კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”

ამბავი ქართველი ბიჭის, რომელსაც ოჯახი რუსმა ოკუპანტებმა გაუნადგურეს

ამბავი ქართველი ბიჭის, რომელსაც ოჯახი რუსმა ოკუპანტებმა გაუნადგურეს

,,სარკე” ეს არის ამბავი ქართველი ბიჭის, რომელსაც ოჯახი რუსმა ოკუპანტებმა გაუნადგურეს. ქართველ ბიჭს, 7 წლის დიტო რაზმაძეს რუსმა ოკუპანტებმა მამაც მოუკლეს და დედაც, რომელიც 7 თვის ორსული იყო. დიტო სიკვდილს სასწაულად გადაურჩა. მისი ოჯახისთვიხ ჯოჯოხეთი 2008 წლის 8 აგვისტოს, დილის 9 საათზე დაიწყო, როცა რუსულმა ბომბდამშენებმა ასაქართველოს ქალაქ გორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა დაიწყო. აფეთქების სიმძლავრემ […]

,,ასაკში მეუღლის მიმართ უფრო ძლიერი გრძნობა გიჩნდება” – ლეილა კაპანაძე თავის გივიკოსთან წავიდა

,,ასაკში მეუღლის მიმართ უფრო ძლიერი გრძნობა გიჩნდება" - ლეილა კაპანაძე თავის გივიკოსთან წავიდა

მსახიობ გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, მეტყველების ცნობილი პედაგოგი, ლე­ი­ლა კა­პა­ნა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ,,ჩემი ლა­მა­ზი დე­დი­კოც წა­ვი­და გი­ვი­კოს­თან” – დაწერა მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლმა. გივი ბერიკაშვილის სიყვარულის ამბავი თეატრალური ინსტიტუტიდან დაიწყო. მაშინ მასთან ერთად სამსახიობო ფაკულტეტზე 18 წლის მომხიბვლელი გოგონა, ლეილა კაპანაძეც აბარებდა, რომლის ყურადღების ცენტრში მალე მოექცა ახალგაზრდა გივი. ქალბატონი ლეილა ,,სარკეს” უყვებოდა: –  არც მე და არც გივი […]

,,მოღალატენო! მკვლელებო! საქართველოს გამყიდველებო!” – 25 თებერვალს ქართველები ოკუპანტებს ყვირილით ეგებებობდნენ

,,მოღალატენო! მკვლელებო! საქართველოს გამყიდველებო!” - 25 თებერვალს ქართველები ოკუპანტებს ყვირილით ეგებებობდნენ

,,სარკე”, ირინე მჭედლიძე 25 თებერვალი – შეეძლო საქართველოს ამ ტრაგიკული დღის აცილება თუ ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო და ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა? ნოე ჟორდანიას მუდამ რუსეთისკენ ეჭირა თვალი. 1920 წელს, როცა რუსეთი გააქტიურდა, ჟორდანიას მომხრეები და თანამოაზრეები ამტკიცებდნენ, გარედან ძალით დაპყრობასა და უაზრო სისხლის ღვრას ჯობია, დათმობაზე და თუნდაც საბჭოთა წყობილების დამყარებაზე წავიდეთო. […]

,,მაოცებდა ზელენსკის ნიჭიერება, საკითხების გადაწყვეტის უსწრაფესი უნარი” – ბუბა კიკაბიძე გაუტეხელ, მამაც პრეზიდენტზე

,,მაოცებდა ზელენსკის ნიჭიერება, საკითხების გადაწყვეტის უსწრაფესი უნარი" - ბუბა კიკაბიძე გაუტეხელ, მამაც პრეზიდენტზე

44 წლის ვოლოდიმერ ზელენსკიმ მთელ მსოფლიოს აჩვენა, როგორ უნდა იბრძოლოს ქვეყნის მეთაურმა თავისი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. დღეს ყველა მამაც, გაუტეხელ უკრაინის პრეზიდენტზე ლაპარაკობს. ქართველ მომღერალს, ბუბა კიკაბიძეს მასთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ბატონი ბუბა ,,სარკესთან” საუბრობდა: -წლების წინ კონცერტის დროს გავიცანი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელმაც შესანიშნავი მასპინძლობა გამიწია. შემდეგ ჩემზე ფილმიც გადაიღო. მე ვაკვირდებოდი მას წლების […]

დეა ადამია: ,,ქალის გვამი კაცის ტრუსებთან ერთად იყო გახვეული პარკში”

,,დედამ დამირეკა, აქედან შავ პარკში ჩადებულს გამიყვანო, ეს იცით რა იყო? ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის" - მედეა ადამია

,,სარკე” აგრძელებს მედეა (დეა) ადამიას ინტერვიუს გამოქვეყნებას, რომელშიც  თავის დიდ ტრაგედიაზე, დედის გარდაცვალებაზე ლაპარაკობს: – დედაჩემი იმ ზომამდე იყო ნაწამები, რომ ვერაფრით დავუშვებდი, მისი სხეული კიდევ ვინმეს გაეჭრა და ეჯიჯგნა. არაქრისტიანულია ეს… ამირან გამყრელიძემ თქვა, უსულო სხეულში 6 წუთზე მეტ ხანს არ ჩერდება ვირუსი და მიცვალებული გადამდები აღარ არისო. შავ პარკში გახვევა კი გარდაცვლილის უდიდესი […]

