ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ქალის, 52 წლის დოდო დევიძის, პოსტი, სადაც ის ყვებოდა, შემთხვევით როგორ გადაურჩა სიკვდილს ან ძალიან სერიოზულ ტრავმას და ეს ბედნიერი შემთხვევა სატელეფონო ზარი იყო. “სიკვდილს გადავრჩი. 5 წუთის წინ აქ ვიდექი. მთელი ჭერი ჩამოინგრა. ამ დღეებში ვინც ილოცეთ, ჩემთვის გილოციათ. სასწაული მოხდა. აბაზანაში ვიყავი. რეკავს […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
ენძელა მაჭავარიანი იუმორისტული შოუს გაკეთებას აპირებს – “სახელი თავადიშვილმა ბებიამ დამარქვა”
მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი, ენძელა მაჭავარიანი, თითქმის 30 წლიანი ჟურნალისტური საქმიანობის შემდეგ პოლიტიკაში აღმოჩნდა. “ქართული ოცნების” დეპუტატი ამბობს, რომ პოლიტიკოსის ამპლუას რთულად ეგუება და ელოდება იმ დროს, როცა ისევ ჟურნალისტიკაში დაბრუნდება, ცხოვრების ამ ეპიზოდზე კი მემუარებში დაწერს. უამრავი სამუშაო ადგილი გამოიცვალა. ჟურნალისტობა გაზეთ “სოფლის ცხოვრებიდან” დაიწყო, მერე იყო გაზეთ “კაბადონის” მთავარი რედაქტორი, შემდეგ – […]
“გიგა ტყემალაძემ შეყვარებულს დაუბარა, მთებს გადავხედავ და საღამოს მოვალო” – როგორ დაიღუპა ევროპის ჩემპიონი პანკისის კლდეებში
“მე მინდა, უბრალოდ მთებზე ვიარო, ალბათ მომიწევს ძალიან ბევრი სიარული კლდეებზე ფეხით. ვიდეოს და სურათებს გაჩვენებ საღამოს, საყვარელო”, – ასე მითხარი, შემპირდი, მაგრამ აღარ დაბრუნდი. შენ ჩემი გული ხარო, ისიც მომაძახე და წახვედი”, – იხსენებს გიგა ტყემალაძის უკანასკნელ დღეს მისი შეყვარებული სოციალურ ქსელში. გიგა პანკრატიონში მსოფლიო ჩემპიონი იყო. 26 წლის სპორტსმენი პანკისში, ხადორის ხეობაში, ხევში […]
დათუნა მგელაძე ოჯახის შექმნისთვის ემზადება – “ცოლი ახლა თუ არ მოვიყვანე, მერე დამეზარება”
მომღერალ დათუნა მგელაძის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი განხორციელების დრო დადგა. სიმღერებზე მუშაობა დროებით გვერდზე გადადო და ბიზნესის კეთებაზე დაიწყო ზრუნვა. ახლა მას ელიავას ბაზრობაზე უფრო ხშირად ნახავთ, ვიდრე სცენაზე. როგორც გვითხრა, 9 საათიდან უკვე საქმეებშია ჩართული და თავისი ბიზნესისთვის ფართს არემონტებს. შემდეგი ეტაპი კი ოჯახის შექმნა იქნება. იმ ასაკშია, რომ უკვე ძალიან უნდა, […]
თეონა თავართქილაძე: “მე და რეზიმ ერთი წელი ახალდაქორწინებულებმა ცალ-ცალკე გავატარეთ”
თეონა თავართქილაძე ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც გასული საუკუნის 90-იან წლებში ევროპაში მიღებული ცოდნით საქართველოში დაბრუნდა და მამიდაშვილთან, დიზაინერ მაკა ასათიანთან ერთად ქართული მოდის აღორძინება გადაწყვიტა. მაშინ საქართველოში ეს იოლი არ იყო, უშუქობისა და სიცივის ხანაში მოდური ჩვენებების მოსაწყობად არავის ეცალა. გოგონებმა მაინც დაიწყეს. ცოტა ხანში საზოგადოების ყურადღება იმდენად მიიქციეს, რომ თბილისურმა ოჯახებმა თავიანთი ქალიშვილების მოდელებად მუშაობა […]
“დაქალის მშობლები მე და ჩემს ძმას გვწყევლიან”
