არსებული ინფორმაციით, მამაკაცს, რომელმაც 13 წლის ძმისშვილი დანით მოკლა, ფსიქიკური პრობლემები აქვს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ნარკომომხმარებელიც არის. თუმცა ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძე ნარკომომხმარებელი არ არის. მას ბოლო პერიოდში გარკვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მათივე თქმით, 13 წლის ბავშვი ირემაძის ოჯახში ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა და იზრდებოდა და მას ბავშვი უზომოდ უყვარდა. -ბავშვი […]
კატეგორია: სამართალი
,,60 წლის კაცმა 16 წლამდე მეზობლის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა” -დაკავებული დანაშაულს აღიარებს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარყვნილი ქმედების ბრალდებით კასპში ერთი პირი დააკავა. უწყების განცხადებაში ნათქვამია: ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული რ.ბ., გარყვნილი ქმედების ბრალდებით კასპში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში მცირეწლოვანი მეზობლის […]
ბელგიაში 27 წლის ქართველმა ბანკი კანალიზაციის გავლით გაძარცვა – ვიდეოში გაოცებული ბელგიელები
ბელგიაში, ბანკი გაძარცვეს. ქურდები იქ საკანალიზაციო მილის გავლით შევიდნენ. წაღებული თანხმა ამ დროისთვის უცნობია. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, ძარცვაში სამი მამაკაცი იღებდა მონაწილეობას, ერთ-ერთი მათგანი კი დაკავებულია, ის ეთნიკურად ქართველი 27 წლის მამაკაცია. იმისთვის, რომ დამნაშავეებს ბანკში შეეღწიათ, მათ კანალიზაციის სისტემა და ორი გვირაბი გამოიყენეს. კვირა.ჯი
გაზით გარდაცვლილი გორელი ძმების სახლი მათი დაკრძალვის დღეს გაქურდეს
,,თბილისში, ბუნებრივი აირის ნამწვავის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი გორელი ძმების სახლი მათი დაკრძალვის დღეს გაქურდეს”, – ინფორმაცია ამის შესახებ გორის სათემო რადიო “მოზაიკას” მიაწოდეს. წყაროს თქმით, სახლში მაშინ შეაღწიეს, როდესაც ყველა სასაფლაოზე იმყოფებოდა. -სავარაუდოდ, იმ დროს შევიდნენ სახლში, როდესაც ყველა სასაფლაოზე იყო. ოჯახის წევრების ჩანთები გახსნეს და ფული მოიპარეს, – განუცხადეს რადიო ,,მოზაიკას”. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ. […]
,,მეუღლეც კარგი ჰყავს, მშრომელი ხალხია” – რას ყვებიან კაცზე, რომელიც შვილზე სექსუალური ძალადობის გამო დააკავეს
საზარელი ფაქტი მოხდა გორში – პოლიციამ 14 წლის შვილის მიმართ სექსუალური ქმედების ბრალდებით მამა დააკავა. შინაგან სამეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონა სოციალური სააგენტოს თანამშრომლების მიერ უკვე გადაყვანილია სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში. ,,მშრომელი ხალხი არიან, მეუღლეც კარგი ჰყავს, ოჯახში რა მოხდა, არავინ იცის”, – ყვება მეზობელი. სიუჟეტი სრულად ვიდეოში.
თბილისის სკოლაში სასწრაფო და პოლიციაა მობილიზებული
თბილისის 61-ე სკოლასთან საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დაპირისპირება სკოლის მე-11 კლასელებს შორის მოხდა, თუმცა არავინ დაშავებულა. სკოლაში პოლიცია სკოლის მანდატურმა გამოიძახა. მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია. იმედინიუსი
“თავს მოვიკლავ და მაგას არ გავყვები” – 28 წლის მამაკაცმა ბიძაშვილი მოიტაცა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც საკუთარი ბიძაშვილი ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა. შემთხვევა იორმუღანლოს თემის სოფელ ქეშალოში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ამ სოფელში მცხოვრები მეთორმეტეკლასელი გოგონა მამის დისშვილმა მოიტაცა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, 28 წლის ბიჭმა გოგონა საკუთარი სახლიდან მაშინ მოიტაცა, როცა ნათესავის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა. შემთხვევა 27 იანვარს მოხდა, სამართალდამცველებმა სკოლის მოსწავლე სახლში 30 იანვარს […]
ნაილი გამეზარდაშვილი: “ერთხელ პოლიციის საპირფარეშოში ჩამკეტეს” – პოლიციელი ქალი კოლეგებს სექსიზმში ადანაშაულებს
პრესით, ტელევიზიით, სოციალური ქსელებით ხშირად ვრცელდება ინფორმაციები სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობის თუ კოლეგების მხრიდან თანამშრომელთა უფლებების დარღვევის, მათი ფსიქოლოგიური თუ სექსუალური შევიწროების შესახებ. როგორც წესი, ამაზე სამართალდამცავები და შესაბამისი უწყებები რეაგირებენ, დავა ხშირად სასამართლოში გრძელდება. ამჯერად კი უფლებების შელახვასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე თავად პოლიციელი ქალი ალაპარაკდა, რომელიც აცხადებს, რომ წლების განმავლობაში სამსახურში ის […]
გარდაცვლილი გოგონას დედას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რომელსაც არღვევდა
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ გარდაცვლილი ბავშვის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტის შესახებ შსს-ში შეტყობინება 6 იანვარს შევიდა და მცირეწლოვანის დედა დააკავეს. უწყების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დედის მიმართ შემაკავებელი ორდერი იქნა გამოწერილი, რომლის მიხედვითაც, ქალს შვილთან კონტაქტი ეკრძალებოდა. 4 წლის მცირეწლოვანის გარდაცვალების მიზეზის […]
4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დედინაცვალი დააკავეს
,,პირველი არხის” ინფორმაციით, თბილისში 4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დედა დააკავეს. მეზობლების თქმით, გოგონა მისი ბიოლოგიური შვილი არ არის. ყვებიან, რომ ქალი გოგონას და მისი 5 წლის ძმას ხშირად სასიკვდილოდ სცემდა. გოგონას გარდაცვალების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ფაქტზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.










