სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ს სამხედრო-საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. სენატორი მაკკეინი 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში ტვინის სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. მაკკეინთან გამოსამშვიდობებლად ვაშინგტონში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტები, მაღალჩინოსნები, ბიზნეს და პოლიტიკური ისტაბლიშმენტის წარმომადგენლები ჩავიდნენ. ასევე იმყოფებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული დელეგაციები, მათ შორის საქართველოს დელეგაცია. სენატორის სურვილის გათვალისწინებით, დაკრძალვაზე არ მიუწვევიათ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ […]
კატეგორია: პოლიტიკა
,,გოგონებს დაურიგდებათ ქალიშვილობის მოწმობები” – გიორგი ასათიანი
,,ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში დამამთავრებელ კლასებში გოგონებს დაურიგდებათ ქალიშვილობის მოწმობები. ქალი უბიწოდ უნდა ჩაბარდეს მომავალ მეუღლეს”, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი ასათიანი. მართალია, ის ოფიციალურად კანდიდატად ჯერჯერობით არ არის წარდგენილი, თუმცა ამბობს, რომ აპირებს,მონაწილეობა მიიღოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. საარჩევნო პროგრამა კი, მისივე თქმით, ხელისუფლებაში ეროვნული ძალების მოყვანაზე იქნება დაფუძნებული. პრაიმტაიმი
,,ეკა ბერიძის ოჯახის შემოსავალი ერთი მილიონი ლარია” – გივი თარგამაძე
,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგმაძემ საგანგებო ბრიფინგზე ყოფილი ტელეწამყვანის, ეკა ბერიძისა და მისი ქმრის, კახა ბექაურის პირად შემოსავლებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი ოჯახის წლიური შემოსავალი ერთი მილიონი ლარია. -დღეს, 15 საათზე საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის სხდომა გაიმართება და მისი ხელმძღვანელი კახა ბექაური კიდევ ერთხელ შეეცდება, კონსტიტუციური დარღვევების გზით დააბრკოლოს დამოუკიდებლ ტელევიზიების მუშაობა ერთი […]
თემურ ბაბლუანი: ,,სალომე ზურაბიშვილზე კარგი კანდიდატურა დღეს არ ჩანს”
რეჟისორი თემურ ბაბლუანი სალომე ზურაბიშვილის წარმდგენი საინიციატივო ჯგუფის წევრია. მან პრეზიდენტობის კანდიდატის ოჯახსა და მის დიპლომატიურ გამოცდილებას გაუსვა ხაზი. -სალომე ზურაბიშვილზე კარგი კანდიდატურა დღეს არ ჩანს. ის პატრიოტი ოჯახიდან არის. ოჯახი ძალიან ბევრს განაპირობებს. ჩემთვის ყველაზე მთავარი ფასეულობაა, რომ ვარ ქართველი, ამაზე ძვირფასი არაფერი მაქვს და რაც უკეთესი იქნება ჩემი ქართველობისთვის, იმის მხარეზე ვიქნები. გარდა ამისა, მას აქვს […]
სალომე ზურაბიშვილი: ,,რამდენადაც მწარე უნდა იყოს, ეს სიმართლეა”
პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ბოლო დროს მის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და ამბობს: „ამ ორი დღის განმავლობაში მოვისმინე არაერთი განცხადება და ინტერპრეტაცია აგვისტოს ომზე, ჩემს კომენტარებზე. 1. კითხვაზე, თუ ვინ იყო აგრესორი 2008 წელს, პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი: რუსეთი. რუსეთს 2008 წლის აგვისტომდეც უკანონოდ ჰქონდა დაკავებული ჩვენი ტერიტორიები და საგულდაგულოდ ემზადებოდა აგვისტოს ომისთვის, რაზეც ინფორმაცია ჰქონდა […]
ძღვენი მინისტრის ქმრისთვის – ,,ეს ოდესმე უნდა დამთავრდეს!”
საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები თბილისში, ილია ჭავჭავაძის 80 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთისთვის სტატუსის ცვლილებას აპროტესტებენ. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ზონალური ცვლილება ინფრასტრუქტურის მინისტრის ოჯახის სასარგებლოდ ხდება, რადგან ეს ტერიტორია მაია ცქიტიშვილის მეუღლის საკუთრებაა. ჭავჭავაძის 80 ნომერში რომ საშუალებას აძლევენ, ზონალური ცვლილება მოხდეს მაია ცქიტიშვილის ოჯახის წევრებისთვის, გამონაკლისს რატომ უშვებენ, როცა 500 კვ მაინც უნდა […]
სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალი – ,,ზვიად გამსახურდიას დიქტატორს უწოდებდა და პირველი პრეზიდენტის დამხობას – ლეგიტიმურს”
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახი სალომე ზურაბიშვილისგან განმარტებებს ითხოვს. კონსტანტინე გამსახურდიას აინტერესებს, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რატომ ამართლებდა ის გამსახურდიას ხელისუფლების ძალისმიერ დამხობას და რატომ უწოდებდა პირველ პრეზიდენტს დიქტატორს. საქმე ეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ 1992 წელს გაზეთ ,,ივერიაში” გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ის პირველი პრეზიდენტის დამხობას ლეგიტიმურს უწოდებს. მაშინ, ზურაბიშვილი ამ გამოცემაში სტატიებს რამდენიმე ფსევდონიმით აქვეყნებდა. სტატიაში „საქართველოს […]
სოსო პავლიაშვილი – „მირჩევნია, რუსული ტანკი ვიხილო ქართულ მიწაზე, ვიდრე ამერიკული”
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი ოკუპანტი ქვეყნის ჯარზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ მისთვის სასურველია, საქართველოში რუსული ჯარი იყოს. ციტატას რუსული მედია აქვეყნებს: „მირჩევნია, რუსული ტანკი ვიხილო ქართულ მიწაზე, ვიდრე ამერიკული. ისევე, როგორც ჩემი შვილი სწავლობს სუვოროვის სასწავლებელში“, – წერს პავლიაშვილი. ცნობილია, რომ სოსო პავლიაშვილი ბოლო წლებში სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა. თაიმნიუსი
გია ხუხაშვილი: ,,ზურაბიშვილს რაც მოეპრიანება, იმას გააკეთებს, რეალითი შოუში ვიცხოვრებთ”
ექსპერტმა გია ხუხაშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე ,,ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ ხაზი გაუსვა მის ხასიათს. -რაც მოეპრიანება, იმას გააკეთებს… ხვალ შეიძლება მოინდომოს, რომ წავალ მე პუტინს უნდა შევხვდეო, რატომ არ შეიძლება შევხვდე, ლავროვს ხომ შევხვდი და ჯარები გავიყვანე? რატომ არ უნდა შევხვდე პუტინს? – ასეთი ტიპის ადამიანია. ვიცხოვრებთ რეალითი შოუში, რომელსაც 6 წელი […]
სალომე ზურაბიშვილი ომზე: ,,ეს იყო გიჟი პრეზიდენტის ახირება”
,,როგორი კვალიფიკაცია უნდა მივცეთ იმ მოვლენებს, როცა საომარი მოქმედებები იმ დროს დაიწყო, როცა საქართველოს არანაირი უპირატესობა არ ჰქონდა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა. ზურაბიშვილის თქმით, საქართველო გაფრთხილებული იყო ყველა მოკავშირისგან, რომ სამხედრო ნაბიჯები არ გადაედგა, გაფრთხილებული იყო, რომ არანაირი დახმარება არ იქნებოდა. -მინდა, გამოვხატო ჩემი პატივისცემა და ტკივილი […]