ჩემი დაქალი უცნაური ადამიანი აღმოჩნდა. არ ვიცოდი, ასეთ თვისებებს თუ გამოავლენდა, თორემ ახლოსაც არ გავეკარებოდი. ახლა ვერც ზურგს ვაქცევ, რადგან პრობლემები აქვს, მაგრამ აღარც მის გვერდით ყოფნა შემიძლია. ცხვირი ნამდვილად წაიტეხა, მეცოდება, მაგრამ ამაში მე არ ვარ დამნაშავე და არც ჩემი ძმა. მისი მშობლები კი სწორედ ჩვენ გვადანაშაულებენ, განსაკუთრებით – ჩემს ძმას. რამდენჯერმე ჩემ გასაგონად […]
შორენა სურმანიძე: “ამ დაავადებასთან ერთად გავიზარდე” – ჟურნალისტი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა
ჟურნალისტმა შორენა სურმანიძემ 14 წლიანი ბრძოლის შემდეგ სიმსივნე დაამარცხა. 12 წლის იყო, როცა ამ სენის შესახებ შეიტყო და ამან მოზარდს და მისი ოჯახის წევრებს დიდი სულიერი ტრავმა მიაყენა. მისთვის განსაკუთრებით რთული დღეები მაშინ დაიწყო, როცა ქიმიოთერაპიის შემდეგ თმა გასცვივდა. საბედნიეროდ, დღეს შორენა სრულიად განკურნებულია და ახლა მათთვის, ვინც ამ სენს ებრძვიან, ცოცხალი მაგალითია, რომ სიმსივნის […]
ვახო ოქრუაშვილი: “ჩემი და ჩემი მეუღლის ურთიერთობაში იყო ცუდი ფაქტორები, მაგრამ გადავიტანეთ”
პროფესიით ეკონომისტ კასპელ ტაქსის მძღოლს, ვახო ოქრუაშვილს და მის ბიძაშვილს, ქეთი ხუციშვილს, მოსწონდათ მოყვარულის დონეზე დუეტების შესრულება და ქართლელ ცოლ-ქმარზე სკეტჩების გაკეთება ახლობლების წრეში. ამ ხუმრობამ კი ისინი საბოლოოდ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” მიიყვანა. ქეთი ბიზნესლედი ლუნას, იგივე მთვარისას, როლს ასრულებს, ვახო კი მის ქმარს, ნუგოს, თამაშობს. მართალია, ნუგო სერიალში ხანდახან ჩნდება, მაგრამ იმდენად სახასიათო […]
მაია ბარათაშვილი: “ცოტა ხნის წინ ორ ადამიანს დავემშვიდობე”
ჯაზმომღერალ მაია ბარათაშვილის ცხოვრებას პატარა ასაკიდან სდევდა დანაკარგით გამოწვეული ტკივილები. უძვირფასესი ადამიანები მიოდნენ მისი ცხოვრებიდან. განცდებთან გამკლავება ადვილი არ იყო, პარალელურად – საკუთარი თავის პოვნა, რეალიზება… ნაბიჯ-ნაბიჯ მოახერხა კარიერის შექმნა, მისმა ნიჭიერებამ გზა გაიკვალა. ყველაზე დიდი ბედნიერება კი მაშინ იგრძნო, როდესაც ღმერთი შეუშვა საკუთარ გულში. ამ ყველაფერზე მუსიკოსი “სარკეს” უამბობს. – მაია, გაიზარდეთ შეძლებულ ოჯახში, […]
ყველაზე სიმპათიური ჟურნალისტი სანდრო კაჭახიძე მოდელ მარიამ მაისურაძეზე ქორწინდება – “მარიამთან შეტევაზე გადავედი და გავიმარჯვე კიდეც”
26 წლის ტელეწამყვანი, სანდრო კაჭახიძე, ერთ-ერთი ინტერნეტგამოკითხვის მიხედვით, ყველაზე სიმპათიურ მამაკაც ჟურნალისტებს შორის მოხვდა. ის უკვე 4 წელია ტელეკომპანია “მაესტროს” ახალი ამბების წამყვანია და უწყვეტი პირდაპირი ეთერის ფორმატში მაყურებლებს ქვეყანასა და მსოფლიოში განვითარებულ ახალ ამბებს უყვება. დატვირთული ჟურნალისტური საქმიანობის მიღმა სანდრომ პირადისთვისაც მოიცალა და მალე დაოჯახებას აპირებს. მისი რჩეული პროფესიით ასევე ჟურნალისტია და ამასთანავე ფოტომოდელი […]











