ცოტა ხნის წინ სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. მწერალი, ესეისტი, ყოფილი პოლიტიკოსი ზაალ სამადაშვილი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 2008-2013 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. 2007 წელს დააარსა ლიტერატურული პრემია „გალა“. 2016 წელს პრემია „საბა“ მიენიჭა წლის საუკეთესო პროზაული კრებულისათვის, „იუნკერ ერისთავის ბუცები“. 2024 წელს კიდევ ერთხელ იყო „საბას“ ფინალისტი პროზაული კრებულისათვის „რასაც ყველა ვერ ხედავს“.
კატეგორია: მოზაიკა
„მალე გარდაიცვლება ადამიანი, რომლის სიკვდილიც დიდ ცვლილებებს მოიტანს“ – გოგა მანია
ეზოთერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში მორიგ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს: „არ დაგავიწყდეთ ის, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა! მალე გარდაიცვლება ადამიანი, რომლის სიკვდილიც დიდ ცვლილებებს მოიტანს. პ.ს. მეორედმოსვლა ნიშნავს, თავიდან მოვიდეს უფალი დედამიწაზე, სადაც ადამიანები ისევ ორად გაიყოფიან და იგივე განმეორდება, როგორც ადრე მოხდა!!! მხოლოდ სიყვარული და ურთიერთპატივისცემა გადაგარჩენთ! საქართველო ის თვითონ არის სალოცავი და უამრავი […]
„არ დააბეზღო ბავშვი მშობელთან, პირიქით, მის თვალში აამაღლე“ – შალვა ამონაშვილის რჩევები
ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი მასწავლებლებს ურჩევს, თუ როგორ შეაყვარონ თავი მოსწავლეს. დიდი პედაგოგის თქმით, თუ ბავშვს მასწავლებელი უყვარს, ის მის საგანსაც შეიყვარებს. როგორ უნდა შეაყვაროს მასწავლებელმა ბავშვს თავი? აი, რას გვირჩევს შალვა ამონაშვილი: „პატივი ეცი ბავშვს; არ დააბეზღო ბავშვი მშობელთან. პირიქით, ბავშვი მშობლის თვალში აამაღლე. მშობელი გაოცებული უნდა დარჩეს, თურმე როგორი ყოფილა და არ ვიცოდიო. წაეშველე […]
გიორგი მამარდაშვილი „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე ორსულ ცოლთან ერთად მივიდა
„საოცარი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში“ – ფოტოები შორენა ბეგაშვილის საოჯახო ალბომიდან
მსახიობ შორენა ბეგაშვილს და მის ერთადერთ შვილს, ევა ბარბაქაძეს გამორჩეული დედაშვილობა აქვთ. მათ ურთულესი პერიოდიც, როცა ევა მძიმედ დაშავდა, ერთად გადალახეს. შორენამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევა გამოჯანმრთელებულიყო. იმ უმძიმეს დღეებში მსახიობი შვილის მამაზე წერდა: „პირველი ოპერაციიდან ორ კვირაში კიევში გაიქცა, საქმე მიფუჭდებაო და ერთადერთი საჩუქარი – პლანშეტი წაართვა მწოლიარე ბავშვს. შემოგვითვალა, რომც მოკვდეს, არ […]
„მამას ბოლო წუთებში თავზე ვედექი, ვიცანი ის მომენტი, როცა სხეული სულს ტოვებდა“ – ნუცა ცისკარიშვილის ცხოვრების უმძიმესი დღე
მწერალ ოტია იოსელიანის შვილიშვოლის ცოლი, ბლოგერი ნუცა ცისკარიშვილი თავისი ცხოვრების უმძიმეს მომენტზე, მამის დაკარგვაზე ფოტოგრაფ ნათია ღაჭავას „იუთუბის“ არხზე ისაუბრა: -მე მამას გოგო ვიყავი მთელი ჩემი ცხოვრება. ახლაც მამას გოგო ვარ. კარგი ნუცას წინა პლანზე წამოწევა სწორედ მამის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. მამა რომ გარდაიცვალა, დავიჯერე, რომ იქიდან მიყურებდა. ბიჭებს არასდროს ვხვდებოდი. თავდაჭერილი ვიყავი, სადაც წავიდოდი. ბრილიანტს […]
გია ჯაჯანიძე: „კეთილმა ადამიანებმა გადამარჩინეს… კალოშებით წავედი პრეზენტაციაზე“
ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე თავის გადაცემაში „სხვა რაკურსი“ იმ პერიოდზე ისაუბრა, როცა დედაქალაქში თავის დამკვიდრებას ცდილობდა ისე, რომ არც ბინა ჰქონდა და არც ბინის საქირაო ფული. -იყო პერიოდი, არ მქონდა სახლი. ბინასაც ვერ ვქირაობდი. მინდა, ამას ხაზი გავუსვა, როცა ხარ რეგიონიდან ჩამოსული, რაღაც თავდაცვის ინსტინქტი გაქვს. მე ასე გამოვიყენე – ჩემი იუმორითა და სითბოთი სადაც მიღამდებოდა, […]
„თურქმა ექიმმაც პირჯვარი გადაიწერა, ოღონდ გართულებების გარეშე ჩაიაროსო“ – რას ყვება გია ბურჯანაძე ოპერაციის შემდეგ
მსახიობმა გია ბურჯანაძემ, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, 8 ოქტომბერს თურქეთში ოპერაცია გაიკეთა. იმედი აქვს, რომ 2 ნოემბერს ისე იქნება, სპექტაკლ „იდუმალ ვარიაციებში” თამაშსაც შეძლებს. ოპერაციიდან 10 დღის შემდეგ მსახიობი „პრაიმტაიმს“ ესაუბრა: –ოპერაციის შემდგომი სამი დღე კრიტიკული მქონდა. ვჭიდაობ, რა. მოძრაობა მიჭირს, მუცელზე მაქვს დიდი ჭრილობა. მალე გადაწყდება, როდის გამომიშვებენ თურქეთიდან სახლში. საქართველოში სამი კვირის შემდეგ მსუბუქ […]
„მშვიდობით განისვენე, მაგარო ბიჭო!“ – გარდაიცვალა „გიგას ჰაბის” დამფუძნებელი, გიგა აბულაძე
სოციალური ქსელით სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება – „გიგას ჰაბის” დამფუძნებელი, გიგა აბულაძე გარდაიცვალა. ის სოციალური მედიის და ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი იყო. მან შექმნა „გიგას ჰაბი” – პროექტი, რომელიც შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერას ემსახურებოდა „მშვიდობით განისვენე, მაგარო ბიჭო! ძალიან მატკინე გული! გპირდები, გამარჯვებას ბოლომდე მივიყვანთ“, – წერს ბიზნესმენი ლაშა ბასლანძე. ცნობილია, რომ გიგა აბულაძე მძიმე გენეტიკურ […]











