კატეგორია: პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: „საქართველოში პენსია იქნება 400 ლარი, პოლიციელების ხელფასი ― 2000 ლარი“

ხელისუფლება საქართველოში უნდა შეიცვალოს წელსვე საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ – ეს განცხადება, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პარტიის სახელით ვიდეო-მიმართვა გაავრცელა. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ამბობს, რომ ის ქვეყანაში დაბრუნდება და იმ დაპირებების შესრულებას აპირებს, რომელსაც ის მოსახლეობას აძლევს. მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა, იმ მძიმე სოციალური ფონის შესახებ, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობა ცხოვრობს. […]

,,ოცნების” მაჟორიტარები პარლამენტში არჩევის შემდეგ უფრო გამდიდრდნენ

ოპოზიციამ გაარკვია, რომ ქართული ოცნების მაჟორიტარები პარლამენტში არჩევის შემდეგ უფრო მეტად გამდიდრდნენ. გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის, ოჯახის კომპანია ,,იბოლიამ” მარტში, დაახლოებით, 1,5 მილიონის ღირებულების 3 სხვადასხვა ტენდერი მოიგო. ქართული ოცნების წევრის ოჯახის კომპანია შიდა ქართლში ადგილობრივი ხელისუფლების რჩეული კომპანიაა და სახელწიფო დაკვეთებსაც უმეტესად მას აძლევენ. მაგალითად, 7 მარტს ბიუჯეტიდან 0,5 მილიონი დეპუტატმა გორში სამების ქუჩის სარეაბილიტაციო […]

კახა კუკავა: “კალაძე დოლიძელი ხულიგნებით არ უნდა დადიოდეს”

“ახალი თაობის” კითხვებს ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პასუხობს. – ბატონო კახა, თბილისის გენგეგმის ხმაურიან განხილვას თქვენც ესწრებოდით. ოპოზიციასა და თბილის მერს შორის სერიოზული დაპირისპირება მოხდა. კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია იქ პროვოკაციის მოსაწყობად მივიდა. რას იტყვით თქვენ? – პირველ რიგში ვიტყვი, რომ ნაწილობრივ დავეთანხმები ამ განცხადებაში კალაძეს და გეტყვით, რომ იქ რამდენიმე ოპოზიციური პარტია მართლაც […]

მაია ცქიტიშვილი ინფრასტრუქტურის სამინისტროში დიდ ცვლილებებს აპირებს – ვინ დატოვებს პოსტებს

ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის ცვლილების შემდეგ მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება სამინისტროს დაქვემდებარებულ სტრუქტურებშიც. სავარაუდოდ თანამდებობებს დატოვებენ მინისტრის მოადგილეები და საგზაო დეპარტემანტის ხელმძღვანელი. სტრუქტურულ ერთეულებში ცვლილებების შესახებ ახალი მინისტრი მაია ცქიტიშვილი განცხადებას მომავალ დღეებში გააკეთებს. შეგახსენებთ, სამთავრობო ცვლილებების შესახებ განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, გიორგი კვირიკაშვილმა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრად მაია ცქიტისვილი დანიშნა, ამ თანამდებობაზე მან ზურაბ ალავიძე […]

ელენე ხოშტარია: ,,კახი კალაძე წამოხტა, გამაწყვეტინა, იძალადა და არაფრით გაჩერდა” – მერისა და დეპუტატის დაპირისპირების კადრები

მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა თბილისის გენგეგმის საჯარო განხილვა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მწვავე განცხადებებით გამოვიდნენ მერიის მისამართით. განსაკუთრებით აქტიურობდა “ევროპული საქართველოს” ლიდერი ელენე ხოშტარია. თბილისის მერ კახი კალაძესა და ელენე ხოშტარიას შორის მწვავე დაპირისპირება მოხდა. – თქვენ არც კომპეტენტური ხართ და არც პროფესიონალი, – მიმართა კალაძემ ხოშტარიას. ხმაურიანი განხილვის შემდეგ ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია ,,პირველის” ეთერში ისაუბრა: […]

