თბილისში, სანზონაში, ლიახვის ქუჩაზე 17 წლის ბიჭი მოკლეს. ,,პირველის” ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეს ათობით ჭრილობა მიაყენეს. ის მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი პირი მონაწილეობდა სისხლიან გარჩევაში. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს შორის კონფლიქტი რამდენიმე დღის წინ დაიწყო და დღეს გაგრძელდა. ჯერჯერობით არავინ არის დაკავებული. ექსპერტ-კრიმინალისტები ამ წუთებში ნივთმტკიცებებს ეძებენ. ადგილობრივების […]
კატეგორია: სამართალი
თბილისში 15 წლის ბიჭი მოკლეს
,,ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, თბილისში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 15 წლის ბავშვი. მკვლელობა სანზონაში მოხდა. მარიამ გაფრინდაშვილის ინფორმაციით, შესაძლოა ეს იყო სისხლიანი გარჩევა. კიდევ ერთი მოზარდი დაჭრილია. შსს-ში ჯერჯერობით არ ადასტურებენ მოზარდის გარდაცვალებას.დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
გლდანის ციხეში 32 წლის პატიმარი გარდაიცვალა
გლდანის ციხეში პატიმარი, 32 წლის იგორ გრიგორენკო გარდაიცვალა. ბრალდებულის ადვოკატის, ჯაბა კოჭლამაზაშვილის თქმით, ის ხშირად იყო პატიმრების მხრიდან თავდასხმის ობიქეტი. შეხვედრებისას ის აფიქსირებდა სურვილს, რომ გადაეყვანათ სამარტოვო საგანში. ადვოკატი ერთ-ერთ მიზეზად განიხილავს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესაბასაც. გამოძიება ედავებოდა ნარკოტიკების შეძენა-შენახვას. გრიგორენკო ბრალს აღიარებდა.
თბილისში ,,საქართველოს ბანკში” ძარცვის და მძევლების აყვანის მცდელობა იყო
40-დღიანი შიმშილობის შემდეგ პატიმარი გლდანის ციხეში გარდაიცვალა – გიორგი ფასეიშვილის საბედისწერო პროტესტი
2018 წელს გლდანის ციხეში 34 წლის გიორგი ფასეიშვილი გარდაიცვალა. ის 40 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ,,40-დღიანი შიმშილობის შემდეგ პატიმარი, 34 წლის გიორგი ფასეიშვილი გარდაიცვალა. პროტესტის ამ ფორმით გიორგი ფასეიშვილი გათავისუფლებას ითხოვდა, რომელიც გლდანის საპატიმროში იყო მოთავსებული. 40 დღის განმავლობაში ის საკვების მიღებასა და მედიკამენტოზურ მკურნალობაზე უარს აცხადებდა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ ბრალდებული […]
აქციაზე მამაკაცი გარდაიცვალა – შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრო ,,რადიო თავისუფლებას” უდასტურებს ინფორმაციას, რომ მამაკაცი, რომელიც რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარე აქციაზე შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი რუსთავის ცენტრალურ კლინიკაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა.
ეჭვიანობის გამო კაცმა ცოლი დაჭრა, მეზობელი კი მოკლა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბორჯომში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ეჭვიანობის გამო სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ში აცხადებენ, რომ ამის შემდეგ, ბრალდებულმა თავის მეუღლეს ცივი […]
უმძიმეს კადრებში ჩანს, ანასტასია როგორ გარბის, მკვლელი კი ტყვიებს ახლის – მედიაში ვიდეომასალა ვრცელდება
მედიაში ანასტასია შატალოვას მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალა ვრცელდება. კადრები სანახავად ძალიან მძიმეა. მკვლელი შატალოვას საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან ხვდება და როცა ქალი კარის გაღებას ცდილობს, ის იარაღს ესვრის. ანასტასია გარბის, მკვლელი მისდევს და ისევ ახლის ტყვიებს. პირი, რომელსაც სახე შავი ნაჭრით ჰქონდა დაფარული, 27 წლის ანასტასია შატალოვას ოთხი საათის განმავლობაში ელოდებოდა. ოფიციალური ინფორმაციით, შატალოვას ზურგში 7-ჯერ ესროლეს. […]
რამდენი წელი ემუქრებათ ბათუმელ მოზარდებს, რომლებმაც თანატოლი გოგო სცემეს და დაამცირეს
„მშობლებმა მიმართეს პოლიციას,“ – ამბობს იმ სკოლის დირექტორი, რომლის მოსწავლეებს შორის ძალადობის ამსახველი ვიდეო ტიკ-ტოკში გავრცელდა. ბათუმში ერთ-ერთი საჯარო სკოლის მერვეკლასელებმა იჩხუბეს. ვიდეოს მიხედვით, არასრულწლოვანი გოგოები თანატოლს ფიზიკური ძალადობით ემუქრებიან, თუკი უცენზურო სიტყვებს არ გაიმეორებს საკუთარი თავის მიმართ. შემთხვევა სავარაუდოდ ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა და მოძალადეები სავარუდოდ თავადვე იღებდნენ ვიდეოს. „დავადგინეთ, რომ მშობლებმა იცოდნენ უკვე […]
“ანასტასია შატალოვას კონფლიქტი მხოლოდ ზურაბ ბერიძესთან ჰქონდა” – რას ყვება მოკლულის დედა
17 ოქტომბერს ღამით საბურთალოზე ანასტასია შატალოვა მოკლეს. “კურიერი” მოკლული ანასტასია შატალოვას დედას დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად რუსეთში იმყოფება. გარდაცვლილის ოჯახის წევრის თქმით, მის შვილს არავისთან ჰქონია კონფლიქტი, გარდა ბათუმის ვიცე-მერ ზურაბ ბერიძისა. ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი კი ამბობს, რომ შატალოვა ბოლოს 6 თვის წინ ნახა. ანასტასია შატალოვას დედა ასევე “კურიერთან” საუბრისას ამბობს, რომ საქმეზე მხოლოდ ის ფაქტები იცის, რასაც მედია […]










