CNews-ის ინფორმაციით, უკრაინელმა ქალმა მებრძოლებმა საგანგებო მიმართვა გაავრცელეს. მათი თქმით, შვილები საიმედო ადგილას გაიყვანეს და თავად მზად არიან, იომონ. -ყველა ბავშვისთვის, ქალისთვის, მოხუცისთვის, ყველა დანგრეული სახლისთვის ვიძიებთ შურს. ოკუპანტებს ცოფიანი ძაღლებივით დავხოცავთ, – აცხადებენ მეომრებად ქცეული უკრაინელი ქალები. CNews
კატეგორია: მოზაიკა
კადიროვი ზელენსკის: ,,პუტინი ბრძენია, ის გაგიგებს და მიგიღებს”
რამზან კადიროვმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის ისევ მიმართა და ტელეგრამზე დაწერა: „ზელენსკი, შენთვის სჯობს, რუსეთში გაიქცე და არა ბრიტანეთში, თორემ სააკაშვილის ბედს გაიზიარებ. შენი და უკრაინელი ერის გადარჩენა მხოლოდ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისა და მოლაპარაკების შედეგად იქნება შესაძლებელი. ამისთვის შენ რუსეთის სამხედროებთან ერთობლივი მოქმედებით, ქვეყნიდან უნდა გაყარო „ბანდერელები“. შენ მოტყუვდი და მოატყუე შენი ერი, საომარ მდგომარეობამდე […]
შონ პენი უკრაინიდან აშშ-ში ჩასვლის მერე: ,,არ ვიცი, ზელენსკიმ იცის თუ არა, რომ ამისთვის დაიბადა”
ჰოლივუდის ვარსკვლავი CNN-თან იუკრაინაში ნანახ ჯოჯოხეთსა და ზელენსკისთან შეხვედრაზე ყვება: -პრეზიდენტ ზელენსკის, რუსეთის შეჭრის წინა დღეს და მას მერეც შევხვდი. არ ვიცი, იცის თუ არა, რომ ამისთვის დაიბადა, მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანს შევესწარი – ეს იყო თანამედროვე მსოფლიოსთვის სრულიად ახალი სიმამაცე, ღირსება და სიყვარული, რაც ამ ადამიანიდან მოდის… მან სწორედ ამით გააერთიანა ქვეყანა. […]
გაითიშა სერვისები, დაიბლოკა ბარათები – ,,რომპეტროლზე” კიბერ თავდასხმა მოხდა
,,რომპეტროლი” განცხადებას ავრცელებს, რომ მათი კომპანია კიბერ თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ,,ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ გუშინ 21:00 საათიდან განხორციელდა კიბერ თავდასხმა ჩვენი კომპანიის სერვერზე, რუმინეთში. აღნიშნულის შედეგად გათიშულია ,,რომპეტროლ საქართველოს” სხვადასხვა სერვისები. მათ შორის, ნაწილობრივი შეფერხებით ხდება საწვავის გაყიდვა/მიწოდება ავტოგასამართ სადგურებზე, საცალო და კორპორატიული პროდუქტების გამოყენება, როგორიცაა Fill&Go და Rompetrol Card-ით სარგებლობა. აქტიურად მიმდინარეობს ხარვეზების აღმოფხვრა […]
,,დოჟდის” ჟურნალისტი: ,,პასპორტიც კი მას შემდეგ მომცეს, რაც გამოვფრინდი”
„დოჟდის“ ჟურნალისტი, მიხაილ ფიშმანი, რომელიც 5 მარტს საქართველოში არ შემოუშვეს, ტელეკომპანია „ფორმულასთან” აცხადებს: -საქართველოში ჩემს ქალიშვილებთან ერთად ჩამოვედი. ისინი ქვეყანაში შეუშვეს, მე – არა. თავიდან ერთი საათი საზღვარზე გამაჩერეს. მერე პასპორტი მომცეს და მითხრეს, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარს მეუბნებოდნენ. ისიც მითხრეს, რომ გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში გავასაჩივრო. ვკითხე, რასთან დაკავშირებით-მეთქი. მითხრეს, რომ, როცა ბაქოში დავბრუნდებოდი, […]
პოლონეთში 25 წლის აბელ შამათავა ცოლმა საწოლში ნახა გარდაცვლილი
,,პრაიმ ტაიმის” ინფორმაციით, პოლონეთში 25 წლის აბელ (მუმუ) შამათავა გარდაიცვალა. მეუღლემ დილას საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ახალგაზრდას პოსტკოვიდური გართულება ჰქონდა და სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი გულია. მეზობლების თქმით, ცოლ-ქმარი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავდა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი პოლონეთში სამუშაოდ იყო წასული. აბელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ დარჩელის მკვიდრი იყო. პრაიმ ტაიმი
უკრაინის პირველი ლედი: ,,ოკუპანტები ოჯახებს ხოცავენ, ასობით ბავშვი დაიღუპება საკვების და წამლის გარეშე”
უკრაინის პირველი ლედი ელენა ზელენსკა ემოციურ პოსტს და მოკლული ბავშვების ფოტოებს აქვეყნებს და მსოფლიოს მოუწოდებს უკრაინელი ბავშვების სიცოცხლის გადარჩენისკენ, რომლებსაც ოკუპანტები ხოცავენ. „უკრაინაში უკვე სულ მცირე 38 ბავშვი მოკლეს და ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან ქალაქები ცეცხლის ქვეშაა. როდესაც რუსეთში იტყვიან, რომ უბრალოდ მოქალაქეებს არავინ ებრძვის, მათ ეს ფოტოები ანახეთ. ეს იმ ბავშვების სახეებია, რომლებიც […]
,,დიდ ომში ძალიან უციცქნესი ჩაება, დღეს ნიკოსთვის მცირედიც კი გადამწყვეტია”
,,დიდ ომში ძალიან უციცქნესი ჩაება” – წერს ანნა სააკაძე და პატარა ნიკო კინწურაშვილზე გვიამბობს, რომელსაც გვერდით დგომა სჭირდება, თუნდაც ერთი ლარით. ,,ნიკო კინწურაშვილს 3 დღის წინ დაუდგინდა დიაგნოზი.თავის ტვინის სიმსივნე, სავარაუდოდ, დაბალი გრეიდის ნეიპლაზმა. ამ ეტაპზე სასწრაფო წესით თურქეთში დაიგეგმა ოპერაცია. შემდეგ ზუსტი სურათი გამოჩნდება. თვითონ სულ 4 თვის არის. ოჯახს ძალიან სჭირდება ფინანსური მხარდაჭერა. […]
,,აღარ არის ჩემი ძმა, საშა მაცაკი” – ქართველ ჯარისკაცს თანამებრძოლი დაეღუპა
ამერიკაში გაგა ლაბაძე გარდაცვლილი იპოვეს
ამერიკაში 32 წლის გაგა ლაბაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები გიორგი ნიკოლაიშვილი წერს: ,,3 მარტს ამერიკაში გარდაიცვალა 32 წლის გაგა ლაბაძე. გაგა სულ რამდენიმე თვის ჩამოსული იყო ამერიკაში, მუშაობდა სატვირთოზე და გარდაცვლილი იპოვეს მანქანაში. დარჩა მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი საქართველოში. გადასვენებას უზრუნველყოფს საქართველოს საკონსულო. გთხოვთ, დავეხმაროთ ოჯახს ფინანსურად, ვისაც რა შეგვიძლია. Zelle-თი შეგიძლიათ გადარიცხვა […]











