სასწრაფოდ! დადიანების ეზოში ხეები წებო-ცემენტით ამოავსეს – ,,ხეების უმრავლესობა ხელოვნურად არის დაზიანებული”

სასწრაფოდ! დადიანების ეზოში ხეები წებო-ცემენტით ამოავსეს - ,,ხეების უმრავლესობა ხელოვნურად არის დაზიანებული"ზუგდიდში, დადიანების ეზოში ხეები წებო-ცემენტით ამოავსეს. ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ცირა ჭეჟია იტყობინება.

,,დასხდებან და დაიწყებენ თვლას – ხელისუფლებამ ის ქნა, ეს ქნა. აი, ბოტანიკური ბაღი, აი, ხე გადარგო, ბაღს დაამსგავსა, ბუჩქი – ბუჩქსო და ჩამოგითვლიან ენაჭარტალები იმდენ რამეს, რომ წამით იფიქრებ, ნეტა, მართლა რას ვერჩიო ამ ივანია შობ…სო.

თუ გააკეთე და შენს მეტს არავის დაუნახავს, შენი გაკეთებული რა ჯანდაბად გინდა, რომ ქაქანებ ან კიდევ, თუ გააკეთე და დავინახეთ შენი ვითომ გაკეთებული, ჩვენც კი ვიტყვით სათქმელს, შენ რომ არ დაგღალოთ.
ვხედავთ, ბატონო და გვესმის ყველფერი. თუნდაც, აი, მაგალითისთვის კმარა ესეც, რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცისთვის 9,994,513.00 ლარი დაიხარჯა. ეს ტენდერი კომპანია ,, ჯავა”  და შპს ,,გზები კეთილმოწყობის” კომპანიებმა მოიგეს. ერთობლივიდ შეუდგნენ საქმეს, თუმცაღა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, თუ როგორ.

დიდი ხნის და დიდი ძლისხმევის შედეგად, როგორც თვითონ თქვეს და ფაქტიც სახეზეა. დაასუფთავეს 26 ჰექტარი. ეს ბაღი, როგორც ვიცით, 1840 წელს ეკტერინე ჭავჭავაძემ იტალიელ ჟოზეფ ბაბინის დააპროექტებინა, მაგრამ ეს რომ ენახა საწყალი ბაბინის, რაც დღეს არის გაკეთებული, საფლავში ამოტრიალდებოდა საცოდავი.

ავხსნი და ფოტოსაც დავურთავ.  აქ არის ისტორიული ხეები, რომელთა ჭრილები ამოვსებულია ჩვეულებრივი წებო-ცემენტით, რაც მიუღებელია. ამას გაუნათლებელი, უსწავლელი ხეპრეც კი არ გააკეთებს. ეს შეგნებულად არის გაკეთებული და მიზნობრივად გათვლილი, ხეების უმრავლესობა ხელოვნურად არის დაზიანებული. უნდა მოთხოვოთ, სასწრაფოდ მიექცეს ყურადღება ამ უმსგავსობას! სასწრაფოდაა ზომები მისაღები!”, – წერს ცირა ჭეჟია.