,,სარკე”, რუსუდან ადვაძე ტელე-რადიო წამყვანი თამუნა მუსერიძე “სარკესთან” ამბობს, რომ დედის კვალს მიაგნო. როგორც მოგეხსენებათ, წლებია, რაც ბიოლოგიურ მშობელს ეძებს. იცის, რომ გაშვილებულია, მაგრამ ვინ და როგორ გააშვილა, მისთვის დღემდე უცნობია. ახლა კი ამბობს, რომ ნათესავები უკვე იპოვა. საკუთარი დედის ძებნაში თამუნამ უამრავ სხვა გაშვილებულს აპოვნინა დედა და დედას – შვილი. ყველაზე დიდი საქმე კი, […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
ეროსი მანჯგალაძემ ელენე ყიფშიძის სიყვარული სამარეში ჩაიტანა
,,სარკე” ,,ეროსი რომ დაიღუპა, იმ საღამოს მასთან ვიყავი სახლში. ბიჭები ვიყავით ასულები, მიდიოდა ნარდის თამაში, სუფრა უნდა გაშლილიყო. მე ვერ დავრჩი, ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ იყო და წამოვედი. გამოვედი ოთახიდან და დავარდა კაცი…” – ასე იხსენებს მსახიობი ზურაბ ყიფშიძე თავისი უფროსი კოლეგის და მეგობრის, მსახიობ ეროსი მანჯგალაძის გარდაცვალების დღეს. ეს მოხდა 40 წლის წინ. ქართული კინოსა […]
დავით უფლისაშვილი: ,,მინახავს, დიდი მსახიობები ეპიზოდურ როლს კბილებით რომ ჩაეჭიდებოდნენ”
,,სარკე”, ია ქუთათელაძე რუსთაველის თეატრის მსახიობი დავით უფლისაშვილი ზესტაფონში დაიბადა. მშობლები მსახიობები ჰყავდა. ბიჭი ფაქტობრივად თეატრში გაიზარდა და არც არავის გაუკვირდა, როცა მსახიობის პროფესია აირჩია. საოცნებო რუსთაველის თეატრში მოხვედრას უფლის წყალობად მიიჩნევს, გვარიც შესაფერისი აქვს – უფლისაშვილი. მესამე კურსზე იყო, როცა ქალბატონმა ნათელა არველაძემ რეჟისორ მიხეილ თუმანიშვილს შესთავაზა, “გვადი ბიგვაში” ბარდღუნიას როლზე აეყვანა. რეჟისორს ახალგაზრდა […]
ბაჩო კოლელიშვილი: ,,ბევრი კითხვა დაგროვდა ჩემს ცხოვრებაში და შევეცადე, პასუხები გამეცა”
,,სარკე”, ავთო ჩიტიძე ყოფილი მორაგბე, 30 წლის ბაჩო კოლელიშვილი, ,,რუსთავი 2″-ის ტოქ შოუ “ღამის პრაიმ ტაიმის” ყველაზე უმცროსი წევრია და აქამდე ტელევიზიასთან შეხება არასოდეს ჰქონია. ეს შეთავაზება მისთვის იმდენად მოულოდნელი იყო, გარკვეული პერიოდი ფიქრობდა, რომ, უბრალოდ, შეეშალათ. ყველანაირად ცდილობს, გამოწვევას კარგად გაართვას თავი. მისი მთავარი მიზანია, რომ იყოს ბუნებრივი და თავისუფალი. ეკრანზე თამაში რომ არ […]
ასმათ ტყაბლაძე: ,,ჭუჭყიანი თეთრეული არ უნდა გამოფინო!”
