კახა კუპატაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კახეთის გუბერნატორის ავარიაში მოყოლის შესახებ მედიაში ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. ,,სირცხვილია, გუბერნატორის ავარიას ანუ უბედურ შემთხვევას პოლიტიკური ქულების ჩაწერის მიზნით რომ იყენებთ და ტყუილების კასკადის ფონზე საგანგებო განცხადებებს აკეთებთ! დილიდან ამ საკითხზე აჟიტირებული ხალხისგან რამდენი ტყუილი მოვისმინე. საუბრობთ, თუმცა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. ვთქვათ, ნასვამი ყოფილიყო, რაც ჯერ ოფიციალურად დადასტურებული […]
კატეგორია: შემთხვევა
ზუგდიდში ჯპს-ის აფთიაქში მანქანა შევარდა
რუსთავის ციხის ხანძარს ორი პატიმარი ემსხვერპლა
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია ორი პატიმარი. გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხანძარი სამზარეულოში გაჩნდა. იქ მისული პატიმრის მშობლები ამბობდნენ, რომ ხანძარი ლიკვიდირებული იყო, უბრალოდ ბოლი ლეიბებს ასდიოდა, რომლებიც საწყობში ელაგა. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ციხეში ბუნტი იყო. გუშინ იუსტიციის მინისტრიც იმყოფებოდა ციხეში, თუმცა კომენტარი არ გაუკეთებია. პენიტენციური სამსახურმა გუშინ გაავრცელა […]
ნათია ჩაჩავამ ამერიკაში 69 წლის ქალი სიკვდილს გადაარჩინა – ,,გოგო, რომელსაც უკვე მთელი ნიუ ჯერსი იცნობს”
ნიუ ჯერსიში 69 წლის ქალი ყინულივით ცივ მდინარეში ჩავარდა. ის ნავსადგურის სვეტების გარშემო ცურავდა, მაგრამ სწრაფი დინების გამო ამოსვლას ვერ ახერხებდა. ის შველას ითხოვდა. მეზობლებმა, ნათია ჩაჩავამ და ჯინ სერპენტელმა ქალის ხმა გაგაიგონეს, ხმას მიჰყვნენ, იპოვეს, დახმარება აღმოუჩინეს და 911-ში დარეკეს. 69 წლის ქალი მდინარეში დახრჩობას გადარჩა. მან წყალში 30 წუთი გაატარა. ,,გოგო, რომელსაც უკვე […]
,,უიშვიათესად ნიჭიერი გეოგრაფი იყო, ზეადამიანური მეხსიერებით” – ნუგზარ დავლაძე ძმისშვილებთან ერთად იპოვეს ნანგრევებში
ბათუმის ტრაგედიას უნიჭიერესი მეცნიერი, ახალგაზრდა გეოგრაფი, ნუგზარ დავლაძე ემსხვერპლა. როგორც ამბობენ, მაშველებმა ის თავის ორ ძმისშვილთან ჩახუტებული ნახეს. სამეცნიერო ჟურნალისტი, ზაზა დობორჯგინიძე დაღუპულ მეცნიერზე წერს: „რამდენჯერაც ნუგზარს შევხვდებოდი, ყოველთვის გრძელ საუბარს ვაბამდით. უიშვიათესად ნიჭიერი გეოგრაფი იყო, ზეადამიანური მეხსიერებით. ყველანაირი თარიღი, რიცხვი და მონაცემი ზეპირად იცოდა, გეოგრაფიის ენციკლოპედიასავით იყო. როცა ვნახულობდი სულ ფილოსოფიაზე, ევოლუციაზე, პოლიტიკაზე ვლაპარაკობდით. […]
ექპსერტი: ,,ნგრევის პროცესი რამდენიმე საათით ადრე დაიწყო, უცებ არ ჩამოშლილა”