ქეთი კანტიძე: ,,კარგი იყო, ოჯახი მქონოდა, შვილები მყოლოდა”

ქეთი კანტიძე: ,,კარგი იყო, ოჯახი მქონოდა, შვილები მყოლოდა''

,,სარკე”,  ია ქუთათელაძე ქეთევან კანტიძე მარჯანიშვილის თეატრის დასის ხელმძღვანელია, პროფესიით ხმის რეჟისორი, მოწოდებით მსახიობი. ხალისიანი, მხიარული ქალბატონი კოლექტივის სული და გულია. უყვარს სიმღერა, ცეკვა, გემრიელი საჭმელი და ახალგაზრდა კოლეგებთან ურთიერთობა. შესანიშნავად ასრულებს სახასიათო როლებს ტელესერიალებსა და მხატვრულ ფილმებში. რეჟისორებს ხშირად ეკითხება, ხომ არ აქვთ მისთვის ფუმფულა ქალის როლი, თუნდაც უსიტყვო. – ასეთი ხალისიანი და სიცოცხლის […]

ციცინო კობიაშვილი: ,,ქმარი მებუტება, როცა ჩემს სპექტაკლში არ ვათამაშებ”

ციცინო კობიაშვილი: ,,ქმარი მებუტება, როცა ჩემს სპექტაკლში არ ვათამაშებ"

,,სარკე”, ია ქუთათელაძე მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორისა და მსახიობის ციცინო კობიაშვილისთვის თეატრი ჯადოსნური სამყაროა. უბედნიერესია, როცა შერჩეულ პიესას ხელში იღებს და როლების განაწილებას იწყებს. იმავე თეატრის მსახიობია მისი მეუღლე თემურ კილაძე, რომელთან ერთადაც 41 წელია მოდის. რეჟისორი ,,სარკეს” უამბობს. -როგორია რეჟისორის და მსახიობის ურთიერთობა, როცა ისინი მეუღლეები არიან? – თავიდან არ სიამოვნებდა, მე რომ რეჟისორად მოვევლინე. […]

მარიკო ებრალიძე: ,,ეს ღვეზელი დედამთილმა მასწავლა, რეცეპტს ჩაგაწერინებთ”

მარიკო ებრალიძე: ,,ეს ღვეზელი დედამთილმა მასწავლა, რეცეპტს ჩაგაწერინებთ"

,,სარკე” მომღერალი მარიკო ებრალიძე ინტერესიანი დიასახლისია. გარშემო საუკეთესო კულინარები ახვევია, რომლებიც ყოველთვის გემრიელი კერძების რეცეპტებით ამარაგებენ. მარიკომ დედამთილის მიერ ნასწავლი ღვეზელის რეცეპტი ,,სარკის” მკითხველებსაც გაუზიარა: – ჩემი დედამთილი მეგრელი ქალია და კარგი, გემრიელი ხელი აქვს. მისი ვაშლის ღვეზელის რეცეპტს ჩაგაწერინებთ: 3 კვერცხი და 400 გრამი შაქარი მიქსერით ავთქვიფოთ. დავუმატოთ 150 გრამი არაჟანი, 150 გრამი გამდნარი […]

,,ვყვიროდი, დავიღუპე-მეთქი, მეგონა, ჩემი შვილიშვილებიც იქ იყვნენ” – იარად დაჩნეული ტრაგედია

,,ვყვიროდი, დავიღუპე-მეთქი, მეგონა, ჩემი შვილიშვილებიც იქ იყვნენ'' - იარად დაჩნეული ტრაგედია

,,სარკე”, რუსუდან ადვაძე 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სასწაულად გადარჩენილი ზვიად თავგირაძის მამა, ბატონი ჯემალი ,,სარკესთან” იმ საბედისწერო დღეს იხსენებს, როცა სადარბაზო ჩამოინგრა და ნანგრევებში 10 ადამიანი მოყვა და მათგან მხოლოდ ერთი გადაურჩა სიკვდილს –  37 წლის ზვიად თავდგირიძე. მან  ნანგრევებში 11 საათი გაძლო და გადარჩა! -იმ დღეს მარტო იყო. ბავშვებმა 5 თუ 10 წუთით […]

ქეთი ხატიაშვილი: ,,ოჯახის დანგრევა, გაჭირვება, დეპრესია… – ბევრი რამ გავიარე”

ქეთი ხატიაშვილი: ,,ოჯახის დანგრევა, გაჭირვება, დეპრესია... - ბევრი რამ გავიარე"

,,სარკე”, ია ქუთათელაძე ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილმა ბავშვობა უკრაინაში გაატარა და ტანვარჯიშზეც იქ დაიწყო სიარული. ,,სარკეს” უყვება, რომ 4 წლის გოგონა პუტკუნა იყო და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მისგან შესანიშნავი ტანმოვარჯიშე დადგებოდა. გასართობად დაწყებული ვარჯიშები თანდათან შეუყვარდა. 6 წლის ასაკიდან სერიოზულად დაიწყო სპორტული ცხოვრება, რომელიც საქართველოში გადმოსვლისთანავე ინტენსიურად გააგრძელა. 14 წლისა უკვე საქართველოს ჩემპიონი იყო. ახლა მთელ […]