,,სარკე” მსახიობმა ასმათ ტყაბლაძემ ერთ-ერთ ტელეგადაცემაში განაცხადა, რომ 76 წლის იყო, რასაც სტუდიაში გაოცებული შეძახილებით შეხვდნენ და ერთხმად აღნიშნეს, რა შესანიშნავად გამოიყურება. მსახიობისთვის თამამი ექსპერიმენტები გარეგნულ სტილში მიუღებელი არასოდეს ყოფილა, თავადაც მიმართავდა ახალგაზრდობაში, თუმცა თვლის, რომ ქალი ამ დროს ვულგარულობისა და მოდურობის ზღვარზე გადის, ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო. მან ,,სარკეს” ბევრი საინტერესო რამ უამბო ეკრანისა […]
ლაშა ჯუხარაშვილი: ,,ცოლი ჩემი საყრდენია”
,,სარკე”, ია ქუთათელაძე რუსთაველის თეატრის მსახიობი, ლაშა ჯუხარაშვილი, ჯერ კიდევ თეატრალურის მეორე კურსზე სწავლობდა, როცა კასტინგის შედეგად ტელესერიალში ,,გოგონა გარეუბნიდან” გადაიღეს. ახალგაზრდა კაცი მალე გახდა პოპულარული, რაც მისთვის, რა თქმა უნდა, სასიხარულო იყო, თუმცა მალე გამოვიდა ეიფორიიდან და მიხვდა, რომ მისი პროფესიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა თეატრში მუშაობას ჰქონდა. ამ მხრივაც გაუმართლა. რუსთაველის თეატრში ექსპერიმენტული პროექტი მიმდინარეობდა, […]
მერსი სულხანიშვილი: ,,თმა გადავინერგე და ნიკაპი გავისწორე”
,,სარკეში” რომ იყურები, მოგწონთ თქვენი თავი?” – ჟურნალისტის და მოდის ბლოგერის, მერსი სულხანიშვილის მიერ ფოტოგრაფ გვანცა მაღლაკელიძის მისამართით დასმულმა ამ შეკითხვამ გადაცემაში ,,ღამის პრაიმ თაიმი” საზოგადოება გააღიზიანა. სტატუსებსა და კომენტარებში მას სასტიკად აკრიტიკებენ. მერსი წერს, რომ ამ კითხვას გააჩნია პასუხი, რომელიც შავ მასალაშია, არ აჩვენეს და მონტაჟისას ამ ყველაფრის დრამატიზება მოხდა. ,,გადაცემიდან გამქრალია უამრავი სასარგებლო […]
როგორ დაიკლო თამუნა გომართელმა 3 თვეში 30 კილო – ,,ეს დიეტა მე შევადგინე”
,,სარკე” ტელეწამყვანმა თამუნა გომართელმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის პრაიმ-თაიმში“ მოყვა, რომ 3 თვეში 25 კილო დაიკლო. თუ როგორ მოახერხა ეს, ამის შესახებ თავის დროზე თამუნამ ,,სარკეს” უმაბო: – ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობდი, დამეცვა ოქროს შუალედი ჯანსაღსა და არაჯანსაღ ცხოვრების წესს შორის, მაგრამ, რაც 30 წელს გადავაბიჯე, ჩემთვის ეს უფრო პრიორიტეტული გახდა. ყველაფერი ფსიქოლოგიური ფაქტორიდან იწყება. დილით, […]
,,ნუნუკა ისეთია, მის ოჯახს თუ გაუჭირდა, ცხენიდან კაცს ჩამოაგდებს” – თამაზ თამაზაშვილი
თამაზ თამაზაშვილი, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი ,,სარკესთან” ოჯახურ ურთიერთობებზე საუბრობს: – ირაკლის ვიცნობდი, ვიცოდი, რომ ნორმალური ბიჭი იყო. მოვიდა, გოგოს ხელი მთხოვა და გავატანე. ცოტა მოულოდნელი კი იყო მისგან ჩემი ქალიშვილის ხელის თხოვნა, მაგრამ მომეწონა და გავატანე. ვაჟკაცური, ინტელექტუალური, მაგარი ბიჭი იყო. ჩემი სიძე პიანინოზეც უკრავს, გიტარაზეც და კარგადაც მღერის. წარმატებული კიკბოქსინგელი იყო. ერთი პერიოდი საფრანგეთის […]
დათო ხუჯაძე: ,,ამაზე კარგი და ლამაზი რა უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში?!”
,,სარკე”, ია ქუთათელაძე მომღერალ დათო ხუჯაძესა და მუსიკოსსა და ლოტბარს, ეკა დალაქიშვილს, 2021 წლის 31 დეკემბერს შვილი შეეძინათ. გოგონას ილა დაარქვეს. ეს დათოსთვის მეორე შვილია, უფროსი გოგონა პირველი ქორწინებიდან ჰყავს. თავისი ცხოვრების უდიდეს სიხარულზე მომღერალი ,,სარკეს” უამბობს: – 2021 წელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე და ჩემმა რჩეულმა, ეკა დალაქიშვილმა, ოჯახი შევქმენით და პირველ შვილიც […]











