უკრაინაში კრიმინალური ავტორიტეტი, საქართველოს მოქალაქე სუმბატ აბასოვი, მეტსახელად „სუმბატ თბილისკი” დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრიანულ ტელეკომპანია „112“ -ზე დაყრდნობით 1tv ავრცელებს. სუმბატ აბასოვი ხარკოვში დააკავეს, როდესაც ის საზღვრის გადაკვეთას და რუსეთში გადასვლას არალეგალურად, საბუთების გარეშე ცდილობდა. აბასოვი უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისთვის ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა.
კატეგორია: სამართალი
ვინ არის ვერაზე მოკლული ყოფილი კანონიერი ქურდი გოგი (ხატოევი) რატიანი, იგივე ,,კოჩო“ – მკვლელობა შურისძიების მოტივით?
ვერაზე ტატიშვილის 26 ნომერთან მოკლული 60 წლის მამაკაცი, რომელიც წარსულში კრიმინალური ავტორიტეტი იყო, გოგი რატიანია. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის გვარად ხატოევია, გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ რამდენიმე წლის წინ გვარი რატიანად გადაიკეთა. ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, მოკლული სამართალდამცავ უწყებაშიც რატიანად არის დაფიქსირებული. ვერაზე მოკლული ყოფილი ,,კანონიერი ქურდი“ წლების განმავლობაში კრიმინალურ სამყაროში გოგი ხატოევის, მეტსახელად […]
ვერაზე მოკლული მამაკაცი გოგი ხატოევია – ”თქვეს, რომ გვერდით ოთახში მის დისშვილს ეძინა”
თბილისში, ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე კაცი მოკლეს. შემთხვევა სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. მას ტყვია თავის არეში აქვს მოხვედრილი. მეზობლების ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი წარსულში მრავალგზის ნასამართლევი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გოგი ხატოევია. მათივე ინფორმაციით, გოგი ხატოევი საკუთარ სახლში მარტო ცხოვრობდა, თუმცა მეზობლის თქმით, წუხელ მასთან დისშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც ბიძის მკვლელობის […]
ბორის კაკუბავა ხორავაზე მომხდარ მკვლელობაზე ალაპარაკდა – ”ჩემს მეცხრეკლასელ შვილიშვილზე უფროსკლასელები ძალადობდნენ”
51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმის მოწმეების მოსყიდვაში დადანაშაულებული ბაბუა დუმილს არღვევს. ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა და პოლიტიკოსმა ბორის კაკუბავამ,რომელიც პრეზიდენტ შევარდნაძეზე ტერაქტის მოწყობის ბრალდებით გაასამართლეს, კურიერს წერილი გამოუგზავნა. ორგვერდიან გზავნილში კაკუბავა წერს, რომ 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმის მოწმეები არ მოუსყიდია და ეს კამპანია დაინტერესებულმა პირებმა აუგორეს. ბორის კაკუბავას სიძე თენგიზ კალანდია ახლა გლდანის ციხეში სისხლიანი გარჩევის საქმეზე […]
24 წლის გოგონა ვლადიკავკაზიდან ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილია
ტარიელ სუარი: ,,გაქურდეს უსინათლო ბავშვთა ფონდის ბიურო”
რამდენიმე საათის წინ უსინათლო ბავშვთა ფონდის ბიურო გაქურდეს. ამის შესახებ ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს კლასიკოსი გიტარისტი ტარიელ სუარი, რომელიც უსინათლო ბავშვთა საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტია. ,,წაღებულია კომპიუტერები და ასე შემდეგ… არ დაგიმალავთ და გამიკვირდა. იმედს ვიტოვებ, ქურდმა არ იცოდა, რას აკეთებდა”, – დაწერა მუსიკოსმა. მან ჩვენება უკვე მისცა. ტარიელ სუარი დიდი ხანია უსინათლო ბავშვთა პრობლემებზე მუსაობს […]
ტრანსგენდერების აქციაზე გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს
იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ორგანიზაცია „ქალთა მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის პარალელურად, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრები კონტრაქციის გამართვის მიზნით შეიკრიბნენ. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველები იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი აქციის წევრებს შორის დაპირისპირების და მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით იმყოფებიან. უწყებაში “ნიუპოსტს” განუცხადეს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, შესაძლო ინციდენტის თავიდან აცილების მიზნით ორგანიზაცია „ქალთა მოძრაობის“ და “მართლმადიდებელ […]
შსს – “სანდრო შონიას მე-8 სართულიდან გადმოხტომა “ლურჯ ვეშაპს” არ უკავშირდება”
5 მარტს, დიღმის მასივში საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან არასრულწლოვანი გადახტა, რომელიც დაზიანებებით ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს. მოზარდის და სუიციდის მცდელობას „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირებს. ინფორმაციას ამის შესახებ სალომე შონია სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ამ ეტაპზე არასრულწლოვანის ინტერნეტთამაშთან კავშირი არ დასტურდება. “შეტყობინებების მიღებისთანავე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს […]
გმირთა მოედანზე ტრანსგენდერ ქალს სცემეს
გმირთა მოედანზე ტრანსგენდერ ქალს, გაბრიელას სცემეს. როგორც გაბრიელამ On.ge-ს უთხრა, მას 5 მარტს, გვიან ღამით უცნობი კაცი დაესხა თავს. მისი განმარტებით, მას წინა დღესაც თავდაცვის სამინისტროსთან დაესხნენ თავს: “[მითხრა] შენ ის არ ხარ, ძმაკაცები რომ დააჭერინაო და რკინა დამარტყა მუცელში”. შსს-ს პრესსამსახურმა On.ge-ს უთხრა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
სვეტიცხოველში მამაკაცი დაჭრეს – “ტაძრიდან გამოვიდა, ყელიდან სისხლი სდიოდა”
მცხეთაში, სვეტიცხოვლის ეზოში, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. თვითმხილველთა თქმით, დაჭრილი ტაძრიდან გამოვიდა, როდესაც უცნობი პირი მას თავს დაესხა. ბრალდებული ადგილზე დააკავეს. მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში აღნიშნება. – ტაძრიდან გამოვიდა მრევლი, მას ორი ბიჭი გამოჰყვა, ყელზე დააჭირეს ხელი, თუმცა სისხლის მაინც ჩქეფდა. როგორც ექიმებმა თქვეს, საძილე არტერია გადაუჭრა, – აცხადებს თვითმხილველი. დაჭრილი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. […]











