მცხეთის რაიონში, სოფელ მუხრანში მომხდარმა ოჯახურმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. 54 წლის გიორგი ოკინაშვილმა სანადირო თოფით მეუღლე და 21 წლის რძალი სასიკვდილოდ დაჭრა, ასევე მძიმედ დაჭრა ერთადერთი ვაჟი – შაკო. როგორც ამბობენ, ბაბუა 4 თვის შვილიშვილის მოკვლასაც აპირებდა, თუმცა პატარა ბიჭუნა ნათესავმა სამშვიდობოს გამოიყვანა. თურმე, მან იმ მამაკაცის მისამართითაც გაისროლა, რომელსაც პატარა ჩახუტებული ჰყავდა და სახლიდან გაჰყავდა. […]
კატეგორია: სამართალი
82 წლის ალექსანდრა ტერუნი ბათუმში ცემეს – ის ტვინის შერყევით საავადმყოფოში წევს
82 წლის ალექსანდრა ტერუნი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბათუმში ვალის გამო გაყიდულ ყოფილ საცხოვრებელში ამწეთი შეაღწია, ტვინის შერყევით კლინიკაში მოხვდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. მას ბინის ახალმა მესაკუთრეებმა მას შემდეგ სცემეს, როცა მოხუცი სამართალდამცველებმა გამოასახლეს, ის კი ეზოს დატოვებას არ აპირებდა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით […]
ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული 4 მამაკაცი ცოლებმა გამოაშვებინეს – რა ხდება გორში
გორის სასამართლომ ერთ კვირაში ოთხი პირი გაამართლა, რომელთაც, ოჯახურ ძალადობის მუხლით, ბრალი ჰქონდათ წაყენებული. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ბრალდებულების ინტერესების დამცველებმა განუცხადეს. მათი განმარტებით, საქმეებში არ არსებობს რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც ჩადენილ დანაშაულს დაადასტურებს. ადვოკატი ნოდარ ცინცაძე ამბობს, რომ სახეზეა პირის მიერ ჩადენილი ქმედების არასწორე კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტი. – ერთ-ერთ საქმეზე, მაგალითად, მეუღლეებს დავა […]
ამ წუთებში ,,ქართული მარშის” კიდევ ერთი წევრი დააკავეს
ნუგზარ კახიძის მკვლელობამდე მის კომპანიაში წილების გადანაწილება მიმდინარეობდა – პოლიცია ქილერს ეძებს
თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. საკუთარ სახლში ჩაცხრილული ბიზნესმენის, ნუგზარ კახიძის ახლობლები პირად საუბარში არ გამორიცხავენ, რომ კახიძე დაქირავებულმა ქილერმა მოკლა. მათი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ეს არის შეკვეთილი მკვლელობა. მკვლელობა კი შესაძლოა გარდაცვლილის ბიზნესინტერესებს უკავშირდებოდეს. როგორც ირკვევა, კახიძე შპს „ვარკეთილი 96“-ის 15 პროცენტიანი წილის მფლობელი იყო. ნუგზარ კახიძის ახლობელი იხსენებს, […]
მამუკა გამყრელიძე მძახალის მკვლელობაზე: ,,ნუგზარი კარს ხურავდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო, მკვლელი შეძვრა და ესროლა”
რამდენიმე საათის წინ თბილისში მოკლულ ნუგზარ კახიძის ოჯახს არანაირი ვერსია არ აქვს, ვინ შეიძლება მკვლელი იყოს. როგორც ამბობენ, მას კონფლიქტი არავისთან ჰქონია. კახიძეს მკვლელმა 7 ტყვია ესროლა გულმკერდის არეში. ის ადგილზე გარდაიცვალა. ნუგზარ კახიძე დიპლომატ მამუკა გამყრელიძის მძახალი გახლდათ. -ფოსტა მოიტანესო, ნუკრის დაუძახა დამხმარემ. მკვლელმა ამოიღო იარაღი. ნუკრი კარს ხურავდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო, მკვლელი შეძვრა […]
ნუგზარ კახიძის მკვლელი ოჯახის დამხმარე ქალს ,,საქართველოს ბანკის” თანამშრომლად გაეცნო
თბილისში მოკლული ბიზნესმენის, ნუგზარ კახიძის ახლობლებს და ოჯახის დამხმარე ქალს, რომელიც დანაშაულის ერთადერთი თვითმხილველია, პოლიცია კითხავს. დამნაშავემ აღნიშნული ქალბატონიც დაჭრა და ის თავდაპირველად სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. მკვლელობა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. ერთ-ერთი ბაზრობის მეწილე და ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, მას 7 ტყვია აქვს მოხვედრილი. […]
გიორგი გაბუნიას დაცვა დაუნიშნეს: ,,მუდმივ სტრესში ვარ, სახლშიც არ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ”
ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია სამართლადამცავებმა ამჯერად სოციალურ ქსელში მისი მისამართით გავრცელებულ მუქარის შემცველ წერილებთან დაკავშირებით დაიბარეს. ჟურნალისტმა გამოკითხვაზე შესვლამდე მედიასთან ისაუბრა: -უკვე იძულებული ვარ, დაცვით გადავადგილდე. მუდმივ სტრესში მიწევს არა მარტო მუშაობა, არამედ უკვე უბრალოდ ქუჩაში მოძრაობაც კი. თუ აქამდე სამსახურში ვიყავი საფრთხის ქვეშ, ახლა უკვე პირდაპირ მიმანიშნებენ, რომ სახლშიც კი ვერ ვიგრძნობ უსაფრთხოდ თავს. ეს […]
თბილისში ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე საკუთარ სახლთან მოკლეს, დაჭრილია მისი ოჯახის დამხმარე ქალი
ცოტა ხნის წინ თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე საცხოვრებელ სახლთან მოკლეს, თვითმხილველი კი დაჭრეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ნუგზარ კახიძის რძალმა, თამარ გამყრელიძემ განუცხადა. მისი თქმით, დაჭრილია ბიზნესმენის დამხმარე ქალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცლხეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და […]
პოლიცია: “სანდრო ბრეგაძე არ გვიცემია”
“ქართული მარში” სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლიციელებმა “მარშის” ლიდერს, სანდრო ბრეგაძეს სცემეს. “პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემია “ქართული მარშის” ლიდერი – სანდრო ბრეგაძე !!!”, – ამ ინფორმაციასთან ერთად მარშის წევრები ფოტოსაც ავრცელებენ. შსს-ში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. “ინფორმაცია სანდრო ბრეგაძის ცემის შესახებ არის მტკნარი სიცრუე და შსს აღნიშნულს არ ადასტურებს. ხვალ დილით ექიმების თანხმობის შემთხვევაში სანდრო ბრეგაძეს მოუწევს გამოძიებისთვის […]











