,,ჩვენი შვილის გული გაჩერდა” – ალეკ ბოლდუინმა და მისმა მეუღლემ მეხუთე შვილი დაკარგეს

,,ჩვენი შვილის გული გაჩერდა" - ალეკ ბოლდუინმა და მისმა მეუღლემ მეხუთე შვილი დაკარგესჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა და მისმა მეუღლემ ბავშვი დაკარგეს – ეს ჰილარის მეხუთე ორსულობა იყო.

მისი ორსულობის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი – ჰილარი ბოლდუინმა თავად განაცხადა, რომ მეხუთე ბავშვს ელოდებოდა, თუმცა ორსულობის ნაადრევად შეწყვეტის რისკი არსებობდა და ამის შესახებ ექიმებმა გააფრთხილეს. ნაყოფის სიკვდილის შესახებ თავად ჰილარიმ დაპოსტა ინსტაგრამზე:

,,დღეს ექოსკოპიამ აჩვენა, რომ ჩვენი პატარას გული გაჩერდა… ყველაფერი დამთავრდა… საბედნიეროდ, ჩემ გვერდით იმ ადამიანების გული სცემს, ვინც ასე ძალიან მიყვარს. ძალიან გამიმართლა, საოცარ სითბოს ვგრძნობ მათი მხრიდან. მადლობა თანადგომისა და გამხნევებისათვის. მადლობა, რომ თქვენი ისტორიები გამიზიარეთ, ერთად ჩვენ დიდი ძალა ვართ. იმედია, ამ თემაზე საუბარს ისევ განვაგრძობთ და ერთად ვიდგებით როგორც სიხარულში, ისე მწუხარებაში. ყველას დიდ სიყვარულს გისურვებთ”, – დაწერა ჰილარი ბოლდუინმა.

ალეკსა და ჰილარის ოთხი საერთო შვილი ჰყავთ, მსახიობს კი პირველი ცოლისგან, კიმ ბესინჯერისგან, უფროსი ქალიშვილი აირლენდი ჰყავს.

დრონი.ჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019