლებური ინტერპერეტაციით და სრულიად განსხვავებული ჟღერადობით  უკვე ჩაიწერა „ბრავო რექორდსში“. არანჟირება დათო ფორჩხიძეს ეკუთვნის, ხმის რეჟისურაზე ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა. სიმღერაზე ვიდეო-რგოლის გადაღება […]

შორენა ბეგაშვილს მარწყვის თაიგული მიართვეს

მსაიხიობი და ფოტომოდელი შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს, სადაც ხელში მარწყვის თაიგული უჭირავს. შორენა ბეგაშვილის გარშემო ყოველთვის არის მითქმა-მოთქმა. რამდენიმე კვირის წინ დაიწერა, რომ ის და რუსეთში მცხოვრები მილიონერი ქართველი ბიზნესმენი, ირაკლი ნანაძე, დაქორწინებას აპირებდნენ. ამ წყვილზე ჯერ კიდევ წლების წინ საუბრობდნენ. ერთი პერიოდი ამბობდნენ, რომ ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მართალი არ აღმოჩნდა, რადგან 8 […]

რუს შოუმენს ქართულმა ბომონდმა შინდისში უმასპინძლა – ,,ურგანტი… სიძე, შე ძველო!”

რუსმა შოუმენმა ივან ურგანტმა 40 წლის იუბილე თბილისში აღნიშნა და 15 არილს ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები შინდისში შეკრიბა. ურგანტს საქართველოში მომღერალმა მირანდა მირიანაშვილმა უმასპინძლა. სოციალურ ქსელებში დაბადების დღის ფოტოები და ვიდეოები გავრცელდა. ურგანტი ქართველ კომპოზიტორ დავით ევგენიძესთან, ჯაზპიანისტ დინა ვირსალაძესთან და ქრისტინე იმედაძესთან ერთად მღერის. ივან ურგანტს ცოლად ქართველი ქალი, ნატალია კიკნაძე ჰყავს. მათ ორი გოგონა […]

რა ხდება ,,ჩემი ცოლის დაქალებში” – პირველი სერია 20 აპრილს გავა – ვიდეო

პოპულარული ქართული სერიალი ,,ჩემი ცოლის დაქალები” ეკრანზე ბრუნდება. მე-13 სეზონის პირველი სერია 20 აპრილს გავა ეთერში. სერიალის ფეისბუქგვერდზე პრომო უკვე დაიდო. https://www.facebook.com/chemicolisdaqalebi/videos/2075567052496315/?t=7

,,თუ მოდელ ქალებს არ უნდათ, რომ საცვლებში ჩაუძვრნენ, მონაზვნები გახდნენ” – ამბობს კარლ ლაგერფილდი

“თუ მოდელ ქალებს არ უნდათ, რომ საცვლებში ჩაუძვრნენ, მონაზვნები გახდნენ. იქ ყოველთვის მოიძებნება ადგილი თქვენთვის”, – ამის შესახებ შანელის მოდის სახლის დირექტორმა, დიზაინერმა კარლ ლაგერფილდმა განაცხადა. -ახლა საჭიროა, ვკითხოთ მოდელებს, თუ გრძნობენ თავს კომფორტულად პოზირების დროს. ეს ყველაფერი ზედმეტია და მეტიც, სისულელეა. თუ მოდელის პროფესიას ირჩევ, უნდა იცოდე, რომ ამ ბიზნესში შეიძლება ასეთი ამბებიც შეგემთხვას. […]

თამთა შედანია ,,მხოლოდ ქართულში” გამოჩნდება – ,,საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცო, რომ მე ეს შემიძლია”

ქართველი ლამაზმანი, თამთა შედანია მალე პროექტ „მხოლოდ ქართულში” გამოჩნდება. ,,მის საქართველო” ამჯერად წამყვანის ამპლუას მოირგებს. ამის შესახებ ის ,,პრაიმტაიმთან” საუბრობს: – ძალიან მიხარია, რომ შემოვუერთდი „მხოლოდ ქართულს“. ახალი პროექტია და ჩემთვისაც სიახლეა ტელეწამყვანობა. შემოთავაზება რომ მივიღე, ცოტა ვინერვიულე. ძალიან კარგი და საინტერესო გამოწვევაა ჩემთვის. მაქვს შანსი საკუთარ თავს დავუმტკიცო, რომ შემიძლია. ახლა აქტიურად გავდივართ მოსამზადებელ პროცესს […]

მილიონი მოწონება 2 საათში – ემილი რატაიკოვსკის მორიგი თამამი ფოტო ინსტაგრამში

ცნობილი მოდელის ემილი რატაიკოვსკის მუდამ შესწევს უნარი მისი თაყვანისმცემელი მამაკაცები შოკში ჩააგდოს. ბოლო ფოტოსურათმა, სადაც მას არაფერი აცვია, გარდა გამჭვირვალე PVC საწვიმარი ქურთუკისა, ინსტაგრამში 2 საათის განმავლობაში უკვე მილიონამდე მოწონება დაიმსახურა. ასეთი ფოტოების დადება ემილისთვის უცხო არაა, რაზეც მისი 2 დღის წინ დადებული კიდევ ერთი თამამი ფოტოსურათიც მეტყველებს, რომელიც არანაკლები მოწონებით სარგებლობს. ნიუპოსტი

მერაბ ნინიძე ამერიკულ სერიალ ,,სამშობლოში” გამოჩნდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ამერიკულ სერიალ ,,სამშობლოში” მე-7 სეზონის მე-9 სერიიდან გამოჩნდება. მერაბ ნინიძე რუსი დაზვერვის მაღალჩინოსნის, მიროვის როლს ასრულებს.