არიან ადამიანები, რომლებიც არ ჩანან, მათზე არც წერენ და არც ხმამაღლა საუბრობენ, მაგრამ ქვეყნისთვის ფასდაუდებელ საქმეს აკეთებენ – უჩუმრად, უხმაუროდ. სწორედ ასეთ ,,უჩინარ” გოგოს დღეს ჩვენი თანადგომა სჭირდება დაავადებასთან ბრძოლაში – ეფემია წიკლაურს. ის საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომელია. მტვრიან, სიძველისგან გაყვითლებულ დოკუმენტებს აარქივებს, რომ ქვეყანას შემოუნახოს. ეფემია სხვადასხვა დროს სტატიებს აქვეყნებდა ,,გუმბათსა” და ,,სარკეში”. „ჩემო […]
კატეგორია: მოზაიკა
„დილიდან ისევ ვიწყებთ ვაკის პარკის მიმდებარედ ტყეში ძებნას“ – პროფესორ გიორგი გახელაძეს ისევ ეძებენ
უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი გახელაძეს ისევ ეძებენ. ის გუშინ გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. სავარაუდოდ, დღეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილას იმყოფებოდა. მას მიამსგავსეს ადამიანი, რომელიც ძალიან დაბნეული ჩანდა. გიორგი გახელაძის მეუღლე, მწერალი ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში წერს: „მეგობრებო, ისევ უშედეგოდ დაღამდა. დილიდან ისევ ვიწყებთ ვაკის პარკის მიმდებარედ ტყეში ძებნას. ვისაც შეგიძლიათ, შემოგვიერთდით. დილის 9-ზე ან 10 […]
„მომავლის ვარსკვლავებმა“ ნიჭიერი ხელოვანები გამოავლინა
13-15 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს ხელოვანთა კავშირის „ხელოვანები მომავლისთვის“ ორგანიზებით ჩატარდა ხელოვნების მე–17 ეროვნული კონკურს-ფესტივალი „მომავლის ვარსკვლავები“, რომელიც ცნობილი ქართველი მხატვრის, ელენე ახვლედიანის ხსოვნას მიეძღვნა. პროექტმა ტრადიციულად უმასპინძლა საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სამხატვრო და სახელოვნებო სკოლების ნიჭიერ, პერსპექტიულ ხელოვანებს. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ცნობილი მხატვრები და ხელოვნებათმცოდნეები, მათ შორის: ქეთი მატაბელი, თამილა თევდორაძე, […]
„გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდით ფოტოებს, რაიმე ინფორმაციის შესახებაც კი აცნობეთ ოჯახს“ – ლიზი გიორგაძე ქობულეთიდან გაუჩინარდა
საქართველოში კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ _ 17 წლის ლიზი გიორგაძეს. მის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „იძებნება! 18 ივნისს ქობულეთიდან გაუჩინარდა 17 წლის ლიზი გიორგაძე, ტელეფონი და სოციალური ქსელი გათიშული აქვს. გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდეთ ფოტოებს და რაიმე პატარა ინფორმაციის შესახებაც კი აცნობეთ ოჯახის წევრებს ან დარეკეთ მითითებულ ნომერზე: 558 04 78 78 გელა გიორგაძე (მამა)… […]
„თუ ვინმე შეამჩნევთ, გააჩერეთ და დარეკეთ ამ ნომერზე“ – ოჯახი გიორგი გახელაძეს ეძებს
ოჯახი და ახლობლები გიორგი გახელაძეს ეძებენ. „მეგობრებო, გთხოვთ გააზიარეთ! ამ ადამიანს, გიორგი გახელაძეს ვეძებთ. ბოლოს ნახეს თამარაშვილზე, მანქანებს შორის დაბნეული დადიოდა, არ ვიცით, რა სჭირს. თუ ვინმე შეამჩნევთ, გააჩერეთ და დარეკეთ ამ ნომერზე 599311090. შეიძლება არც უნახავთ თამარაშვილზე. ერთი სიტყვით, ყურადღებით იყავით, ქალაქის ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს“, – წერენ სოციალურ ქსელში.