ტელეკომპანია ,,პირველთან” გენო თებიძემ განაცხადა, რომ მუშები როცა მივიდნენ დილით, პროცესი უკვე დაწყებული იყო. -მუშები დილით რომ მოვიდნენ სამუშაოების გასაახლებლად, კარი გაჭედილი დახვდათ. იქ რომ შესულიყვნენ, სპეციალური ტექნიკა გამოიყენეს. სავარაუდოდ, პროცესი უკვე დაწყებული იყო, – განაცხადა გენო თებიძემ. ექსპერტი ამბობს, რომ გენო თებიძის ნაამბობიდან ჩანს, რომ ნგრევის პროცესი რამდენიმე საათი გრძელდებოდა და არა _ რამდენიმე […]
“მაშველებს ინგა მეკეიძის შვილი ბიძასთან ჩახუტებული ამოუყვანიათ” – ბათუმში 1 ოჯახის 4 წევრი დაიღუპა
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 6 პირიდან 4 ერთი ოჯახის წევრია. გარდაცვილია 35 წლის ინგა მეკეიძე, მისი 2 არასრულწლოვანი შვილი და მაზლი. 35 წლის ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში წუხელ კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს ღამის განმავლობაში გული 4 ჯერ გაუჩერდა დილით, დაახლოებით 10 საათისთვის, ინგა მეკეიძე კლინიკაში გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებამდე მაშველებმა […]
,,სალონის თანამშრომლებს ვერ უკავშირდებიან” – ნანგრევებიდან ადამიანების ხმები ისმის, შველას ითხოვენ
ბათუმში სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. უცნობია, რა გახდა ნგრევის მიზეზი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის. ორი ბავშვის ამოყვანა მოხერხდა ნანგრევებიდან. იქ მყოფთა ინფორმაციით, ნანგრევებიდან ხმები ისმის, ისინი შველას ითხოვენ. ნიკა საჯაია წერს: ,,მხოლოდ ის მაიმედებს, რომ ბავშვები სკოლებში, ბაღებში იყვნენ, მშობლები სამსახურებში, მაგრამ ვინც სახლში იყო… სალონის თანამშრომლები, რომლებსაც ვეღარ უკავშირდებიან… საშინელებაა. ღმერთო, უშველე”.
თვითმხილველი: ,,ბავშვი შოკურ მდგომარეობაში ამოიყვანეს… 24 საათი ვიბრაციულად თხრიდნენ ქვემოთ”
ბათუმში ჩამოშლილი სადარბაზოს ნანგრევების ქვეშ მანქანა მოყვა, სადაც წლისა და სამი თვის ბავშვი იყო. მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს. ,,მთავართან” თვითმხილველი ყვება: -ბავშვს დაუზიანდა ფეხი. შოკურ მდგომარეობაში ამოიყვანეს. მეზობლები ყვებიან, იმდენს თხრიან, აღარ ჩერდებიან. მთელი კორპუსი გამოთხრილია. ქვევით 24 საათის განმავლობაში სულ ვიბრაციულად თხრიან ყველაფერს. მთავრობა არაფერში არ ეხმარება ადამიანებს, საჩივრებს არ ითვალისწინებს. არქიტექტურის სამსახური მოშლილია. მთელი […]
ნანგრევებიდან 2 წლის ბავშვის ამოყვანის ოპერაცია მიმდინარეობს
ბათუმში, 26 მაისის და აბაშიძის კვეთაზე მდებარე ხუთსართულიანი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოიშალა. ,,მთავარის” ინფორმაციით, იქვე მდგარ ავტომობილში მოყოლილია 2 წლის ბავშვი და ამ მომენტში მისი ამოყვანის ოპერაცია მიმდინარეობს. ჟურნალისტის თქმით, ბავშვი ცოცხალია, მაგრამ მას ფეხზე აქვს ტრავმა. გვერდით სადარბაზოებიდან მაშველებს სამაშველო კიბეებით ხალხი აივნებიდან ჩამოჰყავთ. მიმდინარეობს მოსახლოების ევაკუაცია.









