სოციალური ქსელის მომხმარებლები აქტიურად განიხილავენ დონალდ ტრამპის მეუღლის მელანიას თმის ახალ ფერს. ფოქს ნიუსის ეთერში მელანია თმის მისთვის უჩვეულო ფერით გამოცხადდა. კომენტარები განსხვავებული იყო. ბევრი წერდა, რომ მელანიამ გადაწყვიტა ივანკა ტრამპს დამსგავსებოდა. სხვები ხუმრობდნენ, რომ მელანიას პარიკი ეხურა, ასევე გამოითქვა ვარაუდიც, რომ მელანიას შესაძლოა საღებავები აერია და შემთხვევით თმა მეუღლის საღებავით შეიღება.
კატეგორია: მოზაიკა
გარდაცვლილისგან გადანერგილი საშვილოსნოთი მსოფლიოში პირველი ბავშვი გაჩნდა
ბრაზილიაში ქალს გარდაცვლილი ადამიანისგან საშვილოსნო გადაუნერგეს, რომლის დახმარებითაც მან ბავშვი გააჩინა. ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიოში, როდესაც გადანერგილი საშვილოსნოს გამოყენებით ბავშვი დაიბადა. ბიბისის ინფორმაციით, ბავშვი ჯანმრთელია. ტრანსპლანტაციის ოპერაცია სან-პაოლოში მდებარე საავადმყოფოში, 10 საათის განმავლობში მიმდინარეობდა. ოპერაცია 32 წლის ქალს ჩაუტარდა, რომელიც საშვილოსნოს გარეშე დაიბადა. მანამდე ქალს ტრანსპლანტაციის რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ბავშვის შენარჩუნება ვერ შეძლო. ბოლო […]
,,გარდაცვალებამდე კვირით ადრე მამაჩემმა მითხრა…” – გიორგი კეკელიძე
მამაჩემი, მამაშენი და მამამისი ეს ადრეც მოვყვევი: საავადმყოფოში, გარდაცვალებამდე ასე კვირით ადრე მამაჩემმა მითხრა, ევროპის ჩემპიონატს ახალ, დიდ ტელევიზორში ვნახავთო. თქვენ იცით, რა არის ახალი, დიდი ტელევიზორი? გაგიმხლეთ: მე და მამაჩემმა ერთ მსოფლიოს და ერთ ევროპის თამაშებს ვუყურეთ ერთად პირველად ისეთ ტელევიზორში, თავში რომ უნდა ჩაგერტყა და ციმციმი ათი წუთით ჩერდებოდა. სახელად ,,ჰორიზონტი’’ ერქვა. სიმბოლური […]
50 რამ, რაც სახლიდან ახალ წლამდე უნდა მოაშოროთ იმისთვის, რომ წარმატებული წელი გქონდეთ
2019 წელი თანდათან ახლოვდება და უკვე დროა, მზადება დავიწყოთ. თუ გინდათ, რომ ახალ წელს ახალი შეგრძნებებით და ახლის დასაწყისის განცდით შეხვდეთ, სწორედ ახლაა დრო გარკვეული ცვლილებებისთვის. შესაძლოა არ გჯერათ, მაგრამ სახლს, განწყობას, აურას გაწმენდა სჭირდება იმისთვის, რომ ახლის დასაწყებად მზად იყოთ. ვნახოთ, რა უნდა მოიშოროთ თავიდან ახალ წლამდე იმისთვის, რომ ახლის და უფრო წარმატებული, ბედნიერი […]
52 წლის კაცმა ამნეზია გაითამაშა და სიდედრს გაექცა
იტალიელი მამაკაცი, ქალაქ პიზას მაცხოვრებელი 52 წლის სალვატორე მანინო, რომელსაც ოჯახი და პოლიცია ეძებდა , ედინგურგში იპოვეს. მისი თქმით, ის სიდედრის გამო გაუჩინარდა. როგორც გაირკვა, მამაკაცმა ამნეზია გაითამაშა და ოჯახი დაარწმუნა, რომ მას არაფერი ახსოვს, შემდეგ კი სახლიდან გაუჩინარდა. მისი გაუჩინარების შემდეგ ოჯახმა პოლიციას მიმართა. სახლის დათავალიერებისას სამართალდამცავებმა სალვატორეს კომპიუტერში იპოვეს ჩანაწერილი – „როგორ გავუჩინარდეთ“ და „ […]
ნუგზარ რუხაძე ოდრი ჰეპბერნზე: ,,ნუგ – ოდრი ასე მომართავდა”
ტელე და რადიოწამყვანი ნუგზარ რუხაძე მსოფლიო კინოვარსკვლავზე, ოდრი ჰეპბერნზე საინტერესო ისტორიას იხსენებს ამბები.ჯი-სთან: -ერთი სამუშაო დღის გატარება მომიხდა მასთან ერთად, როდესაც ის ატლანტაში ჩამოვიდა, როგორც UNICEF-ის წარმომადგენელი. მე ამერიკის ტელევიზიის სტუდიამ გამაგზავნა მასზე სიუჟეტის მოსამზადებლად. უკვე ხანში იყო შესული, თუმცა ის სინათლე და სათნოება სახეში და თვალებში მაინც შემორჩენილი ჰქონდა. ეს იყო აბსოლიტურად დაუვიწყარი დღე! […]
ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმარი მეუღლესთან ერთად
მომღერალ ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმარი, რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი, ირაკლი კუტალაძე, მეორედ დაქორწინდა. მისი მეუღლე ირინა შინკარევაა. მათ გოგონაც ჰყავთ. ირაკლის პირველი ქორწინებიდანაც ქალიშვილი ჰყავს. ახლახან სოციალურ ქსელებში ირაკლი კუტალაძისა და ირინა შინკარევას ფოტოები გავრცელდა, რომლებიც იტალიაში, გურამ ონიანის ქორწილშია გადაღებული.
მარტოხელა თხუნელების იდუმალი მიწისქვეშა სამყარო
თხუნელას შესახებ ნებისმიერ ჩვენგანს ბავშვობიდანვე სმენია. ვიცით, რომ ეს პატარა ცხოველი ღამის ცხოვრებით ცხოვრობს და მიწის თხრის დიდოსტატია. ჩვენს ქვეყანაში თხუნელა ყველგან ბინადრობს. უფრო ხშირად გვხვდება ნოტიო ადგილებში, სადაც ნესტიანი ჰავაა და ნალექიც უხვად მოდის. თხუნელა ბინადრობს ტყეებში, ველ-მინდვრებში, ბოსტნებსა და ბაღებში. უფრო დაწვრილებით ამ იდუმალ და საინტერესო არსებაზე გვესაუბრება თბილისის ზოოპარკის დირექტორის მოადგილე დავით […]
ტორტი – არ წახვიდე, არ დამტოვო
კონდიტერმა იხუმრა და საქორწილო ტორტი ორიგინალურად გააფორმა. სოციალურ ქსელში კი ქართველებმა მაშინვე მოუძებნეს სახელი – ტორტი, სახელად ,,არ წახვიდე, არ დამტოვო”. შეგახსენებთ, რომ ეს სიტყვები მომღერალ გოგიტა გოგიძის სიმღერიდანაა, რომელიც ჰიტად იქცა და ინტერნეტში მილიონობით ნახვა აქვს. ამჟამად გოგიტა გოგიძე ამერიკაშია და მუსიკალურ კარიერას ოკეანის მიღმა აგრძელებს.