,,მარიამი გარდაცვალების წინ მირზას სახელს ახსენებდა” – მირზა გელოვანის ფსევდონიმის ნამდვილი ისტორია ცოტამ თუ იცის
,,სარკე”, ნანა კობახიძე ივრისპირელი მზეჭაბუკის, მირზა გელოვანის, ლამაზი სიცოცხლე 27 წლის ასაკში დასრულდა. მეორე მსოფლიო ომმა შეიწირა სიცოცხლესა და თავად სიყვარულზე უსაზღვროდ შეყვარებული პოეტი. ის ბელორუსიაში მდინარე დასავლეთ დვინის გადალახვისას მოკლეს. მას შემდეგ მრავალი ადამიანის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, უსაყვარლეს პოეტად, სიმამაცისა და შეუპოვრობის სიმბოლოდ იქცა. წელს, 2 მარტს, პოეტის დაბადებიდან 105 წელი შესრულდა. ციცო გაბიდაური ,,სარკეს” უამბობს: […]
თამარ დედოფლის 5 ქორწინება – 20 წლიანი ძმათამკვლელი ომები საქართველოში ერთი მშვენიერი ქალის გამო
,,სარკე”, ლია ოსაძე საქართველოს ისტორიაში მრავალი ქართველი ქალის სახელი ოქროს ასოებით არის ჩაწერილი. ზოგი წმინდანია, ზოგი წარჩინებული, ზოგიც უბრალო ერისშვილი. მათ ღვაწლს სამშობლოს ბედი ხშირად სასიკეთოდ გადაუწყვეტია, ბევრი მათგანის სიცოცხლე ამას შესწირვია კიდეც. მაგრამ ყველა ისტორიას აქვს თავისი ბნელი, სამარცხვინო ფურცლები, რომელთა გაცნობისას ანტიგმირების პორტრეტები იკვეთება. კონსტანტინე მუხრანბატონის ასულის, თამარის, გამო რომელიც გიორგი სააკაძის შვილთაშვილი […]
„გახსოვთ, ეს ვინაა? კარაკულას ცხოვრებაზე წიგნს დაწერდა კარგი მეზღაპრე“ – თბილისის ზოოპარკი
13 ივნისის ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა. ეს დღე სავსეა ტრაგიკული ისტორიებით, ერთ-ერთი მათგანი ლომ შუმბასა და პუდელ კარაკულას უკავშირდება. თბილისის ზოოპარკის ფეისბუქგვერდი აქვეყნებს ფოტოს, სადაც კარაკულა ზოოპარკის დირექტორ ზურაბ გურიელიძესთან არის გადაღებული და წერს: „ამასობაში 9 წელიც გასულა. ბატონ ზურაბს კი იცნობს ყველა, მაგრამ ხელში რომ უჭირავს, ის თუ გახსოვთ, ვინაა? დიახ, დიახ. ქალბატონი კარაკულა. […]
ჰოლისტური ველნესი ხელოვნების სახლ „თოროში“
თბილისიდან სულ რაღაც 45 კილომეტრში შეიქმნა სივრცე, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მენტალურად და სულიერად დაისვენონ. ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი გახლავთ „თოროს“ დამფუძნებელი, მანანა გეგიძე, რომელიც „სარკესთან“ თავისი ახალი პროექტის შესახებ ყვება: -პროექტი გაზაფხულზე დავიწყეთ, ახალი და საინტერესო იყო ჩემთვის. ფსიქოლოგი ეკა დარსანია თოროში სამი წლის წინ გავიცანი. დავმეგობრდით. ჩვენი სივრცე მართლაც იძლევა საინტერესო პროექტების ჩატარების შესაძლებლობას. […]
„არასოდეს შეგრცხვება, ხალხს თვალებში ჩახედო” – ტიციან ტაბიძის უკანასკნელი სიტყვები შვილს
ლურჯთვალა დენდის ტრაგიკული ცხოვრება
„სარკე“, ირინე მჭედლიძე „არასოდეს შეგრცხვება, ხალხს თვალებში ჩახედო”, – ეს სიტყვები პოეტმა ტიციან ტაბიძემ თავის ერთადერთ ქალიშვილს, ნიტას, იმ საბედისწერო დღეს დაუტოვა, როცა დააპატიმრეს. დანამდვილებით არავინ იცის, შინსახკომის ჯურღმულებში პოეტს რა განაჩენი გამოუტანეს. ერთ-ერთი ვერსიით, მაშინვე დახვრიტეს. სხვა ვერსიით, ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს მატარებლიდან და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მეუღლეს, ნინო მაყაშვილსა და ქალიშვილ ნიტას დიდხანს იმედი […]