ამერიკა საქართველოს 105 მილიონი დოლარით დაეხმარება

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბიუჯეტის კანონპროექტს, რომელიც ამერიკის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს 1.3 მილიარდი დოლარით – საბიუჯეტო წლის ბოლომდე – 30 სექტემბრამდე დააფინანსებს. პრეზიდენტმა ბიუჯეტის პროექტი გააკრიტიკა, თუმცა განცხადების გაკეთებისას თქვა, რომ კანონპროექტს ხელს მხოლოდ „ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე აწერს.“ რამდენიმე საათით ადრე კი პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ თქვა, რომ კანონპროექტისთვის ვეტოს დადებას აპირებდა. ახლა უკვე ბიუჯეტის […]

კახი კალაძე: ,,თმები შევიჭერი, ღამის კლუბშიც ვიყავი ქალაქის ბიუჯეტით”

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერს, კახა კალაძეს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. მის ამ ბრალდებებს თბილისის მერმა აბსურდული უწოდა და ჟურნალისტების კითხვებს ხუმრობით უპასუხა: -თმები შევიჭერი ქალაქის ბიუჯეტით. ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხები, წავედი მილანში, ბილეთებში დავხარჯე ქალაქის ბიუჯეტიდან აღებული თანხები. იქ კიდევ ვიღაცები დავპატიჟე ბარში, რესტორანში, ესეც ქალაქის ბიუჯეტის თანხებით. მერე თმები […]

გიორგი კვირიკაშვილი: ,,ვინც ევროპაში 90 დღეზე მეტი ხნით დარჩება, საქართველო მოძებნის, ხარჯებს კი ის ადამიანი დაფარავს”

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ იმ მოქალაქეებს, ვინც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში 90 დღეზე მეტი ხნით დარჩება, მას საქართველო მოძებნის. -დღეს, როდესაც ადამიანი მიდის ვიზით ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, მისი შემოსვლის თარიღის დაფიქსირება კონტროლის მიზნით არ ხორციელდება. ჩვენ დავაყენებთ სპეციალურ პროგრამას საბაჟო-გამსვლელ პუნქტებზე და როდესაც ადამიანი გაემგზავრება ევროპის მიმართულებით, უვიზო მიმოსვლის პროცედურებით გათვალისწინებული სამი თვის გასვლის შემდეგ […]

ზაზა პაპუაშვილი: ,,რუსეთს სხვა ქვეყნებმა მიხედონ, მე რატომ უნდა შევუვარდე მუხლუხოებში?”

საქართველოს პარლამენტის წევრმა ,,ოცნებიდან”, მსახუობმა ზაზა პაპუაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა ,,რეაქციაში” საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა და თქვა: -რუსეთზე, რომ ლაპარაკობენ სირცხვილია. ჩვენზე ძლიერი ქვეყნები შეიარაღებით, ეკონომიკით, ფინანსებით… მიხედონ ამ რუსეთს. აიღონ და ესროლონ ჯაველინები და გააჩერონ ისინი. მე, ქართველ კაცს, რატომ მევალება, რომ შევუვარდე მუხლუხოებში? მე უნდა მოვისპო და ამოვწყდე, რომ სხვა ქვეყნებმა თქვან, ნახეთ, […]

„ევროპულ საქართველოს“ მეძავების პარტია უნდა დარქმეოდა” – ცემა-ტყეპა ზუგდიდის საკრებულოში – ვიდეო

ზუგდიდის მერიაში საკრებულოს სხდომის მსვლელობისას ერთმანეთს  “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” დეპუტატები დაუპირისპირდნენ. საკრებულოს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის შექმნის საკითხი განიხილებოდა. “ნაციონალური მოძრაობის” სიით გასული წევრი “ევროპულ საქართველოში” გადავიდა.  განხილვას ენმ-ს დეპუტატის, ანი წითლიძის რეპლიკა მოჰყვა. – „ევროპულ საქართველოს“ მეძავების პარტია უნდა დარქმეოდა, – მიმართა წითლიძემ ევროპული საქართველოს დეპუტატებს. სწორედ ამ რეპლიკას მოჰყვა დაპირისპირება „ევროპული საქართველოს“ […]